ოდესაში მინდა!უკვე ოთხი წელია, მგონი, რაც ვგეგმავ მოგზაურობას :) ფულსაც ვაგროვებ, რომელიც ხან სწავლის გასაგრძელებლად მინდა, ხან სამოგზაუროდ, თანაც აუცილებლად ოდესაში!.. სულ მგონია, რომ ჩემი ადგილი ცივ ქვეყანაშია, სადაც ჩემს ნებაზე ვიქნები. აქაც ჩემს ნებაზე ვარ, I can tell you that, მაგრამ სხვა რამეს ვგულისხმობ.
ოდესაში მინდა!
ოდესის გარდა, კიდევ ბევრგან მინდა. ოღონდ ღირსშესანიშნავი ადგილების ნახვის გარეშე, უბრალოდ მგზავრობა, ქუჩებში ხეტიალი და ადამიანების დანახვა. რაღაც სოციალური დაავადება მაქვს, რომ ადამიანებთან მიყვარს ყოფნა, მოსმენა და მერე წერა. ერთი ამერიკელი მწერალია ასეთი, ლუიზა ელკოტი, ჰოდა მისი წიგნის გმირი, ჯო მარჩი ამბობს, სადმე მინდა წასვლა და ჩემი სიუჟეტების პოვნაო. სადღაც ასე ვგრძნობ. ერთხელ ჩემმა ფრანგმა ნაცნობმა მითხრა, ზოგჯერ მოგზაურობა არ არის საჭირო, მთავარია ფანტაზია და თვალსაწიერი გქონდესო. მე არ მჯერა ამის. თანაც თვითონ იმ დროს ჩემი ნაცნობი 29 წლის ლექტორი იყო და მსოფლიო მოვლილი ჰქონდა. ასეთი ფართო თვალსაწიერი, შეიძლება, ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, მაგრამ მე მოგზაურობა და ადამიანების გაცნობა მინდა, ადგილების ნახვა, მგზავრობა და ამ მგზავრობის დროს ფიქრი, რადგან სხვა დროს ყოველთვის რაღაც/ვიღაც მიშლის ხელს.
გარდა ნაცნობის "შეგონებისა", სამოგზაუროდ ბევრი ფულია საჭირო, დავეშვათ მიწაზე, hello there! ამიტომ მინდა ოდესაში დასაწყისისთვის ;) თორემ თვალსაწიერი და ფანტაზია ფართო მაქვს ;)
P.S. ტოპ.ჯის მთვლელი დავაყენე ბლოგზე, როგორც იქნა. იქნებ გამომადგეს.



15 comments:
:) როგორ მესმის შენი :) მასე ვიყავი მე რომზე.
ჩემი აზრით მოგზაურობა მართლაც რომ ყველაზე საინტერესო რამაა რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. როგორც ვამბობ ხოლმე, ფულის და დროის საუკეთესო დაბანდება.
პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება ადვილად იმოგზაურო. ერთი ამხანაგი მყავს ინგლისურის მასწავლებელია და დადის და მოგზაურობს(3-6 თვე ერთ ქვეყანაშიო როგორც თვითონ თქვა) თან ინგლისურს ასწავლის სხვადასხვა სკოლებში :)
მეც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ასე, თან ვიმუშავებდი... წინ არის ჯერ ყველაფერი ;)
მოგზაურობას არაფერი ჯობია მართლაც, ფული ამაზე უკეთესად როგორ უნდა დახარჯოს ადამიანმა. Fabulous!
Sophie Golden -შენი პროფესიდან გამომდინარე ნამდვილად შესაძლებელია :)
სოფი, დამავიწყდა მიწერა :)
რჩევასავით, მგონი უფრო კარგი იქნებოდა მთვლელს თუ ფავორიტების ქვევით ჩაიტანდი :) უფრო ლამაზად დაჯდებოდა ბლოგზე :)
აბა სცადე და თუ მოგეწონება :)
Katten, დიდი მადლობა რჩევისთვის, მართლა ასე ჯობია!
თვალსაწიერი – მოგზაურობა, ეს დაახლოებით ანეგდოტის მსგავსია, აი ის – ჯერ ცურვა ისწავლეთ და წყალს მერე ჩაგისხავთ. :) ბალზაკის "შაგრენის ტყავი" გამახსენდა. მაგიური თვისებების მქონე ტყავის გამყიდველი ეუბნებოდა რაფაელს(მგონი ეგრე ერქვა) – მე შემიძლია წარმოსახვით ვიმოგზაურო ნებისმიერ ადგილას. საჭირო თვისებაა. საკმარისია ჩემოდანზე დაჯდე და იხეტიალო ქვაფენილით მოკირწყლულ ვიწრო ქუჩებში. :)
მე მაქვს ოცნება – ესპანეთში წავიდე არა ერთი კვირით ან ცოტა მეტით, არამედ იმდენი ხნით, რამდენიც მისი ყველა რეგიონის მანქანით შემოვლას დასჭირდება.. და ვრჩებოდე მოწონებულ ადგილებში თითო კვირით მაინც, კარგად რომ დავათვალიერო და გავიცნო..
აი, რამდენად შესაძლებელია ასრულება, არ ვიცი :) უფრო, ოცნებად დასარჩენი ოცნებების სერიიდანაა :)
მეც მიყვარს ადამიანების მოსმენა. წერით კი არ ვწერ (თუ ბლგოს არ ჩავთვლით, რათმქა უნდა), მაგრამ დასკვნების გაკეთებაში მეხმარება. ყოველთვის ძალიან ცოტას ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სხვებს ვუსმენ და ვცდილობ მათი პიროვნება ამოვიცნო, მათ სულს ჩავწვდე. ამიტომაცაა, ბევრს უკვირს, რომ მათ იმაზე უკეთ ვიცნობ, ვიდრე თავად ჰგონიათ.
ტოკიოში მინდა!
მაგრამ უახლოეს მომავალში შეუძლებელი მგონია და არაფერს ვაკეთებ მის განსახორციელებლად. თუნდაც ფულის შეგროვება ავიღოთ.
როგორც ჩანს, შენ ჩემზე რეალურად აზროვნებ
top.ge - საიტს კატეგორია შეუცვალე და გადაიტანე "პერსონალ პაგეს"-ში, ბლოგერები "იქ ვართ" :დ
მოგზაურობას რაც შეეხება... ერთი ნაცნობი მყავს, რომელმაც ერთ დღეს მოიკიდა ზურგზე ჩანთა, ცოტა ფული და ფეხით წავიდა სამოგზაუროდ ევროპაში [ავტოსტოპით ანუ]. ზუსტად რომელ ქვეყნებში იყო არ ვიცი ოღონდ. მაგრამ მაგარი გამოცდილება კი აკრიფა.
I wish I had the courage.
Odessa martlac kargia, orjer var namkofi, magram ra shuashia "chemi adgili civ kvekanashia", odessa namdvilad ar aris civi :-) pirikit... Gisurveb rom sheni mand casvlis survili aucileblad male axdes :-)
Thanks, Dodie, ხო შემეშალა და არასწორად ჩავწერე, ახლა შევცვალე და იმედია, მალე გამოჩნდება :) I think I'll get that courage as soon as I graduate ;))
დადუნა, ცივი ქვეყანა ეგ "სხვა" იყო ;)
ეგ ახლა მინდა ოდესაში, თორემ საერთოდ...
iseve rogorc me minda New York-shi:) mezareba Log-in da darcmunebuli var mixvdebi vinc var:)mikvarxar sopii:)
Love u too, ANKA!!!
წავალთ ჩვენ ;) მე ოდესაში, შენ - ნიუ იორკში და გავიხსენებთ მერე ამ ბლოგს :ლოლ:
CATO-ს ესსეების კონკურსში მონაწილეობდი?მეც მინდოდა წასვლა:)
Post a Comment