Saturday, August 22, 2009

Hasta Luego, Maria

რამდენი ხანია სამხრეთ ამერიკაში მინდა ცხოვრება!
ვიყო სამხრეთამერიკელი, შავთმიანი და ცეცხლივითთვალებიანი მარია (სანტანას გავლენა), სულ ცეკვა-ცეკვაში რომ ატარებს ცხოვრებას...

ჩემი შარშანდელი პოსტი გამახსენდა, მაშინაც ძალიან მინდოდა სახრეთ ამერიკაში წასვლა. მე და ჩემს ერთ მეგობარს გვჯეროდა, რომ აუცილებლად წავიდოდით ჩე გევარა და ალბერტო გრანადოსავით :) ის ექიმი გახდებოდა, მე - მწერალი და ვივლიდით.
წარმომიდგენია, რა ბედნიერი იყო ჩე, რომ თავის მეგობართან ერთად გაიარა მთელი ქვეყნები - ჩილე, პერუ, კოლუმბია...
რაზე გამახსენდა: გუშინ (პარასკევს) ჩემს კურსელს და ახლო მეგობარს შევხვდი, თეას. მზიურში გავისეირნეთ და მერე საღამოს 4 საათამდე საქანელებზე იმდენი ვიქანავეთ, თავბრუ დაგვეხვა. ჰოდა, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გვინდოდა ორი წლის წინ, მეორე კურსზე რომ ვიყავით, მაშინაც მზიურის საქანელებზე ვისხედით, და რა გვინდა ახლა. აღმოჩნდა, რომ მას ის უნდა, რაც მე მინდოდა ორი წლის წინ და მე კიდევ ის, რაც მას - მაშინ :D ახლა აღმოვაჩინეთ, რომ ორივე შევიცვალეთ რაღაც დოზით, თუმცა მთავარი პრინციპი მაინც იგივე დაგვრჩა. მე მჯერა, რომ ცხოვრების წარმართვა შემიძლია, არჩევანის გაკეთება და იმ გზებიდან ერთერთის არჩევა, რომელსაც ღმერთი მიჩვენებს.

დღეს, კაკ რაზ, სელინჯერის "ფრენი და ზუის" გადავხედე მეორედ, თავიდან აშკარა იყო, რომ რაღა ფრენი და რაღა - მე. სელინჯერი მეკაიფება თუ რა ხდება, სულ "ჩემზე" წერს-მეთქი, ვიფიქრე, მერე გავბრაზდი, რომ ეს სელინჯერიც ისეთივეა, როგორიც სხვა მწერლები. წერენ, წერენ, თავგზას გირევენ, სტერეოტიპებს თავად გიქმნიან, რაღაცებს გაჯერებენ და მერე კიდევ უნდათ - ინტელექტუალური ფრიკი არ იყო, ამიტომ მინდა სადმე, ყველა პროზა/პოეზიისგან შორს, ვიარო, ვიარო და მე თვითონ დავწერო, თუ რამეა. მერე ჩემი დაწერილი დავპოსტო და თქვენ გარდა, ვინ წაიკითხავს, შესაბამისად მეც არ ვიქნები intellectual freak, ფრჩხილები მტვრით მექნება სავსე და ჩანთაში ყოველთვის მედება შოკოლადი. Hasta luego!!! ;)))

ბედნიერ კვირას გისურვებთ!

10 comments:

clown said...

[quote]რამდენი ხანია სამხრეთ ამერიკაში მინდა ცხოვრება![/quote]

თუ ძაან გინდა მაგ მიზანსაც მიაღწევ ალბათ, მთავარია სურვილი ^^ :S

Unknown said...

ui :) Vargas Llosa caikitxe mashin, mogeconeba.

gansakutrebt"Travesuras de la nina mala"

Lalena said...

ხანდახან მგონია რომ ოცნებები დაგვცინიან, ყველაფერი ხდება ხოლე მაგრამ არასდროს ისეთი სიზუსტით როგორც წარმოგვიდგენია...

Toma said...

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის მჯერა: რაღაც თუ მართლა ძალიან გინდა და ყველაფერს აკეთებ მის მისაღებად აუცულებლად მიიღებ.

Anonymous said...

ise kargad wer, shens novelebsadc tu motxrobebsac siamovnebit wavikitxav :P

Natalia said...

უჰ,მიყვარს სამხრეთ ამერიკელი ქალები :))


პ.ს რაც ჩამოვედი, პირველად შენთან ვწერ კომენტარს სოფი, იმდენი ბლოგი/პოსტი დამიგროვდა წასაკითხი... :P

Keti said...

მგონი მოგზაურობასთან დაკავშირებულ ოცნებებს დრო ვერაფერს აკლებს :) რომელიმე ქვეყნის კულტურა თუ მიგვიზიდავს, ეს ინტერესი შეუძლებელია, განელდეს. ნახვის შემთხვევაში პირიქით, შეიძლება მეტადაც დავინტერესდეთ..
მაგალითად, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მაშინაც მსურდა ესპანეთის ნახვა და ახლაც მსურს. ნუ, ჯერჯერობით ისევ ოცნებაა :)

Anonymous said...

rogor miyvars lambadaaa :D

sophya said...

ჩემი ოცნების მხარე ...

http://www.youtube.com/watch?v=SCMFTx461wI

Sophie שרה Golden said...

@ Sophya, obrigado!!! მაგარი ლინკია, მეც მინდა მანდ...