The man - Abraham Lincoln -->

Subject: "რას შეიძლება დაეფუძნოს ლიბერალური დემოკრატია საქართველოში"
რა თქმა უნდა, ამ პოსტის დაწერა რომ გადავწყვიტე, მიზნად მქონდა - ირონიულად მომეყოლა ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შესახებ მედიაკლუბში, მაგრამ გაგა ნიჟარაძე ძალიან მომეწონა :blushingsmile: მართალია ბევრი ისეთი სიტყვა თქვა, რომელიც არასოდეს გამეგონა მანამდე, მაგ: "სუბსტანციური... პოზიციური ლოზუნგები, თვითკმარი ერთეულების ჯგუფი, ბორტისა და აბორტის ნათესაური კავშირები, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არავითარი ნათესაური კავშირი არ ჰქონიათ" (tellin' ya), მაგრამ ლამაზი თვალები აღმოაჩნდა (Gaga guy, I mean) ;-)
რაც შეეხება ლიბერალურ დემოკრატიას, დამსწრეთაგან უმრავლესობამ ვერ გაიგო, რას ნიშნავს საერთოდ. შეხვედრა რაღაც არაორგანიზებულად მომეჩვენა, სტუდენტებისა და მომხსენებლებისგან მარტო სასწაული ტერმინები მესმოდა, მაგალითად: ირაკლი ხვადაგიანმა ახსენა - პანაცეა და ბრტყელზედაპირიანი პლასტმასი, ორივეს შესახებ პირველად გავიგე, ვაღიარებ, რადგან აქამდე არც პანაცეა დამჭირვებია და არც - ბრტყელზედაპირიანი პლასტმასი, ისიც მიწისქვეშ გამომდნარი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რახან მე არ დამჭირვებია, სხვებსაც არ სჭირდებათ, უბრალოდ, ხშირად უხვევდნენ თემას და წინა რიგში მსხდომი მანდილოსნები მკლავდნენ პირდაპირ. კინაღამ წამოვდექი და ვთქვი, ხალხო, 40 წელი ყველა ვარიანტში გვჭირდება, ამ უდაბნოდან რომ გავიდეთ-მეთქი, მოსეს პოვნას ვიღა ჩივის. მერე კიდევ ერთმა გოგომ ისაუბრა პლურალიზმზე და რამდენად შესაძლებელია სიმდიდრის პროდუცირება, თუ ეს უკვე გაგა ნიჟარაძემ ახსენა, ამერია. მოკლედ, გაოცებული დავრჩი, როგორი განათლებული საზოგადოება გვყავს... მობილურების "არგათიშვა" და ზურგსუკან ჩურჩულიც არ შეშლიათ. როდესაც საქმე ლოიალობის დეკლარირებაზე გადავიდა, პაიჭაძემ, "დედას ვფიცავარ", იმ გოგონას შეკითხვის ჯერი იყოო. მე კინაღამ შევყვირე, რას შვრებით, დაფიცება არ შეიძლება-მეთქი.
გაგა ნიჟარაძემ იმის სურვილი გამიჩინა, სახლში რომ დავბრუნდი, ვიკიპედიაზე შევედი და ლიბერალური დემოკრატიის შესახებ წავიკითხე, საინტერესო ფოტოებიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ისრაელი ერთერთი ყველაზე ლიბერალ-დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც გენდერული ბალანსიც წესრიგშია და სექსუალური მისწრაფებებიც არანაირად იჩაგრება, ამას უკვე ჩემს პირად აზრს გიზიარებთ :ლოლ:
ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი დარჩა და პირობა დავდე, რომ უფრო მეტი წავიკითხო, მეტ ტერმინს გავეცნო და პანაცეაზე თუ არა, იერარქიზირებულ საზოგადოებაზე მაინც ვისაუბრო მომავალში.
ავტობუსში რომ [ჩ]ავსხედით, ლილუმ აღიარა, რომ ასეთი შეხვედრების მერე რაღაცებზე ფიქრდება, აანალიზებს და მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიაში ლიბერალური დემოკრატია არ გამოადგება, მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან ის სამი, ძალიან საინტერესო ცნება დაიჭირა: დრო, ფული და სისუფთავე. მისწრება ლოზუნგი შეიძლება გახდეს ეს სამსიტყვიანი სენტენცი (აი, რაღაც მაინც შემიმეცნებია), ხალხი რომ დაფიქრდებოდეს.

11 comments:
იმით შეშფოთებულმა, რომ სულ ტყუილად მეგონა რაღაც ვიცოდი,სახლში მისვლისთანავე უცხო სიტყვათა ლექსიკონს ჩავუჯექი და ჩანიშნული სიტყვების მნიშვნელობა გავიგე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზოგიერთი ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ ხმარობდა, რომ ჭკვიანი გამოჩენილიყო.
რით განსხვავდება ლიბერალური დემოკრატია რადიკალურისგან მაინც ვერ გავიგე :)
მიყვარს გაგა ნიჟარაძე :) მართალი ხარ , უყვარს მაგ კაცს ბრტყელ ბრტყელი წინადადებებით საუბარი მაგრამ მაინც საყვარელია :P:P
"ბრტყელზედაპირიანი პლასტმასი" კი ვიცი რას ნიშნავს პირდაპირი გაგებით მაგრამ ამ შემთვევაში რა იგულისხმება ნეტა?
ლიბერალურ დემოკრატიაზე მეც დავფიქრდი და დავგუგლავ ახლა :) ისე არ მიყვარს უმიზნო საუბრაი, ბრტყელ ბრტყელი ფრაზებით. მიზანს ვერ ვხვდები ხოლმე და როგორც წესი ასეთ შეხვედრებზე მეძინება :D
სოფი, კარგი იყო შენი პოსტიც და გუშინდელი შეხვედრაც. მართლა მომეწონა ის სამი სიტყვის სენტენცი :P
კამათში ხომ იბადება ჭეშმარიტება? ხოდა, დაიბადება, როცა იქნება... გუშინ თქვენ, სტუდენტებს, ბევრი არაფერი გითქვამთ, მაგრამ მაინც... ვ იდეე რა :D
ჰო, ბევრი უცხო სიტყვებით უბრალოდ "იმიჯს" იქმნის. თანაც, ყოველთვის არ არის მათი გამოყენების აუცილებლობა – შესაბამისი სიტყვა მოგვეპოვება.
მიყვარს, როცა კარგი ქართულით საუბრობენ, თან თუ რაიმე ჭკვიანურსაც ამბობენ :)))
გეთანხმები, რა თქმა უნდა. იცი, ქეთი, ამ ბოლო დროს როგორი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები მხოლოდ იმას ცდილობენ. რაღაც დაუმტკიცონ ერთმანეთს, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთის სიყვარული და ნდობა მოიპოვონ. თუნდაც იმ მაღაზიის ასისტენტების არ იყოს, თავაზიანობა ისევ მათთვის არ არის? მეტ წიგნს გაყიდიან, სულ მარტივად რომ ვთქვა, შესაბამისად, ვინც გასაგებად საუბრობს, ის ყოველთვის იგებს - თუნდაც ჩვენი პრეზიდენტი ავიღოთ, სულ რომ არ მოგვწონდეს და გიჟს ვეძახდეთ, მაინც საოცრად ქარიზმატულია და ზუსტად იცის, რა თქვას, რომ ხალხს გააგებინოს და მათი გული მოიგოს.
მოკლე გზის არჩევა ალბათ გაცილებით მიმზიდევლია, თან დრო არ იცდის, მარათონია :))
მაგრამ სიყვარულით მოპოვებული ადგილი რომ მყარია, ბევრს ავიწყდება.
Sophie Golden - პრეზიდენტზე უნდა დავაკომენტარო. ხალხსაც გააჩნია და ფაქტია რომ მასებზე თამაშობს ძლიან კარგად. მე პირადად არ ვუსმენ,ან ხადახან როცა ის საუბრობს გამოცნობანას ვთამაშობ ”თუ იტყვის იმას რასაც მე ვფიქრობ რომ აპირებს თქვას” ხოდა რაც არ უნდა აგსაკვირი იყოს 70% იმას ლაპარაკობს რასაც ვფიქრობდი :D
გეთანხმები, მასებზე ახდენს გავლენას და მერე ეს მასა ირჩევს პრეზიდენტად და არა ერთი-ორი სკეპტიკოსი :D თუ როგორც შეიძლება დავარქვათ.
ნაჰაჰ, ველქამ თუ ზი ქლაბ, გაგა ნიჟარაძე ფაქტიურად ერთადერთი იყო, ვის ლექციაზეც მუდამ დავდიოდი... და ერთხელ ქუჩში დავინახე და ავეკიდე :დ
კვირას ღამე დედლაინი მქონდა თარგმანების და ვერაფრით მოვცდებოდი, თუმცა აი სულ ღრრრ ვიკავე თავი, გაგა ნიჟარაძის გამო :დ
p.s: ბრტყელ სიტყევზე... ნელნელა ვრწმუნდები, რომ მათი გამოყენების სიხშირე ჩემთვის იმ ადამიანის აშკარა მინუსია ხოლმე, ყველაფრის ტქმა შეიძლება ნორმალურად, გასაგებად და არა ტაკოში პეროთი :D
მოკლედ, მეორედ ჩამიფლავდა მედიაკლუბის შეხვედრაზე მისვლის გეგმა, არადა მინდოდა. ეს თებერვალიც რაღაც უაზროდ უღიმღამოდ შეოვიდა. ჯერ ბებო გარდაიცვალა(ჩემი არა :)), მერე მთელი ერთი კვირა უინტერნეტოდ ვიჯექი და როგორც იქნა ვეღირსე ჯელინკს. იმედია ამ დღეებში საზოგადოებრივად(და ინტერნეტულად) უფრო გავაქტიურდები.
ისე ამ ბოლო დროს მოდაში შემოვიდა "ტრაკში პეროთი" საუბარი. პაიჭაძისგან არ მიკვირს-ეს მისი სტილია.
ამდენი აბდა-უბდის წერას სჯობს ლიბერალურ დემოკრატიაზე წავიკითხო რაღაც.
ნეტავ, ბრტყელზედაპირიან პლასტმასში რა იგულისხმა ირაკლიმ?
ვინ იცის.....
როგორც გავიგე, 80-იანებში იყო რაღაც მიწისქვეშა ბიზნესები და იქ ამზადებდნენ ასეთ პლასტმასებს. მეტი არაფერი ვიცი.
Post a Comment