დღეს საოცარი ენერგიით ვიყავი სავსე, დილიდან რომ წამოვხტი, არ გავჩერებულვარ, სახლი დავალაგე (რაც ყველაზე მეტად მეზარება), ჭურჭელი დავრეცხე, სარეცხის მანქანა ჩავრთე და ჯემპრები შევყარე. დედაჩემი მომკლავს, ვიცი, მაგრამ დაბალ გრადუსზე მქონდა და მგონი, გადავრჩი მეც და ჯემპრებიც. მერე სუპერ-მარკეტში გადავწყვიტე წასვლა. არ მითქვამს, როგორ მიყვარს პროდუქტების ყიდვა :) მომწონს იატაკის ფილები რომ პრიალებს, სულ ცეკვა მინდება. სახლში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ "გრეჩიხაც" მიყიდია. არადა, არ მჭირდებოდა. ჰოდა ამ "გრეჩიხამ" ფრიად ჩამაფიქრა.
2003 წლის ნოემბერი გამახსენდა, იმ დროს საქართველოში არ ვიყავი და სი-ენ-ენის ყურებაში ვათენებდი. მაშინ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ დიდი გამოცნობა არ სჭირდება, ვის მივცემდი ხმას, აქ რომ ვყოფილიყავი. არჩევნებზე არასოდეს ვყოფილვარ, სიმართლე გითხრათ, შარშან უნი-ში იყო, თვითმმართველობის, და იქაც არ წავედი, არადა მაიკო წიკლაურიც იყრიდა კენჭს თურმე. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, ხომ იყო არჩევნები შარშან და აირჩია ხალხმა მიშა, გაყალბებები იყო, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი ზუსტად, რომ მოსახლეობის 51%-მა მაინც მისცა ხმა. რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 49%-ს არ აქვს უფლება, მოითხოვოს პრეზიდენტის გადაყენება, მხოლოდ იმიტომ, რომ შავკურტკიანი ბიჭები მოენატრათ. ვიცი, პოლიტიკა ბინძურია, ჩახლართული და იმის ნახევარიც არ ჩანს, რაც არის, ჩემი "გრეჩიხასავითაა" ;) გგონია, გჭირდება და ამ დროს აღმოაჩენ, რომ ტყუილად გიყიდია, როცა სახლში წიწიბურით სავსე ქვაბი გიდგას. ამ მეტაფორებიანი პოსტით იმის თქმა მინდა, რომ გადატრიალება მარტო ფილმებსა და წიგნებშია ლამაზი, წითლად შეფერილი და მომხიბვლელი სამხრეთამერიკელი იდეალისტებით სავსე.
იქაც საკმარისია!

11 comments:
აუ, როგორ არ მინდა ეგ 9 ნოემბერი და მსგავსი სისულელეები რომ იყოს
ყველაზე მაგარი წინა არჩევნებში ის იყო, რომ გაჩეჩილაძემ რეგიონები (სოფლელები) დაიკიდა ვაკელმა ბიჭმა და ზუსტად მაგ "სოფლელებმა" მოაგებინეს მიშას
თვითონ მიშა კიდევ მე თავიდანვე არ მომწონდა, მარა ეს შავკურტკიანი მარაზმატიკი გაუნათლებელი ჱლეები მართლა ზედმეტია
ყველაზე პრიკოლი კიდევ ის არის, რომ ვინც 2003-ში მიშა-ს იძახდა ზუსტად ის ხალხი იძახის ახლა "მიშა წადი"-ს
ომგ სად ვცხოვრობთ )))
hahaaa, გრეჩიხა ამდენს თუ ჩააფიქრებდა კაცს.
არჩევნებზე არასდროს არ ვყოფილვარ, არანაირზე. აქამდე სურვილიც არ გამჩნია, მაგრამ დღეს რომ იყოს არჩევნები აუცილებლად წავიდოდი.
გადატრიალების მცდელობას ანუ მასბრივ სოციალურ დაუმორჩილებას ვამართლებ გარკვეულ შემთვევებში, დიქტატურის დროს მაგალითად. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სრულიად სხვა სიტუაციაა და მიზანიც სხვა რამეა.
ხოდა ამიტომ არ ვამართლებ არანაირად!
როგორ მესმის შენი სოფი...
დღეს მოულოდნელად უსაყვარლესმა დაქალმა დამირეკა თბილისიდან და 5 წუთიანი მოსალმების შემდეგ მაინც ის ვკითხე, თბილისში რა ხდება-მეთქი, გეშინიათ 9 აპრილის-მეთქი?
არ მინდა, არ მინდა, არა...
მინდა რომ საქართველოს ერთი პრეზიდენტი მაინც თავისი წესით, მანდატით როგორც შეეფერება, ისე წავიდეს თავისი პოსტიდან...
ნუთუ ეს მაინც არ დაიმსახურა ჩვენმა ნატანჯმა ერმა...
P.S. პროდუქტების ყიდვა ძალიან მიყვარს მეც,
ვგიჟდები,
შაბათი დღე განსაკუთრებით მიყვარს ამიტომაც, კვირის სანოვაგეს რომ შევიძენ ხოლმე და სუპერმარკეტში შესვლისას კი ამ ბოლო დროს სულ Travis-ის Closer-ს ვუსმენ <3
Katten, "გრეჩიხაც" არის და გრეჩიხაც, ხომ იცი ;)
იასამანჩიკ, გეთანხმები.
მე ბოლომდე ვიტყვი, რომ უნდა დავაცადოთ მიშკას, გაუვიდეს ვადა და მერე ავირჩიოთ ახალი, ასე, ვისაც როდის მოეხუშტურება, რომ გადააყენოს პრეზიდენტი, სადაა! HELLO!!!
საქართველოში ყველაფერი გადაჭარბებულად გვესმის. მათ შორის დემოკრატიაც. ანუ, აქ ბევრისთვის დემოკრატიაა, ისაა, რომ რამდენჯერაც თავში წამოუვლის, პრეზიდენტი უნდა გადააყენოს,
კარგი იყო – ქვაბიდან პოლიტიკამდე :)
ეგეც ერთ დიდ ქვაბში თუხთუხებს :)
მეც საშინლად მეზარება სახლის საქმეები.ვერანაირ სახლის საქმეს ვერ ვიტან :))) ალერგია მაქვს. პროდუქტის ყიდვა კიდე მარტო რომ ვარ მაშინ მიყვარს, თუ ჩემები მახლნან, არა : )))
გავიჟღინთე უკვე პოლიტიკით, ყელამდე ვარ და იმის იქით, ვეღარ მაინტერესებს უკვე :|
bodishi magram zaan klishea es "shav kurtkiani bijebis monatreba" :)
psixapatka
Post a Comment