Tuesday, May 12, 2009

დიდი მზე & Nemiroff

დღეს გესთ ბლოგერი გავხდი :) უკვე მეორე შემოთავაზება იყო. იმ დღეს თაზომ მთხოვა, მოდი, ჩემი guest იყავიო, მაშინ რაღაც ვერ მოვაბით თავი, მაგრამ ამასაც მალე იხილავთ - გოლდენი ფრილანდიაში და პირიქით. სამაგიეროდ, დღეს თინისთან დავპოსტე, თანაც ბლოგოანალიზი ;) სიამოვნებაც მივიღე. მართალია, სანამ ფაბლიშს დავაჭერდი, გული ისე ამიჩქარდა, როგორც პირველი სიყვარულის დანახვისას მიჩქარდება ხოლმე :ლოლ: (საუკუნეა აღარ მინახავს, მაგრამ ისე, მაგალითისთვის, გითხარით).

თინიზე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ძალიან საყვარელი გოგოა, ჯერ ბავშვსაც კი დავუძახებდი. კიდევ ერთხელ მადლობა, თინი, რომ მიმიწვიე შენს ბლოგზე.

ყველაზე კარგი, რაც ვისწავლე უნი-ში, არის ის, რომ სხვებს არასოდეს ასწავლო ჭკუა, საკუთარ თავზე უნდა ილაპარაკო და შენ იყო ისეთი, როგორიც სხვები გინდა იყვნენ :) ძალიან попса თეორიაა, მაგრამ ჭეშმარიტი. სწორედ ამას ვეცადე თინის ბლოგზე. თანაც დიდი ხანია მაწუხებდა სათქმელი და ადგილს ვერ ვპოულობდი.

გარდა ჩემი მოწვეული ბლოგერობისა, დღეს მარჯანიშვილის მეტროსთან იასამნები ვიყიდე 1 ლარად :| დავდგი მაგიდაზე, რა თქმა უნდა, თავისი ლარნაკით და რამე, ჰოდა, ვხედავ, როგორ გადმოძვრნენ იასამნიდან ჭიანჭველები ჩემი მოდემის კაბელზე (თუ როგორ ჰქვია), მერე ერთი თითზე ამაბობღდა და ახლა მგონია, რომ ყველგან ჭიანჭველები მყავს შემძვრალი, თუ კიდევ დავინახე ჭიანჭველისმსგავსი რამე, იასამნებს გარეთ მოვისვრი, გეუბნებით. დოდკა გამახსენდა, სანამ კომპიუტერის კლავიშს ჭიანჭველა არ დავაკალიო... ჰოდა, კოშმარებმა მეც მომაკითხეს.

სხვალ სამშაბათია (აწ უკვე დღეს) - ლაგ ბა'ომერს აღვნიშნავთ გოგოები. მწვადები გვექნება? გვექნება. სალათა? გვექნება. Nemiroff - ხომ პირველ რიგში. მიხარია. ხვალ ასევე თმის ოდნავ შემოკლებას ვაპირებ, პასექის მერე 33 დღე ხომ გლოვის იყო და არ შეიძლებოდა თმის შეჭრა, ასევე მუსიკის მოსმენა და მხიარულება. ჰოდა, ლაგ ბა'ომერი ამ გლოვის დასასრულის დღეა (დეტალური ინფორმაცია, მსურველებმა იხილეთ აქ).

მზეს გისურვებთ - დიდ, გემრიელ მზეს ;) გოლდენი ვაშლივით წვნიანს და ნათელს ;)

No comments: