თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსის მდებარეობა ძალიან ცოტამ თუ იცის, ამიტომ მის სარდაფში არსებული სოციალურ-თერაპიული სახელოსნოს შესახებ მხოლოდ სტუდენტებს გაუგიათ.
სოციალური დახმარების სახელოსნო უკვე მესამე წელია, რაც უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიწისქვეშა სართულზე მუშაობს. მის დერეფანშივე გვხვდება ხასხასა ფერის ნახატები და თბილ, მეგობრულ გარემოს ქმნიან.
სახელოსნოში სხვადასხვა ასაკის ადამიანები მუშაობენ. მიუხედავად ჯანმრთელობისა და სხვადასხვა უნარების შეზღუდულობისა, ქალბატონ მაია სუხიტაშვილის დახმარებით, ისინი ბევრ გამოსადეგ ნივთს ამზადებენ. ფერად-ფერადი ბლოკნოტები, წიგნის ასაკინძები, მხიარული ნახატები - ეს ყველაფერი სახელოსნოს მუშაკების ნახელავია, რომლებსაც სიხარულითა და სითბოთი აჩვენებენ დაინტერესებულ მნახველებს.
სახელოსნოში მხოლოდ ოთხი მოზრდილი მუშაობს, დამზადებულ ნივთებს ისინი სხვადასხვა ორგანიზაციების მოწყობილ ბაზრობებზე ყიდიან. შემოსული თანხით კი - ისევ სამუშაო მასალას იძენენ და ახალ ნივთებს ამზადებენ.
ამ ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო აშკარა ხდება, რომ მათ არ სჭირდებათ შებრალება და ფსევდოთანაგრძნობა. ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან საკუთარი ხასიათებით, დამოკიდებულებით. რაც ჩვენ შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ, ისაა, რომ უბრალო ადამიანური მეგობრობა და გულწრფელობა შევთავაზოთ.
თუმცა, სულიერი თანადგომის გარდა, სოციალური თერაპიის სახელოსნოს ფინანსური დახმარებაც ძლიერ ესაჭიროება. მას მუდმივი სპონსორი არ ჰყავს, რის გამოც ბევრი პრობლემა ექმნება მუშაკების გადაადგილებასთან დაკავშირებით; ამის გამო სახელოსნო ვერ იმატებს ახალ წევრებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ლამაზ ნივთს შეჰმატებდნენ უნივერსიტეტის ნაცრისფერ კორპუსს და ჩვენ, სტუდენტებს - ახალ, საინტერესო მეგობრებს.



1 comment:
ragac kargi turme xdeba dzalin kargi blogposti gaq sani dzalian kargi txrobaa.
სან ისე თუ გინდა წაიკითხე ჩემი ახალი მოთხრობები ულაკპარაკი.გე ზე და ლიტერატურა.გე ზე და შემიფაზე მაინტერესებს შენი სეფასებები
http://www.urakparaki.ge/?m=4&ID=2578
http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=25013
Post a Comment