Sunday, April 26, 2009

Turn on that box

რამდენი ხანია, მინდოდა პოსტის დაწერა ტელევიზიაზე. ხან მავიწყდებოდა, ხან - მეზარებოდა, მაგრამ გასული ხუთშაბათის (23.04.09) "პროფილმა" გადამაწყვეტინა, რომ უნდა მესაუბრა ტელევიზიაზე, თუ ასე ჰქვია ქართულ საეკრანო სივრცეს.

ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, მაგრამ როცა ჩართულია, ბუნებრივია, ყურები იქით გამირბის და ძალაუნებურად მესმის მაია ასათიანის მარგალიტები. 2007-ში "გაუ"-ს პიარსკოლის სამთვიანი კურსი გავიარე, სადაც მაია ასათიანი მიკითხავდა მედიამენეჯმენტს. ზუსტად მაშინ გვითხრა, რომ ჩვენ ახლა ბევრი სატელევიზიო არხი გვაქვს, ბევრი გადაცემა და, შესაბამისად, ძალიან ბევრის სწავლა შეგვიძლია ახლანდელი წამყვანებისგან (Б-же упаси!). აბა, ჩემს დროს ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო და იმისგან რა უნდა ესწავლაო :| გასაგებია, რომ ჩემი მოზარდობა, უკვე ასათიანისაზე უკეთ, ემთივიზე აეწყო და ჯულიეტა არ მახსოვს, მაგრამ ვეჭვობ, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძე უფრო კარგად წაიყვანდა "პროფილს", ვიდრე მისი დღევანდელი წამყვანი, რომელიც "პრეზერვატივს" ვერ ახსენებს, "მაინც ქალი ვარ და იმ სიტყვას ვერ ვიტყვიო" - ეს ფრაზა შეგიძლიათ ზემოთ არსებულ ლინკში მოისმინოთ.

ჩემზე რამდენიმე დღით ადრე თაზომ მშვენიერი პოსტი დაწერა ტელევიზიის შესახებ და აღნიშნა, როგორ არ უნდა დღევანდელ ტელევიზიაში მუშაობა, სადაც ორი ალტერნატივაა: მაესტრო/კავკასია ან სახელმწიფო ტელევიზიები, ორივე "ჯიშის" მაუწყებლობა, რა თქმა უნდა, ტენდენციური და ნამდვილი ჟურნალისტიკისგან შორსაა. თაზოსგან განსხვავებით, მე ყოველთვის მქონდა ტელევიზიაში მუშაობის სურვილი და დღემდე მგონია, რომ ჩემი ადგილი უფრო იქაა, ვიდრე პრესაში. გარდა იმისა, რომ ასათიანისგან განსხვავებით ჯულიეტა ვაშაყმაძეზე არ გავზრდილვარ და CNN, BBC, MTV, Travel Channel-ით ვიკვებებოდი, მაინც უნდა ვთქვა, რომ პირველი ტელეწამყვანები, რომლებიც მიყვარდა და სიამოვნებით ვუყურებდი, იყვნენ თიკა, აწ თინა, კანდელაკი და ქეთი კეკელია. არ ვიცი, გახსოვთ, თუ არა, მაგრამ ეს ორი გოგო შორეულ 90-იანებში მეორე არხის ყველაზე ნათელ წერტილებს წარმოადგენდნენ. შეიძლება, ისინი პროფესიონალი ჟურნალისტები არ ყოფილან, მაგრამ ჰქონდათ ის sparkle, რაც ტელეწამყვანს უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, და თუ საჭიროა, "პრეზერვატივიც" ახსენოს, მიუხედავად იმისა, რომ ქალია :| თინა კანდელაკზე, როგორც ბოღმიანებს სჩვევიათ ხოლმე, მილიონ ჭორს და ღვარძლიანობებს ავრცელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ თინა არის ისეთი ტიპის წამყვანი, რომლის ყურებაც შეიძლება და საოცრად უშუალოა ბავშვებთან ურთიერთობისას თავის გადაცემაში. მე კიდევ ჯერ არ მინახავს ისეთი ქართველი ტელეწამყვანი, რომელიც ყოველგვარი პრანჭვა-გრეხის გარეშე გაიცინებს, ბუნებრივად "გამოძრავდება" და დაგარწმუნებს, რომ ცხოვრება მართლა მშვენიერია და არა ისე, "ჩვენთან" როა, ხო იცით ;)

ამ უშუალობისა და ბუნებრიობის სწავლა რამდენად შესაძლებელია, ამას უკვე ვერ გეტყვით. ბევრი ჟურნალისტი არსებობს, თუნდაც ჩემი ჯგუფელი სტუდენტები, რომელთა მოსმენა და დანახავაც ღირს, მაგრამ ჩვენთან ურჩევნიათ ცარიელი თვალები გამოუშვან სატელევიოზიო ეთერში, რომლებიც "ყველაფერს ვერ იტყვიან, რადგან ქალები არიან".
ვითომ, ესეც "რაც ერი, ის ბერიო"-ს ბრალია?..

14 comments:

Sweet Baby Girl said...

შენს ადგილას ამ პოსტს Turn off that box-ს უფრო დავარქმევდი...

გული გაგიტყდება ისეთ რაღაცეებს აჩვენებენ ტელევიზორში.... :((((

მაია ასათიანი ვაფშე მოვლენაა... :(

Sophie שרה Golden said...

Sweet, პირიქით, უნდა ჩართო, რომ დაინახო და ისწავლო, როგორი არ უნდა იყოს ტელეჟურნალისტი! იმიტომ, რომ აქამდე არ ვიცოდი კარგად, რა ხდება in that Box :|

Toma said...

ამ კომენტარში უნდა გაცწერო მაია ასათიანის შესახებ. ჯერ ერთი საშინლად უნიჭო წამყვანია, მეორე სიღრმე საერთოდ არ აქვს და მესამეც ქაჯია გინდაც იგივე ”ქალი ვარ და ვერ ვიტყვის გამო”

მაგ ქალის გადაცემებს და საუბრის წაყვანის მხარეს რომ ვუყურებ ასე მგონა რომ ძალიან უნდა ოჯახი და რა ვიცი სექსიც :ჵ ასე მგონია მისი დაოჯახება და ამ მარაზმის ბოლოს მოღება სახელად ”პროფილი” ერთი იქნება :D ამიტომ ვუსურვოთ ქალბატონ მაიას მალე დაოჯახება, ჩვენც დავისვენებთ და ისიც :D :D

თაზო said...

თიკა კანდელაკისნაირი ჟურნალისტები ინატრონ ქართულმა ტელევიზიებმა. ჩვენს მეგობრებზე გეთანხმები, ბევრი მათგანი წარმატებიტ გაართმევდა თავს კარგ ჯურნალისტობას, რა თქმა უნდა, ამის შანსი თუ ექნათ.

მაია ასატიანს კი, მგონი უკაცობის კომპლექსი აწუხებს, მეც ეგრე მგონია.

Sophie שרה Golden said...

ლოოლ
მეც ეს ვიფიქრე, რომ უკაცობა აწუხებს მაიკოს, მაგრამ "ქალი ვარ მაინც და ვერ ვთქვი" :D :D :D

anka said...

მე იმ დღეს ჩემმა ჯგუფელმა ჩამაგდო შოკში:)ყვებოდა როგორ იყო ერთ-ერთი გადაცემის ბოლო რესპოდენტი ნაციონალი და არა ოპოზიციონერი და ამიტომ ტენდენციურიაო და მე რომ ვკითხე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციას რომ დაემთაცრებინა მაინც ტენდენციური გამოვიდოდათქო თუ ეგრე იმსჯელეთქო და არაო, ნაციონალმა რომ დაამთავრა ტენდენციურიაო და ოპოზიციონერს რომ დაესრულებინა არ იქნებოდაო:))))ეგეთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ბევრნი არიან და ჩემნაირებიც ვისაც სულ არ უნდა ჟურნალისტიკა, მაგრამ მაინც არის:)))

DreaMar said...

ტელევიზორი დიდი ხანია მივივიწყე,ცოტა არ იყოს მომენატრა მისი ყურება. რაც შეეხება არაბუნებრიობას - ჩემი აზრით, ეს ზოგადად ქართველების სენია:მსახიობები,პოლიტიკოსები,მომღერლები, ჟურნალისტები,-ყველანი ყალბები და არაბუნებრივები არიან თითქოს :|

Anonymous said...

@ anka ეგ, ალბათ, ეკა ხოფერიას ცნობილი გადადგომის ეფექტია, ანუ, მან მაშინ ისე განმარტა, რომ გირგვლიანისადმი მიძღვნილ გადაცემაზე მოსთხოვეს, ბოლო კომენტარი ახალაიას გაეკეთებინა, რის გამოც არხი ტენდენციური ყოფილა თურმე, თითქოს გადაცემა თავად ირინა ენუქიძეს რომ დაემთავრებინა, არხისთვის რამე მნიშვნელობა ექნებოდა!

ქართულ ტელევიზიას რაც შეეხება, მართალია, არ ვარ ჟურნალისტი და პროფესიული ტკივილით არ მტკივა ის, რაც ამ სფეროში ხდება, მაგრამ ვარ მაყურებელი და პრეტენზია მაქვს, რომ ნორმალური გადაცემები შემომთავაზონ ნორმალურმა წამყვანებმა.
მე მგონი ერთი დიიდი პოსტი უნდა დაეთმოს ჩვენი ჟურნალისტების მეტყველებას. იგივე ჯულიეტა ვაშაყმაძე ქართულ ენას ასე სასტიკად და უმოწყალოდ ნამდვილად არ მოექცეოდა!

Anonymous said...

მეც იშვიათად ვუყურებ ტვ-ს მაგრამ როცა ჩრთულია, მაშინაც ვერაფრით ვინტერესდები და არ მინდება რამეს ვუყურო. ზოგჯერ ვიფქრობ მე ვარ პრეტენზიულიმეთქი, თორე პროფილსაც ბევრი მაყურებელი ჰყავს და სხვა გადაცემებსაც.. მაიაზე აღარ ვისაუბრებ გრძლად, უბრალოდ ასეთია, დროებაშიც კი მინი-პროფილს აკეთებდა ხოლმე თუ გახსოვთ :D

რაც შეეხება ზოგადად ტელევიზიებს, ისეთი მარაზმია ზოგადად შიგნით, რომ მიუხედავად ჩემი პროფესიისა, არც მაქვს სურვილი ტვ-ში მუშაობისა.

ბავშვობისდროინდელი მეორე არხი მეც სიამოვნებით მახსენდება :]]

Keti said...

ვაშაყმაძეს ასათიანის საკრიტიკო ნამდვილად არაფერი აქვს.
რაკი სხვა დროში მოღვაწეობდა, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი, ან პროფესიონალი იყო. მისი დროისთვის შესაფერი პროფესიონალიზმი ნამდვილად ჰქონდა და ახლაც, ბევრ "უცხო" ქართულზე მოლაპარაკე და "უცხოდ" მოძრავ "ტელევარსკვლავს" აჯობებს.
ამ "ტელესახეებმა" ის იკითხონ, მათ თუ აქვთ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი პროფესიონალიზმი.

სიტყვა პრეზერვატივი რომ "ცუდი" სიტყვაა – ამან ბევრი მაცინა. თან ვინც ნახა, მაიას წამოწითლება–თავის ჩაღუნვასაც შეამჩნევდა!!

კაცი აკლია – ამაზე სიცილი, ცოტა არ მომწონს, მაგრამ.. :)))
ეს უბრალოდ, პირდაპირპროპორციულია მისი კომპლექსებისა.
კომპლექსებს კი საზოგადოება ქმნის და ადამიანებს ციდან არ ებერტყებათ. მენტალობა გვაქვს შესაცვლელი. სულ ესაა.

Sophie שרה Golden said...

ქეთი, Unaamarga, მეც სწორედ ამას ვამბობ, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს მაია ასათიანის დასაცინი არაფერი აქვს, რადგან დღემდე ბევრ თანამედროვე ტელეწამყვანს ჯობნის მეტყველებასა და თავის დაჭერაში. ყველაზე ცუდი ჩვენთვის ისაა, რომ რაც ძველია - ყველაფერი ცუდი გვგონია, ამ დროს გვავიწყდება, რომ ჩვენი ძველი ტელეწამყვანები - ჯულიეტა ვაშაყმაძე, ლია მიქაძე და სხვები - ნამდვილად თავისი დროის პროფესიონალები იყვნენ. ლამის მაშინდელი ტელევიზია, როცა "პირდაპირი" ცენზურა არსებობდა, უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ახლა.

ბას said...

თუ ვცდები შემისწორეთ, მაგრამ ჯულიეტა ვაშაყმაძე იმჰო პროფესიონალია. ჯერ ერთი მაშინ იყო ის ეპოქა მემანტდარინეებზე და მექათმეებზე, რომ გადიოდა სიუჟტები სულ, ეს კიდე იმჰო არანაირად არ აყენებს ჩრდილს ვაშაყმაძის ღირსებებს - როგორც დიქტორისას. რა ვიცი, ასე მგონია მე :)

უსახელო said...

რა იცით იქნებ განდონი(ბოდიში გამოთქმისთვის)იფიქრა და მაგიტომ არ თქვა. მაია ასათიანის არც საუბრის მანერა მომწონს, არც მოძრაობები და არც კითხვები – გემოვნების ამბავია, შეიძლება ვცდები ჩემს შეფასებებში, მაგრამ ასათიანთან და მის პროფესიონალიზმთან უკაცობა რა კავშირშია ვერ გავიგე. ევროპაშია ხო, ახალ წელს ძველ ნივთებს და მათ შორის ტელევიზორებსაც რომ ყრიან ფანჯრებიდან. ჩვენც ეგრე მოვიქცეთ,(იმ განსხვავებით რომ ახლები არ დავდგათ) მითუმეტეს მაგ დღეებშია ყველაზე საზიზღარი გადაცემები. ამ საქციელით ორ კურდღელს დავიჭერთ: პირველი – ევროპას დავუახლოვდებით. მეორე და ყველაზე მთავარი – დავისვენებთ უამრავი სისულელის მოსმენისაგან.

Anonymous said...

Tbilisi PR School :)
Mec mqonda mand scavlis bedniereba :) 2008 clis seqtemberi-dekemberi :)