"სიზმარა" გემახსოვრებათ. ჩემი ბავშვობის მულტფილმი იყო. 4-5 წლის ვიყავი, როცა პირველად (მეორედ, მეგ რაიანი "როცა ჰარი შეხვდა სალის"-ში) იქ მოვისმინე შეყვარებული ქალის ვნებიანი მონოლოგი და ასევე ამ მულტფილმმა დამაინტერესა, როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები. "ესეც გოგო, ესეც ბიჭი" და все? მაშინვე ვკითხე დედაჩემს, როგორ გავჩნდი-მეთქი, საიდან მოვედი, ეგ უკვე ვიცოდი ;) დედაჩემმა ამიხსნა, რომ ქალის და კაცის ერთად დაწოლით ჩნდებიან ბავშვები და არა - სიტყვით. იმ ასაკში "ერთად დაწოლა" საკმარისი იყო ჩემთვის, თუმცა მერე ამანაც დამაფიქრა, რადგან იმ დროისთვის ჩემი მშობლები უკვე ხელსაც აღარ ართმევდნენ ერთმანეთს.
ჰოდა, რამ გამახსენა ეს ამბავი. იმ დღეს ნათესავთან ვიყავი, 3-4 წლის ბავშვი ჰყავთ. "ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს" წიგნს ვათვალიერებდით. ჰოპ, წეროს სურათი დაინახა ბავშვმა და მეუბნება: ნახე, ეს წეროა, ამან მომიყვანა, კართან დამტოვა, მერე მამიკომ მნახა და სახლში შემომიყვანაო. მეთქი, ეგ ვინ გითხრა? დედიკომო. გავბრაზდი, hell, სულელია ეგ ქალი? მაგრამ მაშინვე გამახსენდა ერთი ჭკვიანი კაცის სიტყვები: ნურასოდეს დაამცირებთ დედას შვილთან და ქმარს ცოლთანო! გავჩუმდი, იმიტომ, რომ აშკარად მე არავინ მეკითხებოდა ბავშვისთვის რეპროდუქციული განათლების მიცემას. ამ შემთხვევაში მხოლოდ მშობლების საქმეა, როგორც გაზარდონ თავიანთი შვილები.
ბავშვთა ფსიქოლოგიაში ძნელია გარკვევა, მაგრამ ბავშვებთან აუცილებლად გულწრფელი უნდა იყო, არ მოატყუო: წერომ მოგიყვანა, კომბოსტოში გიპოვეთ... ჯობია იცოდეს, რომ დედის და მამის ერთობლივი ნამუშევარია, უხეშად რომ ვთქვა. ბევრად ახლოს იქნება მშობლებთან და მეტადაც ეყვარება ისინი. ერთხელ, დედაჩემს ჩემი კლასელის დედამ უთხრა, სოფიმ უკვე ძალიან ბევრი იცისო. რადგანაც დაწყებით კლასში უკვე ვიცოდი, ბავშვები რომ დედის მუცლიდან ჩნდებოდნენ და არა კოსმოსიდან. ახლა, როცა ნათესავის ბავშვს მოვუსმინე, რაღაცნაირად გავხდი. გაიზრდება ეს ბავშვი და მერე თავის შვილებსაც ასე აუხსნის, როგორ დატოვა წერომ კართან და მამამ სახლში შემოიყვანა. Bullshit, man! კარგია ეს, თუ ცუდი, ზოგადი თეორია - არ მადარდებს, უბრალოდ არ მომწონს, შეიძლება იმიტომ, რომ მე თვითონ სხვანაირად გავიზარდე და სულაც მე ვისწავლე ზედმეტად მალე ყველაფერი.
Still, don't kid your kids!

14 comments:
მეც მინდება ხოლმე ასეთი მშობლებისთვის ორი სიტყვის თქმა...
საკმაოდ პატარას, დედამ მითხრა, რომ მისი მუცლიდან გავჩნდი. ასევე, მამა და კიდევ, ჩვენი კარის მეზობლებიც ხშირად მეუბნებოდნენ – "შენ იცი, ამ მუცელში იჯექი და აქედან გვიბრახუნებდი, როცა გელაპარაკებოდით" :)
საოცარი რამეები გამახსენე, სოფი!! :)
მუცელი ძალიან კომფორტული რამ მეგონა, სათამაშოებით სავსე :დ
ასე თუ ისე, რაც მთავარია, წერო და კომბოსტო არასდროს უხსენებიათ!
ალბათ, ძალიან საწყლად ვიგრძნობდი თავს, ვინმეს ეს რომ ეთქვა.
ან რისი ერიდებათ?
განა ძნელია საჭირო სიტყვების მოძებნა?!
კარგი თემა იყო..
გეთანხმები რომ ბავშმა სიმართლე უნდა იცოდეს. და როცა მსგავსი კითვა უჩნდებათ ჯობია იმ ასაკისათვის შესაფერისი სიტყვებით აუხსნა. (სინამდვილეში როგორ ჩნდებიან ბავშვები რომ აუხსნა მაინც ვერ მიხვდება ამიტომ აზრი არ აქვს) სიმართლეს მაინც გებულობენ, ეზოში თუ დაწყებით კლასებში, ამიტომ ჯობია მომზადებული იყოს და მეგობრებს არ დაუწყოს მტკიცება მე კომბოსტოდან გავჩდიო.
მშობლები რომ არ ეუბნევიან ეგ ძირითადად მათი გაუნათლებლობის ბრალია. საერთოდ მშობელი რომ ხდები, სასაურველია პატარა კურსი გაიარო ადამიანმა ბავშვთა ფსიქოლოგიაში ან ელემენტარული სერიოზული წიგნი წაიკითხო ბავშვის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით. :)
არ მახსოვს დედაჩემი რას პასუხობდა მაგ შეკითვაზე, მთავარია რომ მაგ ამბების შესახებ გავიგე ეზოში, მეოთხე კლასში ვიყავი მაშინ.
მდაჰ
მაგაზე ბევრს ვფიქრობ მეც ))
მეც დედაჩემმა თავიდანვე მითხრა, რომ მისი მუცლიდან გავჩნდი და რომ მანამდე 9 თვე მის მუცელში ვიზრდებოდი. მიდგომა ჰქონდა ასეთი, არ გვატყუებდა
კითხვა, მუცელში საიდან მოვხვდი საკმაოდ გვიან გამიჩნდა, ხეზ რატომ ))
არა, არც ჩემთვის უთქვამთ, კომბოსტოში გიპოვეთო. ნუ, დეტალურადრა და როგორ, ეგ მეც ეზოში გავიგე სხვა ბავშვებისაგან.
უბრალოდ, საქართველოში ბავშვის თანასწორად აღთქმის პრინციპი ჯერ არ არის ფეხმოკიდებული და ბევრისთვის გაუგებარია.
წეროს და კომბოსტოს გარდა, სხვა, ნაკლებად გავრცელებული ვარიანტიც არსებობს – თიხისგან გამოძერწვა. :) ვფიქრობ ჯობია რომ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრათ სიმართლე.
აუ, ახლა გამახსენდა, 4 წლის ვიყავი დედაჩემი რომ ჩემ ძმაზე იყო ფეხმძIმედ და მინდა არ მინდა, გავიგე ყველაფერი იმის შესახებ, თუ საიდან ჩნდებოდნენ ბავშვები...
და მახსოვს, ორი საათის განმავლობაში, გაუჩერებლივ ვტიროდი იმაზე დარდით, რომ დიდი გავიზრდებოდი, ბავშვი გამიჩნდებოდა მეც მუცელში და რომ გამოვიდოდა, მეტკინებოდა
:P
ისე, ყველანაირად გეთანხმები, სოფი,
ოდესმე თუ მეყოლა შვილი, ნამდვილად არ ვაპირებ "ვაჭამო" ასეთი სისულელეები.
სოფ, ახლა წარმოვიდგინე შენ როგორი შვილები გეყოლება :ლოლ: პატარა რიჟა პარაზიტები: საიდან მოვედით? საით მივდივართ, რისთვის მოვედით? სადაა ჭეშმარიტება, დედა?.. :P
სხვათა შორის, წლების წინ (ამ საუკუნის დასაწყისშჲ) თამრიკო ლებანიძემ (გამომცემლობა "დიოგენე") დასტამბა წიგნი "მხიარული საუბრები სექსის, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ" - მგონი, ასე ერქვა. წიგნი განკუთვნილი იყო პატარებისათვის და ძალიან ტაქტიანად, მაგრამ ყოველგვარი ენის მოჩლექისა და მეტაფორული ევფემიზმების გარეშე განმარტავდა, ვთქვათ ასე, "ბავშვების წარმოშობის მექანიზმს", აგრეთვე კოიტუსსაც - შთამომავლობის ინტერესის გარეშე. წიგნს სახალისო საბავშვო ნახატები ამკობდა. რა თქმა უნდა, აღიძრნენ ფუნდამენტალისტები და ფარისევლები და კრულვითა და ლანძღვით მშვენიერი რეკლამა გაუწიეს ამ წიგნს. მაშინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ასე არ ელვარებდა, არც ეკლესიას უაქტიურია. ერთი აწ განსვენებული პროფესორი წარმართავდა კამპანიას. თამრიკომ გამოსცა მეორე წიგნიც - არც მისი სახელი მახსოვს - თარგმანი ინგლისურიდან: განკუთვნილი იყო უმცროსი და შუა ასაკის ტინეიჯერებისათვის. აქ უკვე ძალიან რეალისტურ დესკრიფციებს წაიკითხავთ როგორ კონკრეტულ ქმედებათა, ისე განცდების აღსაწერად. წიგნი დოკუმენტირებულია: დიდწილად ტინეიჯერების მონაყოლებს ეფუძნება. ყოველივე ამით მინდა ვთქვა, რომ ჩვენში ბავშვების სექსუალური განათლებისათვის "ელემენტარული ბაზა" არსებობს, მაგრამ, ჩანს, ან არ იციან, ან უყრუებენ და ყოვლად განზრახ კომბოსტოებს შეჩერებიან.
მე ბავშვობიდანვე დედაჩემისგან ვიცოდი რომ მუცლიდან გავჩნდი და ვფიქრობ რომ ბავსშვის მოტყუება არ არის საჭირო. თუ ატყუებ მსუბუქ ფორმებში :):D
ისე ძაან მაგრად წერ და მაგრად მიყვარხარ.
შენ ჩემი ჭკვიანი ბავშვი ხარ, დავიდ, თან შენ ისეთი დედიკო გყავდა, ბევრი რომ ინატრებს.
დიდი მადლობა, მეც ძალიან მიყვარხარ!!! უზომოდ გამიხარდა შენი კომენტარი.
"მხიარული საუბრები სექსის, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის შესახებ" არასოდეს წამიკითხავს, თუმცა რატომღაც ყოველთვის ვიცოდი საიდან მოვედი:-)
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ყოველთვის მაბრაზებდა - შენ ნაგავში გიპოვე და სოფიკო (ჩემი და) ბაზარში ვიყიდეო..
ისიც მახსოვს, სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემს მშობლებს პირდაპირ ვუთხარი "ნუ მატყუებთ, ვიცი, ოთახში რომ მარტო შედიხართ ხოლმე, მასე გავჩნდი მეთქი". და ისიც მახსოვს ამ სიტყვებზე როგორ გამასილაქა მამაჩემმა..
მშობლებს თუ მშობელთა ნაწილს რატომღაც არ უნდათ, რომ ბავშვებმა სიმართლე იცოდნენ.. მათი აზრით ეს "ნადრევი გარყვნილებაა", მგონი, მათი ნება რომ იყოს, არც არასოდეს გააგებინებდნენ ამას შვილებს":-)
კარგი თემაა.
ჩემი მშობლებიც არ მატყუებდნენ. მითხრეს, რომ მუცლიდან გავჩნდი.
როცა სიმართლე გავიგე, მე თვითონ ვუთხარი - უკვე ვიცი ყველაფერი-მეთქი. გაიცინეს და ვითომ გაბრაზდნენ "ესე მალე რატომ გავიგე". :D
მეც ვიცოდი მუცლიდან რომ გავჩნდი :ჯუმპ:
ამ თემაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, ჩემი მშობლებიც არასდროს მატყუებდნენ, თავიდანვე ვიცოდი საიდან გავჩნდი და როგორ მოვედი, რომ თოვლის ბაბუა არა არსებობდა და სინამდვილეში საჩუქრებს ისინი მიტოვებდნენ ნაძვის ხის ქვეშ :)
მაგრამ...
ახლა თუ მკითხავ ჩემი აზრით შეიძლება ცდებოდნენ კიდეც, მე ძალიან მალე გავერკვიე ყველაფერში, შეიძლება ითქვას არც მქონია ბავშჳობა, ყოველთვის დიდივით ვსაუბრობდი და ვფიქრობდი. ახლა მინდა, მჯეროდეს რომ კომბოსტოდან მოვედი, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და.ა.შ
ზედმეტად პრაქტიკული აზროვნება ჩამომიყალიბდა. ყველაფერს რეალურად ვუყურებდი და არც ზღაპრების მჯეროდა.
ჩემი აზრით ბავშვს ისე კი არ უნდა მოექცე როგორც დიდს, არამედ შენ უნდა გახდე მისი ასაკის
პ.ს საშინლად მომწონს შენი ბლოგი :)
Post a Comment