Потому, что я с севера, что ли...
- Сергей Есенин
არადა, საიდან ჩრდილოეთი...
შეუძლებელია ადამიანს Sunny გერქვას და მზეს თოვლი გერჩივნოს. მაგრამ მთავარი სულიერი მდგომარეობაა, ხომ იცით.
დღეს რომანტიკული კვირადღე მაქვს, ვუყურე "ბედის ირონიის გაგრძელებას", ვუსმენ რუსულ რომანსებს და ესენინის ლექსებს გადავხედე. ხდება ცხოვრებაში, როცა ისეთი ადამიანები გიყვარს, რომლებსაც ცხოვრებაში არ შეხვდები და მხოლოდ მათი ნაწერების/შემოქმედების მიხედვით აფასებ. ბუნებრივია, ამ საუკუნეში სერგეი ესენინის იმიჯი სერგეი ბეზრუკოვმა შემიქმნა და მანამდე მაიაკოვსკი ბევრად მერჩივნა.
პირველ კურსზე ერთი გიჟი ლექტორი გვყავდა, ქართული ენის სტილისტიკას გვასწავლიდა და ბოლოს თავისუფალი თემები დაგვაწერინა საგამოცდოდ... მე სამ რუს (?!) პოეტზე დავწერე: ბლოკი, ესენინი, მაიაკოვსკი... და ყველაზე მაღალი ქულა დამიწერა, ხომ ვამბობ, ცოტა წაიგიჟებდა (მეც არ ჩამოვუვარდებოდი). იმ პერიოდში ჩემი ცხოვრება რუსული პოეზია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზოგიერთი ნაცნობი ამბობს, ვერ ვიტანთ ამ რუსულ березовая სევდასო, მაგრამ იმას თქმა არ უნდა, რომ რუსული პოეზია მსოფლიოში ყველაზე ლამაზია.

პოეზიაზე დაწერას კი არ ვაპირებდი, უბრალოდ, ჩემი საკვირაო განწყობის გადმოცემა მინდოდა თქვენთვის.
ჩემი ლოდინი გრძელდება, შედარებით მშვიდად, რადგან ლიბ.გე-მ გამოაქვეყნა ჩემი თარგმანები. თოვლი მოვიდა და ჩემი აზრით, ღმერთი საკმარის სიყვარულს ამჟღავნებს ჩემდამი, რომ ლოდინით გავიჭაღარავო თმა.

10 comments:
ძალიან მიყვარს რუსული პოეზია, ესენინი, მანდელშტამი და ახმატოვა განსაკუთრებით. იყო დრო როცა მთელი თვეები ამით ვიყავი სავსე.
სამწუხაროდ ამ ბოლო დროს პოეზიის აღქმის გრძნობა დამიჩლუნგდა, მაგრამ გადამივლის, ხანდახან დაღლილობამ იცის ასე გამოფიტვა.
თარგმანებს გილოცავ, უკვე ვნახე, ძალიან ყოჩაღი ხარ :)
რუსულ პოეზიასთან აქტიური კავშირი მხოლოდ სკოლის პერიოდში მქონდა. ჩემი რუსულის მასწავლებელი საოცარი ქალი იყო, შეყვარებული რუსულ ლიტერატურაზე. როცა ვიღაცას ხედავ, თუ როგორ უყვარს რაღაც, შენც ინტერესდები და ზოგჯერ გიყვარდება კიდეც. ასე ვიყავი მეც.
ახლაც და მაშინაც, რომ ვკითხულობ, მე-19 საუკუნის განწყობა მომდის.. არ ვიცი როგორ ავხსნა, თუ როგორია ეს განწყობა. მხოლოდ რუსულ პოეზიას შეუძლია მომგვაროს :)
პ.ს სხვათაშორის, ზუსტად გუშინ გადმოვიღე ჩემი სკოლის რუსულის წიგნი და რამდენიმე ლექსი გადავიკითხე :)
sofiiiii!!!! exa gavgijdebi!!! chem usayvarles mcerals sheexe romelic aseve chemma usayvarlesma msaxiobma shemayvara.rac serials vuyure (seriali cudad jgers ufro,grdzeli filmia)imis mere davicye eseninis leksebis kitxva da scavla.rogor miyvars:*:*:* ara imitom rom bezrukovma itamasha aramed martla dzalian magari poetia, iseti leksebi akvs romelsac grdznob, emociebit datvirtuli da iseti bolos ro yurebamde gagimebuls dagtovebs, an pirikit agatirebs.dzalian magrad kitxulobs bezrukovi eseninis leksebs:)sashinlad momecona es posti!!!:):):) da absoluturad getanxmebi rom rusuli poezia ulamazesia:):):)
თოვლი?!
რაც ეს 2 დღეა თბილისშია, თოვლს ვერ დავარქმევ, ყინულია! :spy: :D
bloki chemi cxovrebis siyvarulia :[ erti periodi lamis saflavshi chavyevi..
da zogadad rusuli poezia:) ici,klasiki i savremennikis erti tomia romantiul poezias edzghvneba da 20 saukunis rusi poetebi arian sul... leka mikitxavs xolme da vdnebi <3
xaroshaia devochka lida..
მე მიყვარს რუსული პოეზია, მაიაკოვსკი არა, მაგრამ ესენინი კი ბატონო!
შენმა პოსტმა მაგრძნობინა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ რუსულ პოეზიასთან სიახლოვე სკოლაშჳ დავტოვე, არადა მომწონს ეს ენა და მე უაზრო კომპლექსების გამო ვივიწყებ :(
ragac periodi mqonda usheyvarebulesi
mere gadamiara
axlac shemomitevs xolme
ver vtvli, rom msoflioshi sauketeso da yvelaze lamazia, mara ert-erti udaod <3
kvira dgis ganwyoba ki martla kargi gqonia.
rogorc iqna tovlic movida, me miyvars tovliani chveni qalaqi <3 tetri mtawmindebit da loloebit
შენი კვირის რომანტიკა მხიბლავს,მაგრამ რომ გითხრა რუსულ პოეზიაზე და საერთოდ პოეზიაზე ვგიჟდებითქიო,ტყუილი გამომივა. ხანდახან კი მართლა მეკეტება ზოგიერთ ლექსზე.უი ხო,შენ ფორუხ ფაროხზადი მოგეწონება,შეიძლება გაგიჟდე კიდევაც.ლიბ.ჯეზე დავინახე შენი ლექსები,ცოტა ხანში გადავხედავ
vaa ar vicodi rom sheni targmanebi iko gamoqveknebuli
aucileblad gadavxedav :)
:sunny: :)
Post a Comment