Saturday, April 4, 2009

Swimming upstream

რამდენი ხანია ფილოსოფიური პოსტი აღარ გამომსვლია.
არადა, ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც სულ სხვა ადამიანი სხვის კანში/ტანში, whatever. სარკეში რომ ჩაიხედავ და უცნობ ადამიანს დაინახავ, ხომ იცით, just like that.

პირველად იყო ჰოლივუდი.
მაშინ დაბადებულიც არ ვიყავი, რა თქმა უნდა.

გასული კვირის განმავლობაში იმდენი ფილმი ვნახე ერთბაშად, რომ ახლა გულისრევის შეგრძნება მაქვს და მგონია, პერედოზიროვკა მომივიდა. კინო ყოველთვის იყო ჩემი "მხარე". ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ევროპელები, უბრალოდ, შურიანები არიან, როცა ამერიკული კინო არ მოსწონთ და ჰოლივუდს ესნობებიან. ამ დროს მთელი ჰოლივუდი ჯიბეში ჩაისვამს ევროპას, როგორ დინა რუბინა იტყოდა, ბებერ კახპა ევროპას, რაღაც ფასეულობებზე რომ გველაპარაკება და ამ დროს 6 მილიონ ებრაელს ბანაკში უშვებს "დასასვენებლად". ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ჩემს ფილოსოფიურ ბოღმას დღეს ევროპაზე ამოვანთხევ და ვიტყვი, როგორ მიყვარს ამერიკული კინემატოგრაფი.

ვუდი ალენი - ვინ შეიძლება იყოს პირველი ამერიკულ კინემატოგრაფში ჩემთვის. როცა "მანჰეტენს" ვუყურე პირველად, მივხვდი, რატომ შეიძლება შეუყვარდეს ეს კაცი არასრულწლოვან გოგოს, ზრდასრულ ქალს და მე. იმიტომ, რომ ვუდი ალენში არის ის, რაც არ არის სხვასთან - ბევრზე ბევრი საუბარი საკუთარ თავზე.
ვუდი ალენი ეგოისტია, ფსიქოანალიზზე და სექსზე შეყვარებული. სულის (თუ რაც გინდა დაარქვით) სიღრმეში, ყველა ამაზეა შეყვარებული - საკუთარ ეგოზე და სექსზე. ვის აქვს ყველაზე დიდი შანსი გადარჩენის? ვიწროშუბლიან კუნთიან ტიპს, თუ ვუდი ალენს? You tell me.

ვუდი ალენი - თვითონ არის ამერიკული ოცნება, ისევე როგორც, კევინ სპეისი - აბსოლუტური ლუზერი "ამერიკულ სილამაზეში", ამ დროს ტიპი, რომელთან ერთადაც მთელი მსოფლიოს ძვირფას დივნებს ლუდით დასვრიდი, you know what I mean. ამერიკული კინო ჩემთვის ის ადგილია, სადაც ინდივიდუალიზმი ჩანს, სადაც სიგარეტს იშვიათად, მოზარდები, ეწევიან, სადაც ფროიდს აფასებენ და ვუდი ალენივით პატარა კაცები დიდ ქალაქში ულამაზეს ქალებთან წვებიან. ამ ქალებს კიდევ უყვარდებათ, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი ამერიკული კინემატოგრაფი, რომელშიც ყველაფერი აბსურდია, თუ ჰოლდენივით გძულს, თუ იცი, რომ არაფერს წარმოადგენ. ვუდი ალენი არ არის ჰოლდენი, right? ზუსტად იცის, რას წარმოადგენს და ჰკიდია. იმიტომ, რომ მთავარია, შენ რა გინდა და სადამდე გინდა წასვლა, არა ის, საერთოდ ვინ ხარ და როგორი ჩანხარ სარკეში.

Inspiration by:
'Ghost world'
'American beauty'
'Manhattan'
'Match point'
'Prozac nation'
'If these walls could talk-2'
'Girl, interrupted'

12 comments:

anka said...

I adore you and your posts:) koveldge vamocmeb shen blogs rame axali xom ar dagiceria, dges kide upro agmaprtovane albat imitom rom sheni azrebi emtxveva chemsas, pilosopiuri statiebis cerac ki gexerxeba chemo sofi:))

Sophie שרה Golden said...

ჩემო საყვარელო ანკა, დიდი მადლობა!!! ეს პოსტი, ხომ იცი, შენი საყვარელი ნიუ იორკის და ჩემი საყვარელი ვუდი ალენის დამსახურებაა :))) მიხარია, რომ ჩემს გვერდით ხარ.

Lika Kakiashvili said...

იცი, რა არის ყველაზე სამწუხარო? ვუდი ალენისნაირი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იკლებს ამერიკულ კინემატოგრაფში და მათ ადგილს სრული ჰოლივუდისტები იკავებენ, სადაც სიტყვის ფუძე ჰოლივუდია და არა "Holy Woody" (არადა, რა დასანანია):):).

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს ”მილიონერი გარეუბნიდან” ვნახე. აი, ის, ამერიკულმა კინოაკადემიამ რომ ქებათა-ქება მიუძღვნა რვა ოსკარის სახით და ცამდე აიყვანა. საინტერესოდ დაიწყო ფილმი, მაგრამ ფინალისკენ რეჟისორ-სცენარისტიანად ისე წავიდნენ ჰოლივუდისკენ და ისეთი ბოლივუდური ფინალი გვაჩუქეს, ლამის კომაში ჩავვარდი.

დღითი დღე ვრწმუნდები, რომ კინემატოგრაფი ამერიკაში ხელოვნურ სუნთქვაზეა შეერთებული (მცირე გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა) იმიტომ რომ ნამდვილ ხელოვნებას იქ იშვიათად თუ ყიდულობენ, ჰოდა, თუ არ ყიდულობენ, მაშინ გადაღებასაც აზრი არა აქვს.

P.S. ნუ მივაწერთ სრულიად ევროპას ფაშიზმს სოფი, არ არის ლამაზი და არც სიმართლეა, შენ თვითონაც ხო იცი, არა? :):)

Toma said...

ამერიკული კინო მხოლოდ ვუდი ალენით არ შემოიფარგლება. არის რამოდენიმე ამერიკელი რეჟისორი რომელიც მართლა საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია. მაგრამ ძირითადში რა ფილმებიც იწარმოება არაფერის მაქნისია. ის რომ ევროპელები ”დასცინიან” ამერიკულ კინომატოგრაფს ვერ დაგეთანხმები, ყოველ შემთვევაში ვუდი ალენს და მისნაირებს კი არ დასცინიან არამედ ხარისხიანი ფილმების რაოდენობის შეფარდებას ზოგადად გადაღებულ ფილმების რაოდენობასთან. მასე ბოლივუდი ყველაზე ბევრ ფილმს იღებს წელიწადში მაგრამ ვარგა რამედ? (იმედია სოსო არ შემოვა ახალა და არ გამკიცხავს )

აფასებს კი ვუდი ალეინი ფროიდს? მთელი მისის ფილმები დიდი ირონიაა ფსიქოანალიზსა და საკუთარ თავზე მე თუ მკითხავ და მომწონს კდიეც ეს ირონია :)

Toma said...

Lika Kakiashvili- რატომ გგონია რომ იკლებს? მასე კარგად იცნობ კინომატოგრაფიას რომ იცი ყველა დამწყები თუ განვითარებადი რეჟისორი რომელიც რაღაცას აკეთებს?
ფიქრობ რომ ვუდი ალენი კარიერის დასაწყისიდანვე ისეთი შესამჩნევი და აღიარებული ფიგურა იყო როგორც დღესაა?

კარგი და ცუდი კინო ყოველთვის იყო და იქნება, ამერიკაშიც, ევროპაშიც და აზიაშიც. უბრალოდ იმას რასაც ჩვენ კარგ კინოს ვეძახით ნაკლები მაყურებელი ყავს,შესაბამისად დიდ ეკრანებზეც გვიან ჩნდება, რეკლამაც ნაკლები აქვს და ვერ ვგებულობთ მათ შესახებ. ხოლო იმას რასაც მე პირადად ამერიკულ პოპსას ვეძახი უამრავი მაყურებელი ყავს.

”P.S. ნუ მივაწერთ სრულიად ევროპას ფაშიზმს სოფი, არ არის ლამაზი და არც სიმართლეა, შენ თვითონაც ხო იცი, არა? :):)” გეთანხმები 100% ევროპა რომ ფაშისტებით ყოფილიყო სავსე, მეორე მსოფლიო ომი ისე არ დამთავრდებოდა როგორც დამთავრდა.

Sophie שרה Golden said...

მე ჩემს აზრს ვწერ ;))
ვუდი ალენის გარდა კიდევ უამრავი რეჟისორია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ჩემი სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ამერიკული კინოს კრიტიკა, if you know what I mean ;))

Lika Kakiashvili said...

დამწყები და განვითარებადი რეჟისორები არ ქმნიან ამინდს, სამწუხაროდ. ჰოდა, როცა შექმნიან, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები. წინა პოსტშივე აღვნიშნე, ფრიად სასიხარულო გამონაკლისები არსებს-თქო და ამრავლოს ღმერთმა ისინი, კაცო :):):)

მათში, ვინც დღესდღეობით, ამერიკულ კინემატოგრაფს (როგორც ასეთს) რეალურად ქმნის, ყიდვა-გაყიდვის ტენდენციები უფრო შეინიშნება, ასე არ არის?

”კარგი და ცუდი კინო ყოველთვის იყო და იქნება, ამერიკაშიც, ევროპაშიც და აზიაშიც.”
ვო ისტინუ, გეთანხმები! :):)

Lika Kakiashvili said...

Ooops, გვიან წავიკითხე შენი კომენტი, სოფი, მე მაპატიე! :)
P.S. Woody rules! :)

Keti said...

ვეთანხმები კატენს, სრულიად ევროპას ფაშიზმში ვერ დავადანაშაულებ.

ხელოვნება კი უსაზღვრებოა :) მე "ვაღიარებ", როგორც ყოველთვის, რომ ევროპული კინო მიყვარს.
რასკვირველია, ამერიკულიც. კარგი რეჟისორი ყველგან მოიძებნება..

"მთავარია, შენ რა გინდა და სადამდე გინდა წასვლა, არა ის, საერთოდ ვინ ხარ და როგორი ჩანხარ სარკეში" – მომწონს! :

CinnamonGirl said...

ძალიან მიყვარს ვუდი ალენი.
პაქიურად, შეიძლება ითქვას, რომ მისი ფანი ვარ :)
და ეს აღმოჩენა წელს გავაკეტე, როდესავ ვუყურე ვიკი კრისტინა ბარსელონას და ძალიან ნასიამოვნებმა ავღნიშნე, რა კარგი ფილმები აქვს მეთქი ამ კაცს...
ხოდა მიყვარს,
როგორც რეჟისორი და როგორც მსახიობი აგრეთვე...
უნიჭიერესი ადამიანია და მიხარია, რომ დღესაც გვახარებს ხშირ ხშირად თავისი შემოქმედებით, იმედია ასევე გააგრძელებს :)

DreaMar said...

ვუდი ალენზე ვერ ვიტყვი გადაჭრით მომწონს-მეთქი,იქიდან გამომდინარე რომ ამისთვის კარგად არ ვიცნობ მის შემოქმედებას. მაგრამ რაც მართალია მართალია - ეს პოსტი მომეწონა ძალიან:)

cartwheel said...

გაიხარე შენა, მეც მიმაჩნია რომ ამერიკული კინო ერთი თავით ჯობნის ევროპულს, ყველა ასპექტში