Thursday, February 18, 2010

ჩემი ბრაზილიელი ბებია დღეს


დღეს ისეთი სასწაული მომღერალი აღმოვაჩინე, გაზიარება მომინდა და მერე ჩემი ბრაზილიელი ბებიაც გავიხსენე :)

კიდევ მივაღწიე იმას, რომ გაბრაზების მაგივრად ბევრი ვიცინე, თუ როგორ მოსწონს ზოგს თავისი lousy თავი და სხვებსაც აჯერებს, რომ ძალიან ლამაზი და ცხოვრების საჩუქარია. "ცხოვრების საჩუქარი", არ ვიცი, რამდენად ქართულია, სადმე წიგნში უნდა მქონდეს წაკითხული, მსგავსი ფრაზები ამომიტივტივება ხოლმე და საუბარშიც ხშირად ვიყენებ.

დღეს ნანა ზარდიაშვილის ისეთი საკაიფო წერილი წავიკითხე. ზუსტად ამის წაკითხვა მჭირდებოდა, რომ მთელი ცხოვრება საბოლოოდ მიმეძღვნა ამ სოც. ქსელისთვის.

"ფრენი და ზუის" ვთარგმნი, გითხარით? ფრენის ნაწილს მოვრჩი და ზუიზე გავიჭედე. PMS-მა გაიარა და "ნორმალურ" მდგომარეობაში მიჭირს სელინჯერის ისე აღქმა, როგორც საჭიროა. ერთი თვე მომიწევს ლოდინი, რომ ზუის დავუბრუნდე.

მჭირდება სოციალისტური შეხედულებების მქონე იუდაისტი სამხრეთი ამერიკიდან, თუნდაც ესპანეთი ან პორტუგალია იყოს. დღეს მივხვდი, რომ რთულადაა my love საქმე.

ჰელენა ბონემ კარტერი როტშილდების შთამომავალი ყოფილა ბებიის მხრიდან. ჩემი გასაცნობი ადამიანების სიას დაემატა.

ა, დილას თმა შევიჭერი, გემოზე მინდოდა დამოკლება, მაგრამ მერე I faced the reality, ჩემი ხვეული თმა ძალიან მოკლეს ვერ აიტანს და მხრებამდე დავტოვე. ჩემი თავის საუკეთესო პარიკმახერი მე ვარ. მორჩა, ამიერიდან ჩემს თმას ვეღარავინ მიეკარება.

14 comments:

Anonymous said...

ნანა ზარდიაშვილის წერილი მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ბევრ რამეში ვეთანხმები. ბებიაც არაჩვეულებრივია! :)

დოდკა said...

ზარდიაშვილის წერილი 10/10!

babisa said...

მმმ
რაკარგია რომ თარგმნი
და თმა კიდე, ბერლინში რომ შეიჭერი , მახსოვს, ნანობდი სულ
და მეგონა აღარ შეიჭრიდი ჯერ :)))
აი მერე ფოტოზე ვნახავ და ალბათ ძალიან მომეწონება, მე მომწონს შენზე შეჭრილი თმა :)

Unknown said...

ra sayvareli bebiaa asaks rom ar egueba da lamazad gamoiyureba miyvars aseTi xalxi

nastasia said...

ai,mteli erti celi mindoda ro chemi tmis shechra shemzleboda,mara agmovachine ro nemsis gaketeba da tmis chechra sxvase xo ara da chemse mit umetes ar shemizlia :(
xooda,kargia,shen ro shegizlia da kide nanas statia mec momecona :)

zurriuss said...

კარგია, სოფ, ყოველდღიურობა რომ არ გბეზრდება ან რომ ცდილობ, რომ არ მოგბეზრდეს – ამის ყველაზე კარგი გაგებით :))

Shoren said...

უმაგრესი წერილი იყო,ეხა წავიკიტხე რადიოშჳ,ხოდა ეხა ფეისბუქიდან შენთან გადმოვბარგდი. საოცარი რამეა.
თმები რატო შეიჭერი?:(რა კარგი თმები გაქვს და რატო?

Unknown said...

sophie, ar Sheidzleba, rom shengan gansxvavebuli shexedulebebli LOVE gyvades da ubralod ugebde?? :)

shen xom sakmaod tolerantuli xar

Sophie שרה Golden said...

@ ბაბისა, ძალიან არ დამიმოკლებია, ხვეული რომ მაქვს, დიდად არ მეტყობა. ზუსტად ბერლინში შეჭრილი შევისწორე ახლა ;)

@ ზურიუს, კარგია, აბა რა. ჩემი ყოველდღიურობა ისეთი საინტერესოა, არც დაგესიზმრება ;)

@ შორენ, უჰ, რა ვიცი... ადრე შეჭრილი შევისწორე.

@ ანუშკა, ტოლერანტი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში მიჭირს, მხოლოდ გაგება ძალიან რთული რამეა.

ნან said...

"ფრენი და ზუი" –ს თარგმანი ლიტ. პალიტრაში ვნახე, ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ შენი სჯობდეს მინდა :D :D

Natalia said...

როგორ გამიხარდა, ’ფრენის და ზუის’ რომ თარგმნი! ძალიან მინდა წაკითხვა :)

ეხლა ვუსმენ Dulce Pontes-ს :)

Lalena said...

მე ამიკრძალეს ჩემით შეჭრა, არადა რას მერჩოდნენ, ჩემი შეჭრილით მთა მაინც პარიკმახერის ხელში ინაცვლებდა, ნუ მომენტალურად თუ არა მეორე დღეს მაინც :)))))

clown said...

წარმატებები ^^



ჰოდა ჰელენა ბონემ კარტერი :love: :love: :love: :love: :love: და კიდევ :love:

<3 <3 <3

2kija said...

"მჭირდება სოციალისტური შეხედულებების მქონე იუდაისტი სამხრეთი ამერიკიდან" :Dddd :up: