Sunday, February 28, 2010

2010-ის უკანასკნელი თებერვალი

Февраль. Достать чернил и плакать!
Писать о феврале навзрыд,
Пока грохочущая слякоть
Весною черною горит.

ჩემი მთარგმნელობითი კარიერის "მსვლელობისას" კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორი აბსურდია ყველა პოლიტიკური სისტემა; როგორი უძლურია ადამიანი, როგორ უყვარს ოცნება და მარტივი ცხოვრება.

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. I mean, take it easy, Soph!
დღეს დილით მეგილას რომ ვუსმენდი, მაშინ მივხვდი, ერთადერთი ცნება ღმერთია, რომელიც არასოდეს გიღალატებს, ტყუილ დაპირებებს არ მოგცემს - უნდა იმუშაო, ეცადო და მერე შედეგს დაელოდო - აი ერთადერთი ჭეშმარიტება. დანარჩენი ყველაფერი იმდენად უმნიშვნელოა, რომ მოსმენადაც არ ღირს.

გუშინ ჰემინგუეის "ვისთვის რეკს ზარს" ვკითხულობდი და ყველანი ისე შემეცოდნენ. ხო ყველას რაღაც იდეა ამოძრავებდა და ადამიანებს რომ არ ემოქმედათ, შესაბამის შედეგსაც ვერ მიიღებდნენ ომის შემდეგ. მაინც, შემეცოდნენ, ზუსტად არ ვიცი რატომ.

ყველაზე სასაცილოები, იცით, როდის არიან ადამიანები? გაზაფხულს როცა ელოდებიან და ჰგონიათ, ახლა მაინც შეიცვლება რაღაც. კი, შეიცვლება, მაგრამ ბევრი არაფერი, თუ შენში არ შეიცვალა რამე და შენი მისწრაფებები სერიოზული არ გახდა. ბოლოს, ეს მისწრაფებებიც სასაცილოდ მომეჩვენება და მგონი, არ ღირს კამათი. კაპიტალიზმი მძულს და მაინც მათ საქმეს ვაკეთებ :| პოპ-ხალხი მძულს და ამ პოპს მაინც ვერ ვცდები თავისი ფილმებით და მუსიკით.


ორი დღეა ჟაკ ელულის "პროპაგანდას" ვთარგმნი. ვისაც წაგიკითხავთ, მიხვდებით, რატომ მეძინება გაღვიძებისთანავე და მხოლოდ ჭკვიანი ესტერი და მისი მორდეხაი მახალისებენ. ა, კიდევ იულიას ნაჩუქარი ჩიტი, რომელიც მამალიაო, ლილუმ მითხრა და ზოგმა კიდევ, წიწილას ჰგავსო :)

11 comments:

clown said...

როდის დაეცემა ნეტა გაპიტალიზმი?... ალბათ არასდროს :|


გაზაფხული მოდის და რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, არც კარგი, არც ცუდი :|

მაგრამ სიახლის სუნი დგას :შ

2kija said...

რამე მეტყობა ეხლა მე რო 3 საათი გავძლებ ძილის გარეშე? ხოდა რას ვამბობდი. ა ხო. ღმერთი ჩვენშია. გაზაფხული ჩვენ მოგვყავს. კაპიტალიზმიც ჩვენ მოვიყვანეთ. სისულელეა ეს პოზიცია, ყველას უჭირავს (ლოლ რა სიმბოლურად ჯდება). ჟიჟეკი შეიძლება მოგეწონოს, მე მთლიანად სემიცვალა პოპ კულტურაზე აზრი. მაგალითად 300 სპარტელი მაგარ არაპაპსა ფილმად გამოყავს - ტიტანიკი კაპიტალისტური "ოჯახის მითის" შედევრად. ცხოვრებას რაც შეეხება ფანჯრის შუშაა ღამით. თუ შუქს ავანთებთ გარეთ რა ხდება ვეღარ დავინახავთ, ზატო შენს უკან რა ხდება იმას ხედავ. არჩევანი - მარტო ჩვენი. ნება = ღმერთი. ძილი = ჯერ არა :@

DreaMar said...

საყვარელი ვარდისფერი ჩიტია :) მიყვარს ეგ ფერი:)

Anonymous said...

საყვარელი ჩიტია! ცვლილებებს რაც შეეხება, გეთანხმები, თუ თვითონ არ შეიცვალე და არ შეცვალე შენი ცხოვრება, გაზაფხულის მოსვლა ვერ გიშველის. საერთოდაც, ვერ ვიტან გაზაფხულს, მარტ-აპრილს მაინც!

babisa said...

ვერაფერი მოიტანს ცვლილებებს, თუ ჩვენით არ მოვიტანეთ და მონდომება და სურვილი არ გვექნა, ჰომ.
მაგრამ როცა გარეთ დარია, ზოგჯერ შიგნითაც აღწევს ხალისი და უფრო მეტი ენერგია გეძლევა რაღაცეების მისაღწევად და განსახორციელებლად :))) ამიტომ დაე მუდამ იყოს მზე და სითბო და მოეტანოს ხალისი

ჰოდა ეგ ვარდისფერი სათამაშო ჩემს თვალშიც მამალია :))

Anonymous said...

მოვა ზაფხული, მოვა შემოდგომა და კვლავ არაფერი შეიცვლება საკუთარი თავის გარდა:)

Lalena said...

წიწილაა და თან საყვარელი :))

ყველაზე სასაცილოები, იცით, როდის არიან ადამიანები? გაზაფხულს როცა ელოდებიან და ჰგონიათ, ახლა მაინც შეიცვლება რაღაც. კი, შეიცვლება, მაგრამ ბევრი არაფერი, თუ შენში არ შეიცვალა რამე და შენი მისწრაფებები სერიოზული არ გახდა.

აი, ამას ვცდილობ ზუსტად და აქაც თუ მომეცარა ხელი აღარ ვიცი რა ვქნა :(

Natalia said...

ოჰ მე გაზაფხულიც ვერ მიშველის ახლა.

მაგრამ სტიმულს მაძლევს, მართლა მაძლევს რომ რაღაცეები შევცვალო. აბა თებერვალი ყველაზე ძალიან არ მიყვარს იმ 12 თვეს შორის, უღიმღამოა. და როგორც იქნა, გავიდა!

Keti said...

მე მაგალითად ველოდი გაზაფხულს. არა იმ პათოსით, რომ რაღაც შეიცვლება, უბრალოდ, ეს ჩემი სეზონია, გაცილებით ლაღი ვარ (რატომღაც), მოკლედ შინაგანი, ემოციური მდგომარეობაა. თანაც ორი წელია, არ მქონია ეს მოლოდინი (არცერთ სეზონს არ აღვიქვამდი), საკმაოდ ცუდი წლები იყო...

რა თქმა უნდა, ხელი უნდა გაანძრიო ადამიანმა, რომ მოგეცეს რამე...

Taa said...

როგორი უძლურია ადამიანი, როგორ უყვარს ოცნება და მარტივი ცხოვრება.

მე მიყვარს ოცნება
ძაან ძაან დიდი დოზებით

gabo said...

lolრა საყვარელი ჩიტია :)
გაზაფხულის მოსვლისთანავე მეც ყოველთვის მგონია რომ რაღაც შეიცვლება ცხოვრება უკეთესი გახდება და ყველანი ბედნიერები ვიქნებით. მერე ისევ მოდის ზაფხული შემოდგომა და ზამთარი და იშვიათად თუ იცვლება რამე . მთავარია გვწამდეს და აუცილებლად შეიცვლება. თუნდაც მცირედით მთავარია, რომ ესეც ბედნერებას გვანიჭებდეს