ებრაული კალენდრის მიხედვით დღეს როშ ხოდეშია, ანუ ახალი თვის დასაწყისი, როცა ახალი მთვარე გამოდის. პატარა დღესასწაულივითაა, უნდა დაისვენო, წაიკითხო და რაც შეიძლება ნაკლებად იფიქრო მატერიალურ სამყაროზე. ჩემი საყვარელი დღეა. თუმცა, მთვარესთან დაკავშირებული დღეები ქალებისთვის საკმაოდ რთულია, როგორც იცით, და ხასიათის ცვალებადობის მიხედვით, კალენდრის გარეშეც შემიძლია ვთქვა, როშ ხოდეში როდის იქნება ხოლმე.
ბავშვობაში არ მიყვარდა დღესასწაულები, არც შაბათ-კვირა, მეგონა, უბრალო დასვენების დღეები იყო. ახლა კი ვხვდები, რომ ნებისმიერი დღე, როცა თავისუფალი გაქვს, საჩუქარია, რადგან ამ დღეს შეგიძლია საკუთარ თავთან დარჩენა. ეს კი ნიშნავს, რომ შენი განწყობის, ხასიათის შეცვლა შეგიძლია. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჩემს ბავშვობაზე, ცხოვრებაზე და იმაზე, როგორ მინდა გავაგრძელო, ვინ მინდა ვიყო და ნამდვილად მინდა, თუ არა. პრინციპში ჩემი ცხოვრება სულ ძებნაა, მაგრამ ზოგჯერ (განსაკუთრებით ახალი მთვარის გამოჩენამდე) ადამიანი ყველაფერს მძაფრად შეიგრძნობს და არ იცის, სად მიიდრიკოს თავი, როგორც ბარათაშვილი იტყოდა...
ძებნა გრძელდება, რა თქმა უნდა და ამას არაფერი ჯობია, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც ნაწილს მაინც ვიპოვი, რაც სტაბილურობის შეგრძნების საშუალებით შემაჩერებს და მერე ალბათ უკვე ერთად გაგრძელდება ძიება. "ფრენი და ზუიში" ამბობს ფრენი ასეთ საყვარელ რაღაცას, ნებისმიერ რელიგიაში ადამიანი ღმერთს ეძახის და თუკი ამის მართლა სჯერა, ესე იგი, ღმერთსაც დაინახავსო. გუშინ რაბ ავიმელეხთან და იულიასთან რომ ვიყავი შაბათზე, ჩემი საყვარელი ლევინებიც იყვნენ და მეირ ლევინმა ზუსტად ეს თქვა, როცა ადამიანს სიკეთის, ერთგულების და საყვარელი სცენარისტის გჯერა, მნიშვნელობა არა აქვს შენს რელიგიასო და ამის მაგალითად მოშეს (იგივე მოსე) სიმამრის, იტროს მაგალითი მოიყვანა, რომელიც მთელი ცხოვრება კერპთაყვანისმცემელი იყო. კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი იუდაიზმი.
დღეს ჩემი ერთი ლექტორის სურათებს ვათვალიერებდი, ისრაელში ყოფილა და იერუსალიმის სურათები ედო. რა უცნაურია, რომ ყველა ამ ქალაქისკენ მიისწრაფის.
ჩემი დრო როდისღა მოვა?..

ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას!

8 comments:
"საკუთარ თავთან დარჩენა"
რა კაი სიტყვებია :შ
სოოოოფ, მომკლა პიემესს+ახალმა მთვარემ :(((((((((((((
ანუკ, ეგ უნდა მეთქვა ეხლა მეც, პოსტის კითხვა რომ დავამთავრე. აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს განწყობას.
მიყვარს უქმეები, ძალიან. მაგრამ სულ იმაზე ვნერვიულობ ხოლმე, რომ მალე გავა.
Zalian mkvrtrad mjera, rom msgavsi bunebrivi movlenebi did gavlenas axdens xasiatze, ganwyobaze da saertod dgis mimdinareobaze.
hoda, ertma muslimanma tqva, roca vsaubrobdit, mtavaria gwamdes, ra gwams is meorexarisxovania , urwmuno adamiani ufro sashishia, visac araferi aqvso.
vetanxmebi :)
@ ანუშკა, ოჰ, ნუ გამახსენებ. მე უკვე გავიარე ეგ ფაზა და დავისვენე. Hope you'll pass it soon too.
@ ბაბისა, გეთანხმები შენც და იმ მუსულმანსაც 100%
მთვარესთან დაკავშირებული დღეები ქალებისთვის საკმაოდ რთულია - უცნაურია, მაგრამ ჩემს განწყობაზე მთვარე, ამინდის ცვლილება, მაგნიტური ქარიშხლები და სხვა მსგავსი კატაკლიზმები ვერასოდეს ახდენდა განსაკუთრებულ გავლენას. პმს-იც კი უწყინარი მაქვს.
იერუსალიმს რაც შეეხება, მართლაც, ყველა ისწრაფვის მაქეთკენ, მაგრამ მე პირადად ვერ გავბედავ წასვლას. რომ წარმოვიდგენ, სად უნდა მივიდე და გავიარო, მეშინია.
am postze cerdi facebook-ze :)
@ თაა, არა.
Post a Comment