'Whoever is hungry - let him come and eat. Whoever is needy - let him come and take part in Passover...'
წინა პოსტის მერე იმდენი ვიფიქრე, ვერ წარმოიდგენთ.
ის იყო ყველაზე ეგოისტური ვიდეოპოსტი და ახლა თავს ცუდად ვგრძნობ ამის გამო. იმიტომ, რომ ყველას გული დაწყდა, გარდა იმ ადამიანებისა, ვიზეც ვიყავი ნაწყენი და გულნატკენი. ცხოვრება ძნელია, უხ, ტი შტო, ახალი რაღაც აღმოვაჩინე! Silly.
რა ვიცოდი, რომ საოცარი დღესასწაული მელოდა წინ.
როგორც ვიდეოპოსტში აღვნიშნე, სამი დღით მართლა "განვშორდი" ამაოებას. Passover/პესახი/პასექის დღესასწაული ზუსტად გასული ოთხშაბათის საღამოდან იწყებოდა და მე, თბილისის ერთერთ მთავარ რაბინ ავიმელეხ როზენბლატთან ვიყავი მიწვეული. ძალიან სასიამოვნოა, როცა გაქვს ასეთი პატივი, მთელი სამი დღე გაატარო მშვიდად, ტელევიზორ-კომპიუტერ-მობილურის გარეშე, მაგრამ ამავე დროს რთულია. ყოველ შემთხვევაში, არცთუ ისე ადვილია, ჩვეულებრივი ჟურნალისტი გოგო ადგე და წახვიდე სამი დღით ასეთ პირობებში. დიდხანს ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა, არ ვიცოდი, რამდენად მზად ვიყავი ეს დღეები რელიგიურად მეცხოვრა. ამას დაემატა ის იმედგაცრუებები და სამყაროზე გაბრაზებები, რაც წინა პოსტში იხილეთ თქვენი თვალით, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს იყო challenge, დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მაქვს ძალა ვაჯობო რაღაც "ამაო" დარდებს და წავიდე იმ ადამიანებთან, რომლებთან ყოფნაც საოცრად ზრდის, უკეთესს ხდის ადამიანს (მეც ვიმედოვნებ, რომ რაბი ავიმელეხის, მისი მეუღლის, იულიას, მეორე საყვარელი რაბი აარონ მდინარაძისა და მისი ულამაზესი მეუღლის გვერდით ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, დავინახე და ახლა სულ ოდნავ უკეთესი ადამიანი მაინც გავხდი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მექნება წინაპოსტისნაირი სიტუაცია და მასთან გამკლავება უნდა შევძლო, როგორც ახლა შევძელი, baruch Hashem).
ვიმედოვნებ, გაინტერესებთ, საერთოდ რაში მდგომარეობს პასექი.
ეს არის იმ დიდი დღის აღსანიშნავი დღესასწაული, როდესაც მოსემ ებრაელები მონობიდან გაათავისუფლა. ისტორიის წაკითხვა თავადაც შეგიძლიათ, ამიტომ იმას გიამბობთ, რაც ვიკიპედიაში ნაკლებად წერია :)
არ მახსოვს, რომელ კურსზე ვიყავი, მაგრამ ლექტორმა გვკითხა, ვის რა სტერეოტიპები გვქონდა სხვა ერების მიმართ. ძალიან ბევრმა ბავშვმა თქვა, რომ ებრაელი მათთვის ფულთან ასოცირდება, ჭკუასთან და აინშტაინთან :) იყო კიდევ რაღაც ვერსიები. მე, პირველი რაც მომივიდა თავში და სხვებს - არა, რადგან ისინი ებრაელებს, მგონი, არც კი იცნობდნენ, იყო - სიყვარული ერთმანეთის მიმართ. სწორედ ესაა ჩემთვის ყველა ებრაული დღესასწაული, როგორ უყვარს ღმერთს ებრაელები, მათ კიდევ ერთმანეთი უყვართ, რადგან ადამიანები, საბოლოოდ, ღმერთის სახის მიხედვით არიან შექმნილები, თუ არ გეყვარება ადამიანები, ვერასოდეს შეიყვარებ ღმერთს. ჰოდა, მთელი პასექის განმავლობაში უბედნიერესი ვიყავი და ღიმილი არ მომშორებია იმის გამო, რომ მიყვარს ეს ადამიანები და მათგანაც იმავეს ვგრძნობ.
გავიცანი უამრავი ადამიანი.
ყველა უცხოეთიდან ჩამოსული ებრაელი, ვისაც სედერზე (საპასექო სუფრა) უნდოდა ყოფნა და შემოგვიერთდა, იმდენად ღია და თბილი იყო, გავოცდი. მეორე დღეს, ხუთშაბათის სედერზე, ორი ბრუკლინელი მასწავლებელი მოვიდა, მე მომისხდნენ გვერდით. მთელი საღამო საუბარში გავატარეთ. ისეთი სასიამოვნო ადამიანები იყვნენ, თქვი შენ მენტალიტეტი და სიშორე, ხუმრობები მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის და რაც ყველაზე მთავარი იყო, ჩანდა ის სიყვარული, რაც ებრაელებს აქვთ ერთმანეთისადმი, მსოფლიოს რომელი კუთხიდანაც უნდა იყვნენ. ყველაზე საინტერესო ის იყო, ერთმა მათგანმა, დებიმ, მითხრა, რომ თვითონაც აქვს ბლოგი, რომელიც თავისმა შვილმა გაუკეთა და ძალიან მოსწონს, თავისი მოგზაურობის ამბებს რომ პოსტავს. დები სადღაც 60 წლამდე იყო, მეორე მასწავლებელი ქალი, რობინი, ალბათ 45-50-ის, მაგრამ დღეს საქართველოში ჩემი ასაკის ადამიანებთან არ მისაუბრია ისე "გემრიელად" ბლოგებზე, როგორც მათთან.
სამმა დღემ ისე გაიარა, სახლში რომ დავბრუნდი, თავი სიზმარში მეგონა. კომპიუტერი რომ ჩავრთე და საიტებზე შევედი, თავი "რაღაცნაირად" ვიგრძენი, ოღონდ ზუსტად ვერ გეტყვით, რანაირად. დინა მომენატრა ძალიან მხოლოდ და სულ მინდოდა, ისიც ჩემთან ერთად ყოფილიყო ამ დღეებში.
ახლა ვზივარ და მენატრება გასული სამი დღე.
აუცილებელი პოსტ სკრიპტუმი:
მინდა, ყველას ასეთი ბედნიერი პასექი ჰქონდეს!
ასევე მინდა, ჩემს მეგობრებს ბედნიერი აღდგომა ჰქონდეთ მომავალი კვირიდან, ერთმანეთი უყვარდეთ და მოთმინება ისწავლონ. სიყვარულის გარეშე შორს მართლა ვერ წავალთ. რაბი ავიმელეხმა მკითხა, შენ როგორი ადამიანი ხარ, ყველაფერში კარგს ხედავო??? ჰოდა, დავფიქრდი, როგორი ვარ. თურმე ჯერ კიდევ არ ვიცნობ საკუთარ თავს.
სანამ საკუთარ თავს უკეთესად არ გაიცნობ, არ შეიყვარებ, რაღაცებს არ დააძალებ და ხანდახან ცოტას არ შემოულაწუნებ, ცხოვრება ძნელი და ისეთივე უფერული იქნება, როგორიც ჩემი წინა ვიდეოპოსტი იყო.
"It is because God acted for my sake when I left Egypt."

14 comments:
სიყვარული და მოთმინება მართლა რომ გვაკლია :(
შენმა პოსტმა გამამხნევა : ) ახლა ძალიან ცუდად ვარ, დაჟე იმდენად, რომ ბლოგზე ვერ ვწერ ამას, ხოდა შენმა ბოლო აბზაცმა შემომილაწუნა : ) საბედნიეროდ, ახლა ჩამოვიდა მალხაზი ზუსტად და ცოტა მხნედ ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ ვიცი, გამონახავს სიტყვებს იმისათვის, რომ დამამშვიდოს :)
გილოცავ პასექს:)
დაფიქრება და გამხნევება კი ყველას გვჭირდება, საკუთარი ცხოვრებისა და ცხოვრებისადმი მიდგომის შეფასებაც...
კარგია, კმაყოფილი რომ ხარ.
მცივა ძალიან და გავთბი აქ :) ეს ბლოგი მათბობს ხოლმე
ძალაინ კარგი პოსტი იყო, თბილი და ძალიან პოზიტიური. ადამიანებისსიყვარული მართლაც ერთადერთი ძალაა, რომელიც სწორად ცხოვრებას შეგვაძლებინებს. თავად ღმერთი არს სიყვარული.
ვიყავი აქ და მეც გამიჩნდა სურვილი, საკუთარი თავი მოვიძიო, განსაკუთრებით, დამდეგი კვირის წინ
სანამ საკუთარ თავს უკეთესად არ გაიცნობ, არ შეიყვარებ, რაღაცებს არ დააძალებ და ხანდახან ცოტას არ შემოულაწუნებ,
აი ხანდახან შემოლაწუნება ძალიან საჭიროა :ს
გილოცავ! :)
სოფ,ხომ იცი მამაჩემს როგორ უყვარს ებრაელი ერი : )) ხოდა ვიცოდი, რომ გაუხარდებოდა შენი პოსტის წაკითხვა და ახლა წავაკითხე..აი თვალებგაბრწყინებული კითხულობდა : )) ბოლოს კიდევ მთხოვა აი ეს სურათი მეჩვენებინა http://s48.radikal.ru/i119/0904/a8/19c05b1338fc.jpg
დიდი მადლობა ყველას და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება, თუ მართლა შევძელი თქვენი გათბობა :) მზიან და სიყვარულიან დღეებს გისურვებთ ყველას!!!
თინი, დიდი მადლობა მამაშენს :)
ძაან საკაიფო პოსტი იყო :)
გილოცავ პასექს და გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს :)
განცხადება რუბრიკაში პაემანი
"ბ.შ.მ. გავიცნობ საკუთარ თავს. სასურველია იყოს ისეთი როგორიც არის. არასერიოზულები ნუ გამომეხმაურებით."
mec vifqre sad davkarge Cemi fiqrebis amSeleli megobari metqi :)
გადასარევი პოსტია, სოფი!
გილოცავ პასექს!
ძალიან მომხიბლა პოზიტივმა და ამდენმა საინტერსო ამბავმა.
დღეს დავბრუნდი პრაღიდან და გაოცებული ვარ Josefov-ით, ანუ ძველი ებრაული უბნით და მასში მდებარე ებრაული მუზეუმით, რომელიც რამოდენიმე ძველი სინაგოგისგან და სასაფლაოსგან შედგება. ძალიან დიდი მადლობა ასევე ამდენი საინტერესო ამბის მოწოდებისთვის პასექის შესახებ. მუზეუმებში ყოფნისას უამრავი რამ გავიგე ებრაულ ყოფა-ცხოვრებაზე და უახლოეს მომავალში ჩემს შთაბეჭდილებებს დავწერ ჩემს ბლოგზე.
წარმეტებები და ბევრი ბევრი ასეთი განწყობა!
Cinnamon girl, welcome back home!
რა საინტერესოა, როგორც ვიცი, პრაღაში ერთერთი უძველესი სინაგოგაა!
ველოდები შენს შთაბეჭდილებებს პრაღაზე.
დიდი მადლობა, მიხარია, რომ ჩემმა პოსტმა ყველა პოზიტიურ განწყობაზე დააყენა ამ პერიოდში განსაკუთრებით :)
Post a Comment