Wednesday, September 30, 2009

Du Bist Meine Morgensonne :)

I couldn't miss this VOLVO


საოცრად ნერვებისმომშლელი ინტერნეტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ თავი დავარწმუნო, რომ все к лучшему. სხვა შემთხვევაში, სულ კომპიუტერთან უნდა ვმჯდარიყავი და გამოვშტერდებოდი.
დღეს ვისეირნე ქუჩებში და საინტერესო სურათები გადავიღე. საინტერესო ჩემთვის, შეიძლება სხვებმა სულ არაფერი დაინახონ. ჩემი განწყობაც დევს ამ სურათებში ერთგვარად :)

კიდევ ვიყიდე ფინჯანი რძისთვის :) რადგან მე ყავას და ჩაის აღარ ვსვამ, მინდოდა საკუთარი ფინჯანი მქონოდა, ერთჯერადი ჭიქები არ მიყვარს. თან ნახეთ რა აწერია: "ჩემი დილის მზე ხარო", ყვითელია და ცხვირპაჭუა მზე ახატია :) ბერლინურ დღეებს გამიხალისებს.


ხვალ ანტვერპენში მივდივართ. მიხარია, ცვლილება მინდა :ლოლ: თითქოს მაკლდეს ცვლილებები, მაგრამ მაინც.

უი, დღეს სუნამოების მაღაზიაში შევედი და ჯეი ლოს "Glow" დავასხი ტესტერ ფურცელზე, ახლა გვერდით მიდევს და მატკბობს. კარგი სუნამოა, სხვათა შორის. ვივა Jenny from the block!

16 comments:

Natalia said...

ვაი, წინა პოსტის წასაკითხად შემოვედი და ახალი დამხვდა : ))

ფინჯანი მომეწონა ძალიან, თან რაღაცნაირად იღიმება :))

მიუხედავად შენი ცუდი ინტერნეტისა, ფოტოები დადე ხოლმე რა სოფი, უფრო მეტ შთაბეჭდილებებს მივიღებთ :) [ეს რაღაც არასწორი გამოთქმაა, მაგრამ დავტოვებ მაინც]

Keti said...

საყვარელი ჭიქაა :)
და ამბებიც – სასიამოვნო წასაკითხი :)

Chaotic said...

lol, მეც მაქვს ეგეთი ჭიქა.
ჩემსას მხოლოდ, "Ich denke an dich" აწერია,ანუ შენზე ვფიქრობო. :)

clown said...

მაგარი ფინჯანია ^^
მანქანაც საყვარელია ^^

ხოდა მეც მინდა ბერლინში :((

Unknown said...

რა საყვარლად იღიმება შენი ჭიქა სოფ:) ძალიან მომწონს შენი ახალი პოსტები

Anonymous said...

morgensonne magaria :)) antverpeni neta rogori iqneba, xalisiani ardadegebi shen !

Sophie שרה Golden said...

@ mr. picasso, დიდი მადლობა :) მიხარია, რომ მოგწონს. ბლოგერმა უნდა იმოგზაუროს, ნამდვილად მჭირდება ეს გამოცდილებები :D

@ ბაბისა, მეც მაინტერესებს, როგორი იქნება ანტვერპენი, იმედია, მომეწონება.

DreaMar said...

სულ მაინტერესებდა ამ სუნამოს სუნი ))მიყვარს დიდი ფინჯნები, მსგავსი ლამაზი ნახატებითურთ ))

Unknown said...

sofi, yavam da chaim radagishava? :D
moere foto momecona, dzalian dzalian.

Anonymous said...

au magari chikaaaa <3

Roisin said...

რა საყვარელო პოსწიკები გაქვს:)) ისსე მომეწონა შენი ჭიქის წარწერა სტატუსად დავაყენე facebook-ზე:))) I love Berlin,(აი ძალიან მინდა მოვხვდე))))

Anonymous said...

მე კიდე ისე მომეწონა შენი ფინჯანი თავისი წარწერითურთ რომ ეგრევე გავასტატუსე :)

Toma said...

uuuh, neta romeli wlis volvoa ? :) sayvareliiiaaaa

Unknown said...

სოფ გუშინ სინაგოგაში ვიყავი მინდოდა ლოცვასაც დავსწრებოდი მაგრამ ლოცვის დროს არ შეიძლება შესვლაო ვიღაც კაცმა მითხრა რომელიც სულ თან დამყვებოდა არ მაცალა წესივრად სურათები გადამეღო:(

Lalena said...

აუუუუუუ რამდენი რამე გამომიტოვებიაააააა, ბერლინში ხარ თურმე, სულ ჩამოვრჩი, წავედი მე არ მცალია, თავიდან უნდა გადავიკითხო შენი ბლოგი :)))))))))

Anonymous said...

მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, სოფ...
ჩვენი ცხოვრების თითოეული დღეს სულ ასეთი "+"თა და "–"ებით არის დახუნძლული. აი, წარმოიდგინე ხე, რომელსაც სულ +–+–+–+–ები ასხია. ასეთი პატარ–პატარა "+"–ების ან "–"ების, ან სულაც "+–"–ების ერთობლიობა ქმნის ახალ შთაბეჭდილებას ანუ ახალ პოსტს :))
გისურვებ ორივეს. "–" რა თქმა უნდა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც. ორივე საჭიროა, თორე ღმერთი არ მოიგონებდა :))