
წეღან შანელის აქსესუარებს და ფეხსაცმელებს ვათვალიერებდი. დედაჩემს რომ ვუთხარი, ნეტა, ძალიან ძვირი ეღირებაო, მაშინვე მკითხა. ბავშვობიდან ასეა, სულ სჯერა, რომ მე უნდა მქონდეს, რაც მინდა. ამ დროს მე თვითონ დარწმუნებული ვარ, შანელსა და მსგავს გაპრანჭულ ბრენდებში ფულს არასოდეს გავიმეტებდი. იმდენი ფული, პრინციპში, არც მქონია, რომ საქმე აქამდე მისულიყო, სიტყვაზე ვამბობ :) მაგრამ არის მეორე ბრენდი Burberry; რომ წარმოვიდგენ, როგორი ფაფუკი კაშნეები, ნაზი ფეხსაცმელები და საწვიმარები აქვთ, ლამის დავდნე. მაგრამ ამაშიც არ ვარ დარწმუნებული. ჩემი სოციალისტი თავის ამბავი რომ ვიცი, ბოლოს ხელი ამიკანკალდებოდა იმ ფულით ისევ წიგნებს ვიყიდდი, ან სამხრეთ ამერიკაში წავიდოდი სამოგზაუროდ :)
70929-15a1.jpg)
გუშინ ერთი მარმონი ბიჭის ბლოგი ვნახე, რომელიც მისიონერად ურუგვაიში იყო წასული. მთელი ღამე ვკითხულობდი და კიდევ უფრო მომინდა სამხრეთ ამერიკის ნახვა. მაინც სულ ტანჯული ქვეყნები რომ მიზიდავენ, gosh.

დღეს ტელეფონის და ინტერნეტის დავალიანებები უნდა გადამეხადა და მომიწია ახალ ხიდზე გადასვლა. არ ვიცი, ვინმე თუ ასულხართ, მაგრამ მე საშინელი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა ეს ლითონის თხელი ფირფიტები ჩაიღუნებოდა, ან კიბეზე დამისხლტებოდა ფეხი... ასეთი სასწაული გამოგონებების როგორ მშურს :| შეიძლება მე არ მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნები საკმარისად ნანახი, კიდევ სად გინახავთ მსგავსი ლითონის ჯართები შუა ქუჩაში?
მაგრამ რა დროს ეს არის, როცა შანელი ახალ კოლექციას უშვებს და ჩემი "ბოროტი", კაპიტალისტი მეორე მე მიჩიჩხინებს, კიდევ ერთხელ დავგუგლო.
70929-15a1.jpg)
გუშინ ერთი მარმონი ბიჭის ბლოგი ვნახე, რომელიც მისიონერად ურუგვაიში იყო წასული. მთელი ღამე ვკითხულობდი და კიდევ უფრო მომინდა სამხრეთ ამერიკის ნახვა. მაინც სულ ტანჯული ქვეყნები რომ მიზიდავენ, gosh.
დღეს ტელეფონის და ინტერნეტის დავალიანებები უნდა გადამეხადა და მომიწია ახალ ხიდზე გადასვლა. არ ვიცი, ვინმე თუ ასულხართ, მაგრამ მე საშინელი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა ეს ლითონის თხელი ფირფიტები ჩაიღუნებოდა, ან კიბეზე დამისხლტებოდა ფეხი... ასეთი სასწაული გამოგონებების როგორ მშურს :| შეიძლება მე არ მაქვს საზღვარგარეთის ქვეყნები საკმარისად ნანახი, კიდევ სად გინახავთ მსგავსი ლითონის ჯართები შუა ქუჩაში?
მაგრამ რა დროს ეს არის, როცა შანელი ახალ კოლექციას უშვებს და ჩემი "ბოროტი", კაპიტალისტი მეორე მე მიჩიჩხინებს, კიდევ ერთხელ დავგუგლო.



13 comments:
მგონი ძალიან მოგიხდება შანელის ეს ნივთები. დააბალანზე კაპიტალიზმი და სოციალიზმი და მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ცალ ცალკე ჩემის აზრით აც ერთი წყობაა მისაღები მე მათი ნაზავი უფრო მომწონს.
აუ მაგ ხიდზე მეც მუხლი ამითრთოლდა ის კი არა და სოფელში ერთი ბეწვის ხიდია მდინარეზე გადადის იმაზე არ მეშინია გადასვლა ამაზე რომ დამემართა. თან ქარი იყო და დიდ რკინის ჰამაკზე მეგონა რომ გადავადგილდებოდი
ასეთი ლითონის ჯართები რკინიგზის გადასასვლელებზეა :დ მარა იდეა კარგია ანუ გადარბენას ჯობია და ფრო იაფიდება ვიდრე მიწისქვეშა, ნაკლებ პრობკას აკეთებს და ა.შ
გაიტანეთ ეს ლითონის ჯართები! ჩემი გულის გასახეთქადაა შექმნილი. ხოდა, ისე თვალიერებით მეც უხვად ვათვალიერებ ცნობილი ბრენდების კოლექციებს, შეძენაზე არც მიფიქრია.
ბარბერიიიი ჩემი სიყვარულია :) მე პირიქით, რის საყიდლადაც არ უნდა წავიდე, თუ რაიმე კარგი ტანსაცმელი შემხვდა იმას ვყიდულობ, არც წიგნი ვიცი და არც საჭმელი :-შ გისურვებ, რომ იმდენი ფული გქონდეს ყოველთვის, რომ შანელის ნებისმიერი კოლექციის შესყიდვა შეგეძოს :)) მაგ ხიდზე კიდე დედაჩემი გადავიდა ერთხელ და ისეთი დაზაფრული მოვიდა, რომ ფეხის შემდგმელი აღარ ვარ
თვალიერებით არაფერი დაშავდება შვილო ჩემო.. :| თან ბარბერი, მმმმ :S მე ვივიენ ვესტვუდზე ჩავიხვიე ამ ბოლო დროს, ოფიციალურად გიჟია მგონი ეგ ქალი, მაგრამ ძალიან მაგარი გიჟი..:)))
არადა რომ იცოდე ეგეთი "კაპიტალისტური" ფეხსაცმელები რა კომფორტულია.. ვერც გრძნობ რა გაცვია :S არც მე მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება ეგეთები ჩამეცვა, მაგრამ მაინც.. ოდესმე ერთ წყვილს ვიყიდი და მგონი არაფერი დაშავდება.. აი იმ კეტებს მაინც გუშინ რო დადე ფეისბუქზე :P :*
მე არ ამიკანკალდებოდა ხელი შანელის ან ბარბერის ყიდვისას :))მაგრამ ვიცი, რომ ტყუილად არ გავფლანგავ ფულს. მინდა, რომ იმდენი შესაძლებლობა მქონდეს, 2-3 თვეში ერთხელ მაინც ვახერხებდე ბრენდების ყიდვას, ზედმეტი ეკონომიების გარეშე. ბევრი ფული არ მინდა :D
რკინის ხიდზე ერთხელ გადავედი ჭავჭავაძეზე და შუაში რომ მივედი, მანქანებს გადმოვხედე და ისეთი ამაყი ვიყავი :D გზაზე გადასვლის ძალიან მეშინია და იქ უსაფრთხოდ ვიგრძენი თავი :lol:
საკუთარი თVვისთვის მაქვს პირობამ იცებული რომ აუცილებლად მექნება იმდენი ფული რომ ვიყიდო დიზაინერების ნივთები :X
აი ხედებზე მეც გული მისკდება ;) და მაინც სიმახინჯეა :X
ულამაზესია, მითუმეტეს კუბოკრული!
ჯართზე ჯერ არ ავსულვარ და ძალიან მაინტერესებს ისე.
ეს ხიდები ხომ საშინელებაა :|
უსასიამოვნესი შგრძნება დამრჩა.მართლა:)მეც მომწონს შანელიც და ბარბერიც,მაგრამ ჯერ ეგ სიამოვნება შორსაა.
შენ ყველგან წახვალ სოფ. აი ნახავ თუ არა
ulamazesia orive
eg fexsacmeli sashinlad mogixdeba
usakvarlesia
rac sheexeba litonis jartebs
me minaxavs egetebi ankarashi
magram isini aadamianurebi ikvnen, dizainerskebi da eskalatorebit da lamazad gadaxuruli
aseti jatebi ara
me darwmunebuli var xelis kankalis gareshe gadavixdidi did tanxas kargi brendistvis. (rom mqondes, ra tqma unda) radgan kargi xarisxi didxans gadzlebs da mec gabadruli viqnebi :D
ფული იყოს და ბარბერიც იქნება, შანელიც და სხვებიც.
ყველაზე ძველი "ხიდი" დიღმის მასივშია. ასე რომ ახლა პეკინზე რომ ვხედავ, არანაირი ემოცია არ მეუფლება.
არადა ულამაზო კია, მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხოა.
Post a Comment