Thursday, April 30, 2009

"პოსტფემინისტის მოგონებები"


ამ პოსტის დაწერა ბაბისას ბლოგმა შთამაგონა, რომელიც ახლახან აღმოვაჩინე. ფემინიზმზე წერდა და ამბობდა, არ ვარ მე ფემინისტიო!

სამაგიეროდ მე ვიყავი.
ჩემი ფემინიზმი თინეიჯერობიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც წავიკითხე ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი". "ჩემს" ფემინიზმს კიდევ ჰქონდა ერთი ასეთი მიზეზი, რომ ჩემი მშობლები უკვე გაყრილები იყვნენ და სახლში გადაწყვეტილებას ყოველთვის ქალი იღებდა. ოღონდ იმ დროს კლასიკური ფემინიზმი მთელი თავისი მიმდინარეობებით, იქ სუფრაჟისტებით, რადიკალებით, ლიბერალებით, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. უბრალოდ, მომწონდა ის თანასწორობა, რაზეც ფემინიზმია დაფუძნებული. თან ისე დაემთხვა, რომ ჩემ გარშემო, ვისაც ვხედავდი - შორეული ნათესავებიდან დაწყებული, მეზობლებით დამთავრებული, ყველას loser ქმარი ჰყავდა :| არ ვიცი, პერიოდი იყო ისეთი, კაცებმა თავისი ფუნქცია რომ დაკარგეს, თუ რა; მე იმ პერიოდში გადავწყვიტე: არასოდეს გავთხოვდებოდი, როგორც კი შევამჩნევდი მამაკაცს "მზრუნველობას" და სკამის დათმობას, მასთან ურთიერთობას შევწყვეტდი. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა მოზარდი ვიყავი და ამ ასაკში ბიჭები სკამებს სულ არ უთმობენ, რაც უფრო თავხედები არიან, მით უფრო იზიდავენ გოგოებს.

ახლა რომ ვხედავ, მგონია, რომ ის უბრალოდ პროტესტი იყო იმ მამაკაცებისადმი, ვისაც ვხედავდი, რომ არ იმსახურებდნენ ქალებისგან ამდენ დათმობას. დღეს ნაკლებად ვურთიერთობ რეალურ ადამიანებთან და დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ვატარებ, სადაც მსგავსი ადამიანები არ მხვდებიან, იმიტომ, რომ აქ მე ვირჩევ, ვისთან ვიმეგობრო და ვინ შემოვუშვა ჩემს ინტიმურ სივრცეში, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა ;)

ჩემმა თინეიჯერობამ ჩაიარა, 20 წელსაც გადავცდი და რადიკალიზმი პოსტფემინიზმში გადავიდა, თუ არსებობს ასეთი რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე თმას საპარიკმახეროში, oh, უკაცრავად, სალონში, არასოდეს ვიჭრი (ლეგენდაა ასეთი, რომ წითელთმიანი ფემინისტი ქალები თმებს სხვებს არ აჭრევინებენ), ბიჭები თუ სკამს დამითმობენ, ამას უკვე აღარ ვაპროტესტებ ;) სამაგიეროდ, იუდაიზმში ვიპოვე ჩემი ადგილი, თუნდაც იმის გამო, რომ აქ ქალი უთმობს კაცს გზას, ქალი არ არის ჩაგრული არსება, დაწერილია, რომ ქალი შინაგანი სამყაროა, ბევრად ღრმა, ვიდრე მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება სჭირდება, რომ ისწავლოს, ისწავლოს და ჭეშმარიტებას მიაგნოს. ეს კი ქალში თავისთავად დევს. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, როგორც ყველას და ყველაფერს, რომ დამენახა ფემინიზმის არსი, ჩემი ადგილი ამ მიმდინარეობაში (რომელიც საბოლოოდ ვერ ვიპოვე) და საერთოდ, ცხოვრებაში. So I've been there & I'm proud of it.

Just click on'em:

საინტერესო სტატია თემაზე

საინტერესო ისტორიები ქალებსა და თანამედროვეობაზე

13 comments:

Toma said...

რადიკალიზმი არ მომწონს არაფერში და მათ შორის ფემინიზმში.მაგრამ ამავდროულად არ მესმის ზოგი თანამედროვე ქალი რატომ არ აფასებს ფემინიზმის მიღწევებს.

ფემინისტური მოძრაობის გარეშე ახლა სახლებში ვიჯდებოდით, და ჭურჭლის რეცხვისა და ბავსვების გაზრდის გარდა არაფერი უფლება არ გვექნებოდა!
მე ვარ ფემინისტი და მეამაყება!

ბას said...

საქართველოში საჭიროა ფემინიზმი :)
ძალიან დიდი დოზით თან :)

Anonymous said...

საქართველოში, ამ ბოლო წლებში, ბუნებრივადაა დამკვიდრებული ფემინიზმი, თუკი შეიძლება ასე ითქვას. დიდი ხანია უკვე მამაკაცის ფუნქციები ქალებს აქვთ აღებული. ბოლოსდაბოლოს ის დროც დადგა, როდესაც ე.წ. მამაკაცურ სფეროებში (პოლიცია, ჯარი etc.) ქალის მუშაობა აღარ უკვირთ და სამარცხვინოდ აღარ მიაჩნიათ.

უსახელო said...

იმ დროს როცა ფემინისტური მოძრაობა დაიწყო მსოფლიოში ნამდვილად საჭირო საქმე იყო. მას შემდეგ კანონის თანახმად გათანაბრდა ქალის და კაცის უფლებები, სხვა საქმეა ხალხი როგორ უყურებს ამ ყველაფერს. არ მომწონს როცა ხელოვნურად ცდილობენ გათანაბრებას, მაგალითად ამბობენ რომ საჭიროა ქალების რაოდენობის განსაზღვრა და მეტ–ნაკლებად კაცებთან გათანაბრება პოლიტიკურ პარტიებში – სისულელეა. ზოგიერთი ფემინისტი ისეთ აფსურდამდე მიდის რომ ლამისაა ფიზიოლოგიური განსხვავებაც უარყოს ქალსა და კაცს შორის. :) ქალები ნამდვილად არ ხარტ სუსტები, მაგრამ მიხარია რომ არც ისეთი ძლიერები ხართ ბოლომდე გაგვითანაბრდეთ და ჩვენს შორის სხვაობის ხიბლი დაიკარგოს. ქალისთვის სკამის დათმობა ზრდილობა მეგონა, თურმე რა მწარედ ვცდებოდი. :)

Anonymous said...

კარგად მესმის, რაც დაწერე იმის. ერთი პერიოდი მართლა მომრავლებულნი იყვნენ უფუნქციო კაცები, ქალები კი რას აღარ აკეთებდნენ - თუქრეთი, ჩინეთი, დუბაი, რეისები, ბაზრობები და ბლაბლა , მოკლედ ყველაფერს, რომ ოჯახი გადაერჩინათ. ეს, ბუნებრივია, იწვევდა იმ თაობის გაღიზიანებას, რომელიც ასეთ ქალს უყურებდა და თლიდა, ალბათ სამართლიანადაც, რომ ქალიც ძლიერია და რაკიღა ამდენი კაცური ტვირთი დაადგა მზრებზე - თანასწორიც უნდა იყოს კაცის.

ჰო, მე არ ვარ ფემინისტი, რაღაც შუალედური ვარ :D

Anonymous said...

ხომ
მეც მქონდა ეგეთი პერიოდი ფემინიზმს რომ ვაწვებოდი )))

ნინა said...

მგონი მე აწი გავხდები ფემინისტი,თუმცა რადიკალიზმი არც მე მომწონს..უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ..

პ.ს ჩემთან ჩაგამატე...

Unknown said...

მე მგონი მეც აწი გავხდები :P

zurriuss said...

სოფ, ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვიქვამთ მას. მაგალითად, ზანგების პრობლემა არსებობს შეერთებულ შტატებში იმიტომ, რომ იქ ისინი მონებად ჰყავდათ, საქართველოში ამის პრეცენდენტი არ ყოფილა და, შესაბამისად, ჩვენთან სიტყვა "ზანგი" არ მოიცავს თავის თავში იმ დამცირებას, რაც ამერიკლ "ნეგროში" დევს. ასეა ქალებზეც: თუ ჩვენ სიტყვა "ქალში" ჩვენ ვიგულისხმებთ ჩაგრულ, სუსტი სქესის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ კდემამოსილი მდუმარება ევალება და 1000 ბლა ბლა ბლა, მაშინ ქალიც ისეთივე ადამიანი გამოდის, როგორიც კაცი. და ეს ასეც არის. თუ ქალი ჩაგრული ადამიანია, გამოდის, რომ იგი ადამიანი არ ყოფილა. იმიტომ, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი ადამიანი, როცა იგი არის თავისუფალი. ჩემი აზრით, ფემინიზმის პრობლემაც ის არის, რომ იგი ქალს უკვე დამცირებულ და შეურაცხყოფილ არსებად აღიქვამს და ეს ქვეცნობიერად უკვე დიდ ნაკლს ქმნის და, ალბათ, მოვლენებსაც რაღაც დოზით ამრუდებს.

Unknown said...

მთლად ფემინისტი არა ვარ, დათმობილ სკამზე დავჯდები, მძიმე ჩანთას ბიჭს მივცემ სატარებლად, მაგრამ რაღაც-რაღაცეები მაინც არ მომწონს რა.
აი, ქალებს შინაგანად სუსტ არსებებად რომ მიიჩნევენ. სუსტები ვართ ჰო, მაგრამ კაცებიც არანაკლებ არიან. უბრალოდ, ამ იარლიყების გამო, ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ, კაცებს - არა.
რატომ არ ვიმუშავო პოლიციელად, თუ მართლა მაინტერესებს?
რატომ ვაკეთო საჭმელები, თუ ვერ ვიტან?

ჰო, არავინ მაძალებს საჭმელების კეთებას, და არავინ მიშლის პოლიციელად მუშაობას, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ეგეთი ქალი - შტო ტა ნი ტაკ - ჩვენს თვალში?

რატომ??

Sophie שרה Golden said...

ზურიუსს რაღაც მომენტში ვეთანხმები, ქალი ჩვენთან ისე ჩაგრული არასოდეს ყოფილა, როგორც სხვაგან, დავუშვათ, მაგრამ ფემინიზმი კი არ აკნინებს ქალს, უფლებებს (და ვალდებულებებსაც) ჰმატებს.

თათია, რატომ? :ლოლ: რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ფიზიკური აგებულება გვაქვს, განსხვავებული შინაგანი და გარეგანი სამყარო :) ეგეც ერთგვარი ძებნაა რა, საკუთარი პიროვნების, ქალურობის და crap like that :D

ზიზი said...

მოკლედ ერთ ორგანიზაციაში დავიწყე სტაჟირება, რომელიც ქალთა საკითხებზე მუშაობს.
ფემინისტკები არ არიან, თუმცა...
და მე ვუტხარი: -იცით მე ფემინისტიი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს ეს საკითხი მეთქი.
მერე მკითხეს საქართველოს შესახებ (თუმცა ისედაც იცოდნენ), ბევრმა რამემ გააოცათ.
და ბოლოს, აღმოჩნდა რომ ფემინიზმის ელემენტები ჩემშიც შეიმჩნევა :(

CinnamonGirl said...

ადრე მეც ვიყავი ფემინისტი, თუ შეიძლება ასე ითქვას და ჩემთვისაც, ეს თინეიჯერობის პროსტესტის გამვლივნებაა მგონი უფრო იყო, ვიდრე სხვა რამ...
იმიტომ რომ ახლა ერთადერთი რამე გავიგე - ქალის და კაცის თანასწორობა არ არსებობს და არც მგონი ოდესმე იარსებობს...
სამაგიეროდ, არსებობოს პიროვნებების ბალანსი...
იმედია ჩვენ ყველანი მივაგნებთ ჩვენსას ;)