დღეს წავიკითხე ეს წიგნი, ერთი ამოსუნთქვით, როგოც იტყვიან. თუმცა დიდხანს ვიფიქრე, როგორ შეიძლება ქართულად ვთარგმნო - "Обретая себя"
ზუსტად ამ დღეებში ვფიქრობდი, როგორ არ მიყვარს დიდი წიგნები, გრძელი წინადადებები, უზარმაზარი დეკორაციები, თმადახვეული ქალები და გალაქულფეხსაცმლიანი მამაკაცები...
ერთმა "ბეღურა გოგონამ" გამომიგზავნა თავისი ნაწერები, მთხოვა, წამეკითხა და შემეფასებინა. დიდი ხანი მოვუნდი, მიჭირს ხოლმე წაკითხვა და მერე კრიტიკა. იმ გოგონას დავუწერე, რომ ძალიან მაღალფარდოვნად წერდა, რომ პირადად მე მიხეილ ჯავახიშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე გამსახურდია, რობაქიძე, ტოლსტოისაც კი მირჩევნიან-მეთქი. ზუსტად იმიტომ, რომ ესენი ძალიან გაჭიმული წინადადებებით წერენ და თითქოს ზემოდან გიყურებენ, აბა, გაიგებს ეს მდაბიო მკითხველი თუ ვერაო.
ჰოდა, დღეს მეირ ლევინის ზემოთ აღნიშნულ წიგნს რომ ვკითხულობდი, სწორედ ერთერთ ქვეთავში (თუ შეიძლება ასე დავარქვა) ეწერა, რომ არ უყვარს დიდტანიანი წიგნები და მასაც ასე ჰგონია, ეს დიადი მწერლები ზემოდან უყურებენ. სამაგიეროდ, მის წიგნში ძალიან ბევრჯერ არის შოთა რუსთაველის აფორიზმები მოყვანილი და ნაწერსაც ასე ასრულებს: "რასაცა გასცემ შენია, რაც - არა დაკარგულია". ისეთი თბილი წიგნია, ებრაულ და ქართულ მელოდიებივით, სევდა და იმედნარევი რომ არის ხოლმე, თან გეტირება, თან - იღიმი და მზეს გრძნობ სხეულში. სწორედ ასეთია მეირ ლევინის წიგნი, რომელსაც ასე ვთარგმნიდი - "საკუთარი თავის ძებნაში".
მეირ ლევინმა, როგორც თავად წერს, საკმაოდ გვიან, 45-50 წლის ასაკში იპოვა თავისი თავი, უფრო სწორად ის ადგილი, სადაც მისი ნამდვილი პიროვნება იმალებოდა დიდხანს - იერუსალიმში, რა თქმა უნდა. წიგნი ავტორის ბიოგრაფიაა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭის, რომელსაც ქუჩაში "შავებთან" შეხვედრაც მოუწია ერთხელ, საბჭოთა კავშირშიც დადიოდა "კამანდიროვკებზე", არსებული სისტემის შესახებ ანეკდოტებსაც ჰყვებოდა და ღორის ხორცსაც ჭამდა მანამ, სანამ დრო მოვიდოდა. საკუთარ მიწაზე დაბრუნების დრო. როგორც თვითონ წერს, ნოსტალგია დარჩა, ახალგაზდრობის წლების, იმ დაკარგული წლების, როდესაც ბევრი რამე არ იცოდა და არც უნდოდა სცოდნოდა. არადა, უფრო მეტის სწავლა შეეძლო. განსაკუთრებით ალბათ იმიტომ მომეწონა (დინამ თავიდანვე მითხრა, ზუსტად ისეთი წიგნია, შენ რომ გიყვარსო), რომ ავტორი ძალიან გახსნილი, გონებამახვილი და უბრალოა. როცა წიგნს ვკითხულობ, აუცილებლად უნდა ვიპოვო საერთო ავტორთან, წიგნის გმირთან, თორემ სხვა შემთხვევაში ერთი წელი მედება წიგნი დაწყებული და ვერდამთავრებული. ვკითხულობდი, ხან მეცინებოდა, ცრემლებიც წამომცვივდა. აქამდე მეგონა, რომ მარტო ქალებს, მაგალითად: დინა რუბინას, მარინა მოსკვინას, შეეძლოთ ასე "საკაიფოდ" წერა და აღმოჩნდა, რომ რელიგიურ მამაკაცსაც შესძლებია. უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ ჩემი გზა განვაგრძო სწორედ ისე, როგორც მგონია, რომ უნდა განვაგრძო :)
ამ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ მეირ ლევინის შემოქმედებას, ასევე გადმოიწეროთ მისი სიმღერები "ოქროსფერი კუნძულიდან"
http://maratlevin.googlepages.com/home

5 comments:
საინტერესოა, მეც მოვძებნი აბა ))
"მეირ ლევინმა, როგორც თავად წერს, საკმაოდ გვიან, 45-50 წლის ასაკში იპოვა თავისი თავი"
გამიხარდა, მინიმუმ 15 წელი კიდე მაქვს სანამ წიგნის წერას დავუჯდები :ჵ
წიგნებს გადავხედე და აი ეს ”Научи меня любить” ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა.
არ აქვთ ბიბლიოთეკაში :(
საინტერესო იყო.
მე ბოლო დროს ეკრანზე ვკითხულობ. საშინელებაა თვალებისთვის, მაგრამ სასურველი წიგნის მოძიება ხან ჭირს...
მეეჭვება ბიბლიოთეკებში იყოს ეს წიგნი :(
არც ვიცი, სად შეიძლება იშოვოთ, მეც მათხოვეს.
Post a Comment