ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მინახავს. დასასვენებლად არ ვყოფილვარ შარშანდელისგან განსხვავებით, მაგრამ გარდა ყოველკვირეული "გოგოების გასვლებისა", კვირაში ერთხელ დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სანახავად.გუშინ კახეთში ვიყავით. ულამაზესი ადგილები ვნახეთ, მაგრამ წინანდალი მაინც განსაკუთრებით შემიყვარდა. ადრეც ხომ დავწერე, წარმოვიდგენ ხოლმე იმ პერიოდის ადამიანებს და ვცდილობ, გავიგო რაზე საუბრობდნენ, რას ფიქრობდნენ, როგორ ისხდნენ, როგორ დადიოდნენ... ამიტომ, მე და დინამ გადავწყვიტეთ პატარა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა (მერე მიშა და ლიკაც შემოგვიერთდნენ) ;) ვითომ ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეები ვიყავით, სახლის წინ სკამზე ნაზად ჩამოვსხედით... ტატოზე და გრიბოედოვზე მოვყევით... მერე მეცინებოდა საკუთარ თავზე, სოციალიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს, როგორ მომეწონა თავადური როლი. ნინოს ხესთან საკუთარ თავს შევპირდი, რომ აუცილებლად დავწერ წიგნს ჩემი ცხოვრების შესახებ, "სად" ვიყავი და "სად" აღმოვჩნდი, როგორ აღმოვჩნდი და ახლა საით მივდივარ. ბესტსელერისტები სადმე ქალაქგარეთ იქირავებენ სახლს, წერენ და წერენ. რას წერენ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, ფაქტია, რომ მათი ფაბლისიტი ისე მუშაობს, მილიონებს შოულობენ და გონებასაც კარგად რეცხავენ.
კარგი იყო წინანდალში; იმდენი აზრი მომივიდა, იქიდან რომ გამოვედით, სულ სხვა სამყაროში მოვხვდით. რადიკალურად განსხვავებული გარემო იყო და მაშინ მივხვდი, თუ რატომ იყვნენ თავადის ქალები ისეთი სათუთები , კაცები კიდევ - რომანტიკოსები, ისინი სხვა სამყაროს ვერ ხედავდნენ, ისევე როგორც დღეს ვილების პატრონები. ყველას თავისი კუთხე აქვს, საიდანაც იყურება, ან პირიქით, მხოლოდ ამ კუთხეს უყურებს, რადგან არ იცის, რომ სხვა ადგილიც არსებობს. ამიტომ იყო განსხვავება რომანტიკოსებს და რეალისტებს შორის.
აუცილებლად დაათვალიერეთ საქართველო. არც ევროპას ვენატრებით, არც - შტატებს, და არც სხვა ქვეყნები ფეთდებიან უცხოელებზე. ამიტომ ნახეთ საქართველო და მერე უფრო ბევრ რამეს მიხვდებით. ჩემზე ბევრ რამესაც კი, დარწმუნებული ვარ.



8 comments:
მშვენიერი გასართობი გიშოვია ამ ზაფხულს, სოფ. ისეთი, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. არ მშურს შენი, ვინაიდან კეთილი შურიც შურია :))
როგორ არ მიყვარს ეს გამოთქმა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:"სანამ სხვისას გაიგებ, ჯერ შენი უნდა იცოდეო".
მეც, სადაც ვყოფილვარ (თითზე ჩამოსათვლელ ადგილებზე), ზუსტად ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თუ რამდენად ლამაზ და მრავალფეროვან ადგილას ვცხოვრობთ!
არც იმათ ვამტყუნებ, რომლებიც უცხოთზე გიჟდებიან: არ უნახავთ და არც სმენიათ ზოგიერთ ქართულ უნიკალურ ადგილზე და რა ქნან?
რა ხანია გულს მიკლავს ეს უსამართლობა ჩემს ცხოვრებაში - ბევრი მინახავს უცხოური და ქართული მინახავს ძალიან ცოტა :((((
კახეთში სიღნაღის გარდა არსად ვყოფილვარ...
არც თუშეთი (არადა დედაჩემის გვარი იქიდანაა წარმოშობით, იქაური თავადები იყვნენ)...
ნუ, აჭარა არ ითვლება...
იმედია მექნება საშუალება ეს გამოვასწორო...
თეთრი შურით მშურს, სოფი!!!
წინანდალის და სიღნაღის ნახვა ოცნებად მექცა უკვე, ჩემი საყვარელი ადგილებია, მაგრამ მხოლოდ ფოტოებიდან.
მე დავით აღმაშენებლის ეპოქაზე მჭირდა ეგ, მინდოდა ცოტა ხნით მოვხვედრილიყავი იქ და მენახა იმ დროის ხალხი. გამსახურდია რომ წავიკითხე იმის შემდეგ გამიჩნდა ეს სურვილი, თან ისე წერს - ძველი ქართული სიტყვებით, რომ თითქმის ვგრძნობდი იმ გარემოს :)
ძალიან მიყვარს წინანდლის ბაღი. ორჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ მაქვს სურვილი :) არა მარტო წასვლის არამედ იქ დასვენების,გარემოა ფანტასტიური,19 საუკუნის საქართველოში ხვდები,ულამაზესი სახლებით და ბუნებით...
au ra magari ase ro dadixart yvelagn megobrebi :)
მეც მინდა წასვლა წინანდალში, იქნებ ამ შემოდგომით მოვახერხო...
მეც ვიყავი წინანდალში 2 კვირის წინ, და არა მარტო... კახეთში ბევრი კარგი ადგილი მოვიარე :)
სხვათა შორის ულამაზესი ბაღია. უცნაურ შეგრძნებებს მიტოვებს საერთოდ სახლმუზეუმების ნახვა (ერეკლეს სასახლეშიც ვიყავით მერე), სიძველე უფრო მიმზიდველია, თუმცა ეს ძაან წამიერი გრძნობაა ;D
gadasarevia egeti gasvlebi da rac meti adamiani dadgeba mag chkuase ro sheni qveyana unda icode da unda icnobde,tu ginda giyvardes,mit uketesi,magram me kid uketesi gsa vici qveynis gacnobis,omelic egeti gasvlebis shemdegi etapia :
aikide zurgchanta,chaicvi batinlebi da bagebshi da quchebshi ki ara,mdonareebs da xeobebs dauyevi...
xoooda,mere imden rames naxav,rom chavchavadzeebis bags zedac ar shexedav
:))))))))))
Post a Comment