გუშინ ჩემს თავს ვკითხე, სოფი, რა გინდა ყველაზე მეტად-მეთქი, რას გააკეთებდი სიამოვნებით?ვერაფრით მოვიფიქრე, what I really really want :(
უკვე ერთი კვირაა, რაც ქალაქის ცენტრისკენ გახედვა არ მინდა, არ მაინტერესებს აქციები. პოლიტიკა იმდენად საზიზღარი რამეა, გგონია, რომ ასეა და აღმოჩნდება, რომ "ისეა", ყველა ერთად არის, არავინ იცის სინამდვილეში სად არიან და რა უნდათ. გულისამრევი სანახაობაა.
ამიტომ არ ვიცი, რას გავაკეთებდი დიდი სიყვარულით.
იქნებ, ჟურნალისტიკა არ არის ის, რაც მე მინდა?
სინამდვილეში, ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მინდოდა. დედაჩემს დავსვამდი და გაზეთებს ვუკითხავდი, ვითომ ახალი ამბების წამყვანი ვიყავი. ის პერიოდიც მქონდა, როცა მედეას განვასახიერებდი, სამზარეულოში ჩავიკეცებოდი ხოლმე და დედას ანტიკურად შევღაღადებდი, მაშინ მსახიობობა მინდოდა :| სულ ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე: ადამიანებთან ურთიერთობა, სიცილი და ლაპარაკი :) იმ დროისთვის ჟურნალისტიკა ეს მეგონა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანებთან საუბარი და სიცილი, რომ თვალი ვერ მოეწყვიტათ :ლოლ: დათო პაიჭაძემ მომწერა იმ დღეს, ნუ გინდა "Всеобщая любимица" იყოო. ჟურნალისტიკაში ეს შეუძლებელია, I know, სად არის შესაძლებელი, თორემ კი. ყველას ვერ ეყვარები, იმიტომ, რომ არც შენ გიყვარს ყველა, Sun ;)
მაინც, ჩემს თავს ვეკითხები, რა გინდა? როგორი გინდა იყო და ახლა როგორი ხარ? ძალიან self centered ადამიანი ვარ, ვიცი, ყოველთვის ჩემში ვეძებ ხოლმე მიზეზს, გამოსავალს და შედეგიც სახეზეა, you know ;)
გასაგებია, სელინჯერობა რომ მსურს, რაზეც დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე მე უნდა ვიყო, ინდივიდუალური ადამიანი, და სხვები, თუნდაც გენიოსები, იყვნენ თავისთვის. ამიტომ აღარ მინდა გენიოსობა, არც მოხალისეობა აფრიკაში შიდსიანი ბავშვების დასახმარებლად (არადა ეს დიდი ხნის მანძილზე მინდოდა). მინდა, მშვიდ ქვეყანაში ვცხოვრობდე, დილით ვდგებოდე და არ ვფიქრობდე იმაზე, რომელ ავტობუსს გავყვე, რომ გადაკეტილ გზაში არ მოვყვე, არ მერიდებოდეს მოდაზე და მარკ ჯეიკობსზე წერა, როდესაც ადამიანებს შიათ, სცივათ, სწყურიათ, ბრმა ხო არა ვარ, რომ ვერ ვხედავდე :| ჰოდა ამ ყველაფრის მერე პასუხი მაინც არ მაქვს, რა მინდა ყველაზე მეტად...
I just wanna be The Catcher In The Rye, I guess.

12 comments:
ეეეე, კარგი რა სოფი, გაიხედე რა მაგარი ამბები ტრიალებს :) სალომეკოს შელოცვებს უყურე? http://www.youtube.com/watch?v=7BDt0Tlks48 მესმის პოლიტიკა არ გაინტერესებს, მაგრამ სადაა აბა პოლიტიკა? ესაა ცირკი :D
შენზე უკეთესადა რავინ იცის რა გინდა :) ამ შემთხვევაში ლოგიკა და პრაგმატიზმი საერთოდ უნდა დაივიწყო და გინდაც ემოციის დონეზე დასჯერდე პასუხს :)
სელინჯერობა რად გინდა? მაგას კობე აბეობა არ ჯობია? ან გინდაც დოჩანაშვილობა/ :ჵ:ჵ
მეც ჟურნალისტობა მინდოდა ლოლ, ძალიან ძალიან დიდი ხანი, ფაქტიურად მთელი შეგნებული ბავშვობა.
მერე მივხვდი, რომ წერის სიყვარული არ ნიშნავდა ჟურნალისტობის სურვილს.
მაგას კი მივხვდი, მაგრამ რა მინდა - მაგის მიხვედრამდე ვერ გავქაჩე. ჯერ კიდევ ღიაა ეგ საკითხი :პ
ადამიანებს ყველაზე მეტად ის გვინდა რაც არ გვაქვს!
მეც ასევე ნაწილობრივ მცდარი წარმოდგენა მქონდა ჟურნალისტიკაზე: ხალხთან ურთიერთობა, ტელეეკრანზე გამოჩენა და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა:D რა გულუბრყვილო წარმოდგენაა :D:D:D
როგორ მესმის შენი მდგომარეობა, არც კი იცი...
ჩემთვისაც ნაცნობია ეს შეგრძნება, რომ მიდიხარ სადღაც, მაგრამ არ ხარ დარწმუნებული სად და საერთოდ, იქით რატომ მიდიხარ...
და იცი რა ხდება ამ დროს? მე დავასკვენი, არასწორ გზას თუ დაადგები, რამე მინიშნებას მოგცემს უფალი, ბედი, განგება, კარმა, რავიცი, რაც გინდა ის დაარქვი...
მთავარია არ "დაიყრუო" თავი ;)
და არც იმისი უნდა გეშინოდეს ან გცხვენოდეს, რომ ზოგიერთისთვის იქნები არასაყვარელი და ზოგადად, უარყოფითი პიროვნება. მართალია, შენზე ცოტა მიჭირს წარმოდგენა, როგორ უნდა აღიზიანებდე ვინმეს, მაგრამ ზოგს რომ კითხო, ჩემზეც ვერ ხვდებიან, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. და ამ შემთხვევისთვისაც მაქვს ერთი შენიშნვნა - არც ერთი ადამიანი არაა ასდოლარიანი, ყველას რომ მოწონდეს... თუნდაცვ ადამიანების განსხვავებულობის გამო... არ არსებობს ფერი, გემო, სურნელი, რომელიც საყოველთაოდ ყველას მოეწონება. ასევე შეუძლებელია, საყოველთაოდ საყვარელი ადამიანი იყო. ეს ქრისტემაც კი ვერ შეძლო, ჩვენ რაღა ვთქვათ...
ამიტომ აირჩიე პრიორიტეტები ცხოვრებაში - ვისი მოწონება გინდა დაიმსახურო? აირჩიე ხალხი ვისთვისაც გინდა რომ იყო კარგი და იყავი... ყველა არცაა ამის ღირსი. და თუ დღეს შენ გინდა წერო მარკ ჯეიქობსზე (ვგიჯდები ამ დიზაინერზე, უამრავი რამ მაქვს მისი შეძენილი <3), წერე! იქნებ, ხალხს ცოტა გადაუტანო ყურადღება იაფი პოლიტიკური ლოზუნგებისგან და გაახსენო, რომ უბრალო სილამაზე არსებობს, თუნდაც მოდაში...
და არც იმისი გეშინოდეს, რომ არ იცი რა გინდა ცხოვრებაში... მე პირადად გისურვებ რომ არც არასდროს იცოდე... ძალიან მძიმეა ჩემი აზრით ასეთმა ახალგაზრდა ადამიანმა უკცვე იცოდეს რა უნდა და სწორხაზოვნად იქითიკენ მიდოდეს... გაუმარჯოს სპონტანურობას და იმ პატარ პატარა რაღაცეებს, რომელბიც ერთიანად ჩვენს დიდ ცხოვრებას ქმნიან!
ჩემი აზრით, რეპორტიორობა და აქტიური ჟურნალიზმი ერთია, უბრალოდ ტელეწამყვანობა – მეორე.
რაც შეეხება რაიმე მსუყეზე წერის მორიდებას, როცა ირგვლივ შიმშილია..
აქ ჟურნალისტი სხვაგვარად უნდა უდგებოდეს საკითხს: ის ასახავს, აფიქსირებს რეალურ ფაქტებს – ორივე პოლუსიდან, რომ მე, ინფოს მიმღები, ვენდობოდე.
არ ვიცი, გააგებად ვთქვი თუ არა. მოკლედ, ჟურნალისტი მიუკერძოებელია – თუ კარგია.
"სელინჯერობა მსურს" – უკვე არასწორია. როცა ეს გინდა, შედეგი ხელოვნური ხდება. სელინჯერებად იბადებიან. დედამ სწორედ თქვა – იყავი ის, ვინც ხარ – ეს არის სელინჯერობაც :)
სოფი, ვფიქრობ, რომ შენ გინდა (და მეც, თან, ძალიან) რომ უბრალოდ დალაგებულ ქვეყანაში იცხოვრო! მერე უფრო ადვილი იქნება საკუთარ თავში მოძიება იმისა, თუ რა გინდა აკეთო, რა გესიამოვნება!
მე მთელკი ცხოვრება სხვადასხა რამ მინდოდა. ექიმობით დაწყებული, მსახიობობით დამთავრებული. რაც ყველაზე ცუდია, ცოტა-ცოტა ყველაფრის ნიჭი მქონდა, ოღონდ ცოტა და არაფერში გამოკვეთილი. საბოლოო ჯამში კი იმას ვაკეთებ, რაც მნეგონა რომ საერთოდ არ მომინდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ზუსტად ეს მინდოდა. ამიტომაც, ჩემი პროფესია მთელი ცემი ცხოვრებაა. სხვა ყველფერი გატაცების დოინეზე დარჩა.
ძალიან საინტერესო ბლოგია :) აუცილებლად შემოვალ ხოლმე კიდევ
freewordsblog, აბსოლუტურად მართალი ხარ :) ზუსტად ეგაა, რაც ყველაზე ძალიან მინდა!!!
The Catcher in the Rye-tu gaxdi sunny damakldeba zalian :**
Me vici rac minda kvelaze ufro :)
mogzauroba minda, bevri bevri adgilis movla da xetiali.
Dzalian minda
Post a Comment