Monday, February 15, 2010

ბავშვობის განძი


ბავშვობაში მეც მქონდა ასეთი სიმდიდრეები :)
მოცვლილ სარძევე კბილებს, სოფელში ნაპოვნი ლოკოკინების ნიჟარებსა და მძივებს პატარა გულის ფორმის ყუთში ვინახავდი. ყველა ბავშვს აქვს თავისი განძის კოლოფი და ამ სურათმა ისეთ კარგ განწყობაზე დამაყენა. ჩემმა მეგობარმა, დინამ, გამომიგზავნა, რომელმაც იცის, როგორ მიყვარს ასეთი სურათები. ისე მომეწონა, გადავწყვიტე უფრო მეტი მომეძებნა და ასე აღმოვაჩინე ევგენია გაპჩინსკა, უკრაინელი მხატვარი, რომელიც ყველაფერთან ერთად, ჩემს საყვარელ ოდესაში ცხოვრობს :)


რაღაცნაირად იანა ფრანკი გამახსენა ევგენიას სურათებმა, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული სტილი აქვთ და ცხოვრებაც. იანა ისე მიყვარს და ვიმედოვნებ, რომ კიდევ ვნახავ. აი, ევგენიას გაცნობაც ძალიან მომინდა, რაც მიზეზს მაძლევს, ოდესაში წასვლაზე სერიოზულად ვიფიქრო.

10 comments:

Unknown said...

მე ესე ტარაკანი მყოლია ბანკაში "განძად" :))

Anonymous said...

უსაყვარლესი სურათია! :) მეც მქონდა ჩემი განძი ბავშვობაში. მამაჩემის საწერი მაგიდის ერთი უჯრა მქონდა გამოყოფილი და იქ ვინახავდი ჩემს სიმდიდრეს! ოღონდ იქ მწერები არ შედიოდნენ, მაგათი ყოველთვის მეშინოდა! :)

nastasia said...

naxatebs slavuri xeli etyoba da sayvarelia..bavshvobashi bevr chrel qvebs vagrovebdi,sul zirs viyurebodi da imitomac amqvs mgoni sqoliosi :P
jobda sarzeve kbilebi da mochrili tmebi shemenaxa :)

Lalena said...

მე კიდე ”ლოვეს” საღეჭი რეზინის ”ნაკლეიკები” გამახსენდა :))))

Unknown said...

ulamazesi da saocrad tbili suratebia .

clown said...

მე კიდე მოცვლილ კბილს ფანჯრის რაფაზე ვდებდი, რადგან თაგვს წაეღო და ახალი კბილი ამომსვლოდა :D :D :D

shoren said...

მე კიდევ ციცინათელებს ვაგროვებდი ქილაში და შემდეგ ბნელ სარდაფში ვინახავდი,ძაან გული მწყდებოდა რომ რამდენიმე დღის შემდეგ აღარ ანათებდნენ:( არადა ჩემი ხელით ვუსწრაფებდი სიცოცხლეს. დედაჩემი ჩემი და ჩემი დების კულულებს ინახავდა ,მაგრამ შემდეგ სადღაც დაიკარგა

♥ Little_miss_Dorothy ♥ said...

მოცვლილმა სარძევე კბილებმა "ბიულერიუელი ბავშვები" გამახსენა XD ჰეჰეე ბრძენთა ზარდახშა რა საყავრელია :უსერ:
მე სულ ვაგროვებდი რაღაცეებს მაგრამ დღეს არაფერი არ შემომრჩა :უსერ: იმიტო რო ყველაფერს ვკარგავდი ხოლმე

Sophie שרה Golden said...

@ Dorothy, უი ჰო, მართალი ხარ. ალბათ მეც "ბიულერბიუელი ბავშვების" გავლენა მქონდა ბავშვობაში :)
აქვე გეტყვი, რომ მომწონს შენი ბლოგი, მაგრამ კომენტარს ვერ ვტოვებ, შეიძლება რამე ფუნქცია გაქვს გათიშული.

სიყვარულოვნა said...

საყვარელი სურათებია. სხვათაშორის ბევრი ვიცი ვინც ”განძს” აგროვებს. თუმცა მე მათ რიცხვს არ განვეკუთვნები