Monday, February 8, 2010

ყველა კარგადაა

ამერიკელები ხშირად იღებენ ფილმებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე. მე კიდევ ზუსტად წუხელ ვფიქრობდი ამაზე, რომ გვინდა თუ არ გვინდა, მათ ვგავართ და მთელ მომავალ ცხოვრებაზე აისახება, როგორმა მშობლებმა გაგვზარდეს; ისე ვექცევით სხვებს, როგორც ოჯახში გვისწავლია და რაც უნდა გვინდოდეს, ვერ გავექცევით იმ დემონებს (ან რაც გინდა დაარქვით), ბავშვობიდან რომ დაგვყვებიან.

დღეს ამ ფილმს, "ყველა კარგადაა"-ს რომ ვუყურებდი, რაღაცნაირად შემეცოდა რობერტ დე ნიროს გმირი, უკვე მოხუცი, რომელსაც საუბარი და შვილებთან ყოფნა აკლია, მათ კიდევ თავიანთი პრობლემები აქვთ. არის ფილმში ზოგი ისეთი ეპიზოდი, რომელიც ბანალურია და გინდა, გადაახვიო, მაგრამ უმეტესად ძალიან სასიამოვნო საყურებელია, ყველაზე მეტად დრიუ ბერიმორის გმირის თავის მამასთან შეხვედრა და დამშვიდობება მომწონს, ისეთი თბილი და მზიანია.


ფილმის მესიჯი ისაა, რომ მშობლებსა და შვილებს შორის გაგება, ნდობა და სიყვარული იყოს; მაგრამ ჩემთვის ამ ფილმში უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ დგება მამა და თვითონ მიდის შვილებთან, არ ზის და მათ არ ადანაშაულებს, არც ვალდებულებებს აკისრებს. ძალიან იშვიათია ასეთი მშობლები. პრინციპში, არც მე მაკისრებს მამაჩემი რამეს...
ხომ იცით, ფილმები იმისთვის არის, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები გაიხსენოს, რაღაცები გადააფასოს კიდეც, თუმცა საბოლოო დასკვნა ეს იქნება, მშობლებს ვერ შევცვლით, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ და გვიყვარდეს. ვისაც როგორ შეუძლია.

14 comments:

შორენ said...

სოოოოფ.ახლა რტომ გითხრა რომ მომენატრეთქო,გიჟი გეგონები?არადა მომენატრე და ეგ სიტყვები მომივიდა უცებ თავში. მადლობა, რომ ლინკებსაც უთითებ,ჩემნაირი ზარმაცებისთვის:)აუცილებლად ვუყურებ.
ამასწინათ დედაჩემმა მითხრა,ზოგი შვილი მშობელს აბერებსო და მადლობა თქვენ,რომ არ დამაბერეთო.

მაკა ასათიანი said...

ახლახანს ვუყურე, დრიუს ეპიზოდი მართლა განსხვავებულია.საერთო ჯამში ფილმი ურიგო ფილმი არ არის, დენირო რულეზ :)

Anonymous said...

მმმ, მშობლების და შვილების თემა ამოუწურავია! ფილმს აუცილებლად ვუყურებ!

Sophie שרה Golden said...

@ შორენ, დავიჯერებ, როგორ არა, იმიტომ, რომ მეც ძალიან მაკლდი შენი ფიქრიანი ნაწერებით...

Dissolved Girl said...

ფილმმა დამაინტერესა ძალიან, ვიწერ :) თვითონ თემა ძალიან მტკივნეულია, მშობლების და შვილების ურთიერთობა... ბლომად მაქვს საწერი, არ ვიცი დავწერ თუ არა ამაზე ოდესმე

ნინო said...

ისე კარგად და თბილად გეწერა, დამაინტერესე :) მადლობა. აუცილებლად ვნახავ ამ ფილმს

babisa said...

გუშინ ღამით ვნახე ეს ფილმი და ნამეტნავად სენტიმენტალურად დამეძინა.
აი თითქოს ძალიან ჩვეულებრივი პრობელმაა, რაც მრავალ ადამიანს აქვს, განსაკუთრებით ამერიკსა და ევროპაში. ჩვენთან-აც, მაგრამ უფრო მცირე შემთხვევებია /ჯერ.
თითქოს იცი წინასწარ რაც იქნება, იმასაც ელოდები, რომ შვილები ცივად უნდა შეხვდნენ.. მაგრამ დე ნირო ისეთჳ გენიალურია, ისე კარგადაა სეფუთული ფილმი. საბოლოო ჯამში მოქმედებს მაყურებელზე და დაფიქრების საშუალებას გაძლევს. აი როცა გაფიქრებს, გიტოვებს საწვავს- ეს კარგია და განსაკუთრებით კარგია, თუ ამერიკელ მაყურებელს გადასცემს ამ მესიჯს.
:)

2kija said...

happiness ნახე, მაგარი ფილმია, ტოესც კრიტიკაა ამ ფსევდობედნიერების

Chaotic said...

ufff, იმდენი ვიტირე. "სამღამენათევი" ვარ და ეტყობა უფრო მძაფრად აღვიქვი...

Sophie שרה Golden said...

@ Chaotic, ახლა გამახსენდა როგორი განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს მამასთან :admire:

Kate said...

სოფ, გახსოვს ეს პოსტი???
:D :D

http://k84u.blogspot.com/2009/10/movies-to-be-seen_22.html

Sophie שרה Golden said...

@ Kate, როგორ არ მახსოვს, მაგ პოსტმა ისე შთამაგონა :)

Kate said...

შენ კი შთაგაგონა და მე საერთოდ გადამავიწყდა.
გუშინ გადმოვწერე და უნდა ვუყურო.
მიყვარს რობერტი. <3

iie said...

ici, gasagebia, rom mama da ragac, magram me shvilebisac mesmis ragac pontshi. imdenad damoukideblad zrdian zogjer, rom ai, sanam guli ar daartkamt xolme, verc xvdebian ras ar miachvies