Monday, June 2, 2008

Как закалялась сталь, что ли? :P























1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა და თბილისში, რა თქმა უნდა, დღესასწაულობენ ამ დღეს - ბავშვებიც, დიდებიც და ისინიც, ვინც მათ შორისაა გამოჭყლეტილი :P
მთელი დღის განმავლობაში ტარდებოდა კონცერტები, კოსტუმირებული დადგმები...

საღამოს 5 საათზე მეგობრებთან ვიყავი შეთანხმებული, რომ შარდენის 19-ში საინტერესო აქცია თუ გამოფენა უნდა გვენახა... სინამდვილეში, ეს "აქცია" კი არა (როგორც ამ ბოლო დროს გვესმის), სრულიად უწყინარი გამოფენა იყო:
რამდენიმე ორიგინალურად მოაზროვნე ახალგაზრდამ გადაწყვიტა ძველი, როგორც თავად თქვეს: "საბჭოთა პერიოდის ნივთებით გააკეთეს სხვადასხვა სათამაშო..."; რევოლუციამდელი ბავშვის სიჩლუნგის მიზეზი ყვლამ იცის და დღეს უკვე სხვა რევოლუციასაც გულისხმობენ ხოლმე... ასეა თუ ისე, თუნუქის ფრთოსანი ღუმელი, ფალოსიანი ჭანჭიკი (ასეთი რაღაც იყო) და ჯაგრისებით აწყობილი ცხენები ნამდვილად საინტერესო სანახავი იყო... იქვე შეგეძლოთ გაგეხსენებინათ (თუ საერთოდ გახსოვთ) საბჭოთა მითოლოგიის გმირი პავლიკ მოროზოვი, ნახევარი მსოფლიო სექსის გარეშე და მამალო =)) ჰო, გემრიელი სალოკი კანფეტი, ჩუპა-ჩუპსის წინამორბედი ჩვენს ცნობიერებაში.

პირადად ჩემთვის ამ დღემ საინტერესოდ ჩაიარა მეგობრების წრეში, ძველი ნივთების გამოფენაზე, ახალბედა და მონდომებული როკ მუსიკოსების შესრულებული მუსიკის ფონზე... პლუს ცივი ლუდი და ზაფხულის პირველი დღის თბილი ნიავი...

ფილოსოფიური პოსტ სკრიპტუმ: გამოფენის დათვალიერების მერე, ნარიყალაზე ავედით... სიმაღლე ძალიან მიყვარს, მგონია, რომ იქ ვეღარავინ მომწვდება, რომ იქ ფრთებს შევისხამ... ხომ გესმით? ამას მნიშვნელობა არა აქვს... მოკლედ, გალავანზე რომ ავედი, ხომ იცით, მთელი ტფილისი რომ მოჩანს, სული გეკვრება სიხარულისგან, სიმსუბუქისგან და ფიქრობ: რა იყო გუშინ? არ ვიცი, მე აქ არ ვყოფილვარ... რა იქნება ხვალ? ღმერთის საქმეა... აი, დღეს კი - მე აქ ვდგავარ და ვცოცხლობ, ვხედავ და სიმაღლეებზე ავდივარ... სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიღაც მომიახლოვდა და რუსულად მკითხა, შეგიძლიათ, ფოტო გადამიღოთ, ჩემს მეგობარს სიმაღლეზე ამოსვლის ეშინიაო, და კეთილად გამიღიმა... რა პრობლემაა-მეთქი, ისე გამიხარდა... რუსულად გავისაუბრეთ... მერე მივხვდი, რომ რუსული ჩემი ენაა, ის, რომელიც მშობლიურ, ქართულთან ერთად შევითვისე და რომელიც მსოფლიოში ყველაზე ტკბილად ჟღერს. ჰო, გამოფენაც ხომ რაღაც ნოსტალგიისმაგვარი იყო, საბჭოთა ნივთების გამოფენა, მამალოები, ჭანჭიკები, პიონერების წითელი ყელსახვევები...

Да, почему, блин, нам не жить дружно, а?

No comments: