Wednesday, April 1, 2009

როგორც ილია იტყოდა ;)

დღეს მთელი დღე ვფიქრობ იმაზე, როგორ განვაგრძო ჩემი ბლოგის წარმოება. ჯერ ისიც კი ვიფიქრე, იქნებ პირველი აპრილია და საკუთარი თავი რაღაცებს მატყუებს-მეთქი. საერთოდ, ღირს თუ არა წერა, როცა ნატა მეუბნება, შენს ბლოგს უკვე ბევრი კითხულობს და ცოტა ფრთხილად წერეო. როგორ უნდა წეროს ჟურნალისტმა ფრთხილად, მე არ ვიცი. რატომ უნდა იფრთხილოს, რომ ვიღაცებს არ აწყენინოს, როდესაც უმეტეს შემთხვევაში ეს ვიღაცები, საჯარო პირები არიან და ვალდებულები არიან, ანგარიში ჩვენ ჩაგვაბარონ.

უნივერსიტეტში რომ წავედი, ჩემს თავს ვარწმუნებდი, ყველაფერი კარგადაა, მზეს შეხედე, შენს სამყაროში ჩაიხედე და გაიცინე-მეთქი. გამომივიდა. თუმცა, არცთუ ისე კარგი განწყობა მქონდა მას შემდეგ, რაც მეექვსე კორპუსის დიასახლისმა, როგორც თაზო იტყოდა, გუშინ მითხრა, რომ ჩემი ბლოგი უნახავს და ვერ მიხვდა, რა საერთო ჰქონდათ ქალებისა და ხუბუას სურვილებს. ვერ ვიტყვი, ისეთი ძლიერი ვარ, რომ სტრიქონებს შორის ვკითხულობ, მაგრამ აშკარა იყო თათიას ტონიდან, რომ დიდად არ მოსწონებია ჩემი პოსტი. ამიტომ ახლა არ გამიკვირდება, ბელქანიასაც წაკითხული ჰქონდეს ის “მრავლისმსურველი” პოსტი ქალების ლიბიდოსა და ხუბუას შესახებ, სადაც მასზე მეწერა, რომ დატუქსული ბავშვივით იყო.

გგონიათ, ის მაკვირვებს, რომ ყველა ადამიანი თავის კეთილდღეობასა და იმ ხელფასზე ზრუნავს, რაც უნივერსიტეტში აქვთ? არა, მხოლოდ ის მაოცებს, რატომ მოსწონთ ადამიანებს გაფუჭებულ ჰაერში ცხოვრება, თავაზიანად რომ ვთქვა, და რატომ გვაიძულებენ, ჩვენც ასე ვიცხოვროთ, თანაც მოგვწონდეს კიდეც. ილია ჭავჭავაძის არ იყოს, მე იმიტომ ვწერ, რომ მიყვარს უნივერსიტეტი, მიყვარს საქართველო და გული შემტკივა ადამიანებზე, მინდა საუკეთესო იყოს ჩვენი უნივერსიტეტი და სხვა “უმაღლესი სკოლები” არ გვესნობებოდნენ, როგორც ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. მხოლოდ ჩემი ენამახვილობის გამო არ ვაწარმოებ ამ ბლოგს, ფეხებზე რომ მეკიდოს ყველა ის ფასეულობა, რაც ჩამოვთვალე და საქართველო, უნივერსიტეტი, ადამიანები – ჩემთვის ფასეულობებს წარმოადგენენ, მაშინ ვიყიდდი გემისხელა ჯიპს, მინებს ჩავამუქებდი და ვივლიდი. ჩემთვის უმნიშვნელოა ხუბუაც, ბელქანიაც და მთელი “ადმინისტრაცია”, ეს უნივერსიტეტი, ქვეყანა – ჩემია და დავწერ, რასაც მინდა და სადაც მინდა. ხოლო მათ, ვისაც აქამდე ჟურნალისტიკა ლექსების მხატვრულად წარმოთქმა და “ქვათა ღაღადის” კონსპექტირება ეგონათ, შეუძლიათ საერთოდ არ წაიკითხონ ჩემი ბლოგი და განაგრძონ გაფუჭებუ, ლ ჰაერში ცხოვრება, სადაც თვითმართველობის წევრები და მათი მეგობრები ჰარვარდში დადიან, გრანტებს იღებენ და ცისფერ პერანგებს იცვამენ!

მე კი - მკიდია ჰარვარდი, მინდა, ჩემი უნივერსიტეტი იყოს საუკეთესო!

19 comments:

CheshireCat said...

ჰმ ) რა ცუდია, რომ უბრალოდ, როგორც facebook-ში Like–ს დაწკაპუნება არ შეიძლება )

უბრალოდ "Like".
No Comments )

Toma said...

რას ნიშნავს ფრთხილად წერა? და არ ვიცი რატომ უნდა წერო ფრთხილად. ვისაც არ მოსწონს და წყინს რამე ცივი წყალი დალიოს!
საჯარო პირობებზე არც მე ვწერ კარგს რამეს (იშვიათად ვერ მაგრამ მაინც) ხოდა სულ მკიდია!

გაფუჭებულ ჰაერში ცხოვრება კი არ მოსწონთ, არამედ მაგით სულდგმულობენ. ეს ცოტა სხვა რამეა. ვინც ასე არის იმას აწყობს ასე ცხოვრება, ადაპტირებულია და სუფტა ჰაერზე უბრალოდ გაიგუდება!
სამწუხაროდ ჩვეთან ყველანაირ კრიტიკას პიროვნულ დონეზე ღებულობენ და არა საქმოან დონეზე. ამიტომაცაა ყველა რომ იბუტება და იბუსხება ბაღის ბავშვებივით.

Chaotic said...

You go girl!!!!

:2kiss:


ასე იბადებოდა ცენზურა. :D


არადა, ზუსტად კრიტიკით უნდა ინტერესდებოდნენ და არა "ქებათა ქებით".
:(

mcv@ne said...

ubralod absoluturad "I like" :P me miyvars sheni blogi :))))))

anka said...

სოოფ მე ხომ იცი როგორ ვამაყობ შენი ბლოგით:) არ ვეთანხმები არც ნატას, რომ ფრთხილად უნდა წერო და არც თათიას, და საერთოდ არც ერთ ლექტორს ვინც უაზროდ გაკრიტიკებს:)წერე ისე, როგორც შენ გინდა და რაც მოგინდება, ზუსტად ეგ არის შენი ბლოგის ხიბლი:) მემგონი არავინ არ მოითხოვს აქ შენგან პროფესიონალ ჟურნალისტობას, მთავარია წერო საინტერესო თემებზე:):) საინტერესოც პირობითია:) მოკლედ ძაან ბევრი მინდა რომ დავწერო, მაგრამ აქ ვერ დავატევ:) მიყვარხარ სოფ ძალიან და ეგრე გააგრძელე:)

Lika Kakiashvili said...

როგორ უნდა განაგრძო ბლოგის წარმოება?? სოფ, დავიჯერო, ამ კითხვაზე პასუხი არ იცი?? იცი და მიდი, ტაკ დერჟატ! :):):)

Lilu said...

უხ!
სამ თვეში აღარ ეყოლები მაგათ და მერე გინატრონ!!!
შენს ბლოგზე რასაც გინდა დაწერ (ბლოგი რას ნიშნავს, კი, მეეჭვება იცოდნენ). თანაც ტყუილი ხომ არ იყო, ყველანი კატებივით ეკრუტუნებდონენ ხუბუას.
ჰოდა, სოფი, ახლა ფილოსოფოსობა არ ვიცი, გააგრძელე ვ ტომ ჟე დუხე!!!

Anonymous said...

ბლოგი იმისაა, რომ რაც გინდა ის წერო )))
დანარჩენი ვსიო პოხ ))))

თაზო said...

მიზანი მიღწეულია სოფი! უკვე სერიოზული ხალხი კითხულობს ჩვენს ბლოგებს. ეგრე გააგრძელე. მთავარია ვინმე უაზროდ არ გავლანძღოთ, თორემ კრიტიკას კაცი არ მოუკლავს. ნეტა, ჩემ ბლოგს თუ კითხულობს თათია?

Lalena said...

ბრავო სოოოფ!

მე ვერ შევძლებდი ნამდვილად :ს

CinnamonGirl said...

ძალიან მაგარია!!!
შენ წარმოიდგინე და მეც ასე მინდა :)
და თუ ოდესმე დავუბრუნდები საქართველოში,
იცი რა მინდა?
ჯავახიშვილში წასვლა მინდა
და რაღაცის შეცვლა და ამიტკ უბრალოდ
ბრავო!!!

Keti said...

არ იცი, როგორ გააგრძელო?
სოფი, მაპატიე, მაგრამ გულახდილი მინდა ვიყო. თან, იმედია, "ისინი" წაიკითხავენ ჩემ კომენტარს და დაფიქრდებიან:
1 ასე ასწავლიან ჟურნალისტიკას? ანუ რომ ფრთხილად, რომ კრიტიკის გარეშე, რომ დაშინებით? დაშინებაა, როცა თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ სივრცეში დარეგისტრირებულს, მიანიშნებ (პირად საუბრებში თუ ღიად), რომ ფრთხილად იყოს და შეარჩიოს დასაწერი მასალა. საინტერესოა, რომელი უფლებების საფუძველზე.
სტუდენტი თქვენგაან სწავლობს პროფესიას (რაც გევალებათ, რომ ასწავლოთ) და როგორ განვითარდება ამის და საკუთარი ერუდიციის თუ სხვა თვისებების საფუძველზე, მისი საქმეა.

2. კრიტიკა შეურაცხყოფის მიყენებას, მითუმეტეს მტრობას, არ ნიშნავს და ის აუცილებელია ორივე მხარის– გამკრიტიკებელის და გაკრიტიკებულის განვითარებისთვის.
და აქ ასაკი არაფერ შუაშია, არც თანამდებობა. მოყვარეს რომ პირში უნდა უძრახო, ალბათ გაგიგონიათ...

კეთილი სურვილებით.

დათო პაიჭაძე said...

ერთი რამ მეწყინა, სოფო, თქვენს ნაწერში: მომეჩვენა, თითქოს, ვიღაცას რაღაცას უხსნით, თითქოს ვინმეს წინაშე თავს იმართლებთ... კი ბატონო, შეიძლება ვცდები. მაგრამ თუ არ ვცდები - მაშინ ვინ არის ღირსი, ისმინოს თქვენი ახსნა-განმარტება?! ვინ არის ღირსი, გაუჩერდეთ და დრო დაუთმოთ მისი შეფასების მოსმენას? ვინ იმსახურებს მეტრად მოგეკიდოთ? მგონია, საკმარისი დამოუკიდებლობა გაქვთ საიმისოდ, რომ ამაღლდეთ თქვენთვის უცხო კულტურული სივრციდან მოყენებულ წყენაზე და ეს გააკეთოთ იმგვარად, რომ გული თქვენ არ გეტკინოთ. ხმამაღლა ამის თქმა, რა თქმა უნდა, არ გამოვა, მაგრამ მსგავსი შენიშვნების მოსმენისას (ვიმეორებ, თუკი შემნიშნავს გაუჩერდებით) გამუდმებით აგზავნეთ ნებისმიერი კრიტიკოსი ყველაზე პოპულარულ არაქართულ მისამართზე. თქვენი ბლოგი - ლირიკაა, ინფორმაციული შინაარსი იქ მთავარი არ არის (ხანდახან საერთოდ არ არის), ამდენად მისი კრიტიკა პირადი, ინტიმური ცხოვრების ხელყოფას უახლოვდება. ის, რომ თქვენი განცდები საჯაროდ გამოგაქვთ, არავის ანიჭებს უფლებას, უხეშად შეეხოს მათ. ეს გახსოვდეთ და თავი კი არ იმართლოთ ინსტიტუტებისათვის სიყვარულის ახსნით, არამედ ბლოგშიც და ცხოვრებაშიც დაახვევინეთ. ბოდიშს გიხდით, გამხნევების ინტონაცია კარგად ვერ შევარჩიე, მაგრამ გამხნევებაზე მეტად თქვენი შეგულიანება მსურდა.

Keti said...

ვეთანხმები დავითს.
გუშინ მინდოდა, დამეწერა – რატომ ბოდიშობ–მეთქი და თავი შევიკავე (ჩემი კომენტარის დასაწყისიც ამან გამოიწვია – გულახდილ თქმაზე. ეს შენ გეხებოდა, მაგრამ..
ბოლოს გადავწყვიტე მათთვის მიმემართა (ასევე გულახდილად).

წარმატებები სოფი. მე შენთან იმიტომ შემოვდივარ, რომ ინდივიდის დანახვა მიხარია. ნუ შეიცვლები..
:*

Sophie שרה Golden said...

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ასე არ უნდა დამეწერა, უბრალოდ პატარა მინიშნება იყო, რომ "ყველა" კითხულობს და რაღაც "არალოგიკური" იყო ქალების სურვილებისა და ხუბუას შედარება :D
რაც შეეხება თავის მართლების "პონტს", ძალიან განვიცადე, რომ ჩემივე კოლეგა ნატამ მითხრა, ფრთხილად უნდა წეროო, ლამის თავი მარტოდ ვიგრძენი ჟურნალისტიკაში.

ისევ და ისევ - ბლოგი ჩემია, რომელიც გამოხატავს ჩემს აზრს და რაც მთავარია, გულწრფელობას, რასაც და როგორც განვიცდი, ისე ვწერ :)

დალი said...

მართალია, ბლოგი ერთი ადამიანის მედიაა, თუმცა, მარტოდ ნამდვილად არ უნდა იგრძნო თავი ჟურნალისტიკაში:)))
ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი ერთ რამეში ვრწმუნდები, რომ ბლოგი, მართლაც, სოციალური მედიაა და მიხარია, სოფი, რომ შენი აუდიტორია (მკითხველი თუ მაყურებელი :) )დღითიდღე იზრდება...

Nina's blog said...

Sophie!Shen zalian kargad cer.me tu mkitxav blogi pirikit unda gaapartovo.zalian saintereso adamiani chanxar.didi madloba komentarebistvis:-)

egoistka said...

wow ra saintereso blogia :) davamateb chem blogrolshi. dzalian momecona v-logebi:)

DreaMar said...

სოფ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც,ვინც უკმაყოფილო იქნება შენს პოსტებში გამოთქმული რომელიმე აზრით. მაგრამ, რაც თაზომ თქვა მართალია: მთავარია რომ შენს ბლოგს კითხულობენ და შენი პოსტები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მე ძალიან მომწონს როგორც წერ და ძალიანაც კარგია თათია, რომ კითხულობს შენს ბლოგს. ისე ხუბუასაც რომ წაეკითხა ურიგო არ იქნებოდა, მაშინ ხომ უკეთესად დაინახავდა რეალურად რა პრობლემები აწუხებთ თსუ-ს სტუდენტებს.