ის, რაც მარკ ცუკერბერგისთვის ბიზნესია, ჩემთვის - მთელი ცხოვრება.
ეს პოსტი შეგიძლიათ ყველამ საკუთარ თავზე მიიღოთ.
ყოველ დილით (რამდენადაც დილით ადგომას ვახერხებ) ჩემი ბლოგის შემდეგ, ფეისბუქს ვხსნი, მაშინვე იმ ლინკებს და სტატუსებს ვამოწმებ, რომლებიც ჩემმა "მეგობრებმა" დაა-share-ეს.
უკვე დავესწარი ერთ ფეისბუქურ ქორწილს (პიკოლინა-ლიშთოთა), ასევე ჩემი ახლო მეგობრის ნიშნობა ოფიციალურად იქ შედგა. აქ მყავს ოჯახი - ნათესავები, მეგობრები, "კედლები", ფოტოალბომები, პეტი, ბუნებრივია.
ვერ ვიტყვი, რომ ფეისბუქი მიყვარს ან მძულს, უბრალოდ ეს არის ყველაზე საუკეთესო სოციალური ქსელი, რომელიც ჩვენს საუკუნეს წარმოადგენს და უსწრებს კიდეც. აჯობა თითქმის ყველა სხვა ქსელს, მაგალითად, ჩემს ყოფილ უსაყვარლეს My Space-ს, რომელიც იშვიათად მახსენდება.
რადგანაც დღეს მთავარი პროდუქტი კი არა, მისი წარდგენაა, ფეისბუქი ამის საუკეთესო საშუალებაა; შეგიძლია სხვებს გაუზიარო მუსიკა, ფილმები, ბლოგები, საიტები, ბულშითოლოგიები და საბოლოოდ, ყველა კმაყოფილი დარჩება. თუმცა, ისეთებიც არიან, რომლებიც მილიონჯერ დებენ ერთსა და იმავე ვიდეოს, წერენ cry me a river სტატუსებს, და მერე ჩატშიც გიხსენებენ: ჰეი, რას შვრები, რა არის ახალი :| როცა ამისთვის არსებობს პირადი მიმოწერა, თუ პასუხის გაცემა ძალიან მომინდება, აუცილებლად გავცემ. ზოგ რომანტიკოსს ისიც ჰგონია, რომ ფეისბუქელი ფრენდები მართლა მისი მეგობრები არიან და შეუძლია ცრემლები უღვარღვაროს, ისეთი fragile-ებიც შემხვედრიან, რომლებიც ხუმრობას ან კრიტიკას ვერ იგებენ და მაშინვე ამოგშლიან/დაგბლოკავენ. თუმცა ხუმრობის გარეშეც ხდება ასე, როცა ერთერთმა ცნობილმა ქართველმა ბლოგერმა აღმგავა მისი ფეისბუქის პირიდან, ისევე როგორც საკუთარი ბლოგროლიდან. ვიტყოდი, მკიდია-მეთქი და მკიდია კიდეც, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ასეთი ადამიანების არაპროფესიონალობას. გგონიათ, ჩემი 407-ივე ფრენდი და 100-მდე ბლოგი მიყვარს? უბრალოდ, სოციალური ურთიერთობაა, როცა ყველასგან რაღაცის სწავლა შეგიძლია და ვისაც ჰგონია, რა უნდა ვისწავლო "იმ" ვიღაცისგანო, ჩათვალე, რომ დიდხანს იდგება იმ ადგილზე, სადაც არის.
ფეისბუქი მკლავს და მაცოცხლებს. ხან მაღიზიანებენ ადამიანები და მათი გავრცელებული ტენდენციური ლინკები, მაგრამ ბოლოს ვხვდები, არაფერი ხდება შემთხვევით და ჩემს ფეისბუქურ ცხოვრებაში ზუსტად ის ადამიანები არიან, რომლებიც უნდა იყვნენ.

18 comments:
mec shevechvie zalian
mara vici, aucileblad gadavechvevei
neta ra iqneba shemdegi :)
მეც აღმგავა ერთმა ბლოგერმა მისი აზრით სულ სხვა ვეგონე :)
ჩემი დილაც უფრო სწორედ შუადღეც ასე იწყება .ყავა და ფეისბუქი ამ დღეებში მეგობრები 1000 გადასცდნენ . უზომოდ შევეჩვიე ამ საიტს.ვერ წარმომიდგენია დღე მის გარეშე.
დილით სამსახურში მოსვლისთანავე რომ შემოვქანდები ფბ-ზე, აქ ვარ დღის ბოლომდე, ძალიან მივეჩვიე და მართლა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ადამიანებს რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით ისინი მანდაც ისეთები არიან, როგორებიც ცხოვრებაში: ვინც აბეზარია, იქაც აბეზარია, ვინც ბუტიაა, იქაც ასე იქცევა და ა.შ.
@ babisa, მე უკვე იმედი არ მაქვს, რომ გადავეჩვევი :|
@ mr. picasso, ყოჩაღ შენ! მე მაგდენი friend არ მყავს, ბევრს უარს ვეუბნები, რომ ძაან აღარ ვაწვალო :D
@ unaamarga, ნუ იტყვი. არადა, ადამიანები იცვლებიან ნეტშიო. სინამდვილეში აქ უფრო კარგად ამჟღავნებენ საკუთარ თავს ;)
აღმგავა მისი ფეისბუქის პირიდან, ისევე როგორც საკუთარი ბლოგროლიდან.
ooooooo, ra saintereso adamiani kopila
:D
მე მიყვარს პირწიგნაკი. ძალიან ბევრი მეგობარი მაყავს (ვირტუალური) რომლებთანაც მხოლოდ ეს საიტი მაკავშირებს და რომელთა დაკარგვაც არ მინდა :)
ჰო, ფეისბუქმა ამ ბოლო დროს მეც შემიჩვია და ჩამითრია :)
მრ.პიკასოს მსგავსად, ჩემი ყოველდღიურობაც ყავას და ფეისბუქს უკავშირდება.
მაგრამ ხანდახან ეს ინტერნეტ სამყარო ისე მღლის..
მსგავსი ეტაპი გავიარე ასე ვთქვათ ფორუმებზე, ერთი პერიოდი აღარ ვეკარებოდი მსგავს რამეებს და ბლოგერობამ კვლავ დამაახლოვა, თუმცა ვიცი უკვე როგორც უნდა მოვიქცე.
ფეისბუქს რაც შეეხება, მე მხოლოდ ბლოგის გამო დავრეგისტრირდი და პირადი არის 0. ასე რომ მხოლოდ საქმიანი ურტიერთობები.
სოფ თუ შეიძლება შორთქათით გადაუღე ჩემს ბლოგს სურათი, ჩემი ბროუზერიდან ყველაფერი ნორმალურად ჩანს და მაინტერესებს შენგან როგორ ჩანს. :))
ნუ განიკითხავ და არ გინიკითხები.
ნუ დაიკიდებ და არ დაგიკიდებენ. :)
ვცდილობ ხოლმე.. კვირაში ერთი დღე განტვირთვას და აქ არ-შემოსვლას..
რამდენი ედიქთივ რამე არსებობს! ღმერთი ჩვენ და ჩვენს ნებისყოფას რამდენი რამით ეთამაშება, ცდის:)
1 200მდე მეგობარი მყავს და ყოველდღიურად ვიმატებ რამდენიმე ათეულს ხოლმე..
უმეტესობა უხმოდ მაძლევს დაბროს..
მარა არიან ისეთებიც, ვინც მეკიტხება ხოლმე, ვინ ხარ, გიცნობ? რატო მამატებ? : )0
მე თქი ბლაიდ ოდნოა თუ რა არის? რით ვერ მიხვდნენ რო ფეისზე რაც მეტი მეგობაი გყავს, მით უკეთესია...
: ))
ჰმმ...
მე ეგ ჩათი მიშრობს სისხლს. მთელ ბრაუზერს მიკიდებს და თან 1550ჯერ მაინც მაქვს ნატქვამი ყველასთვის, მომწერეთ სკაიპში-მეთქი, მაგრამ არა... ისე ვცოფდები მაგ დროს, მთელ საგვარეულოს ამოვშლიდი, ჩემი ნება რომ იყოს და ბანსაც დავადებდი :D
რაც შეეხება მეგობრების დამატებას: ადრე ვამატებდი კაცმა არ იცის ვის... მერე ნელ-ნელა წავშალე უცნობები (ბლოგერებს თუ არ ჩავთვლით). არის ხალხი, რომელსაც არ ვამატებ, ვერ ვხვდები ჩემს ლისტში რატომ უნდა იყონ და იმიტომ....
მე არადანიშნულებისმებრ ვიყენებ, გართობის საშუალრბად ვაქციე და მხოლდამხოლოდ ვთამაშობ (სჰყ)
ამ ბოლო დროს ფეისბუქი მკიდია. მკიდია რა, მოვალეობის მოხდის მიზნით შევდივარ :))
ერთხელ ფრენდების, ფან-კლუბების, ჯგუფების კონტაქტს გადავხედე, მეთქი დავახარისხებ-თქო და შემთხვევით ერთ-ერთი ფრენდი წავშალე... თან აზრზე არ ვარ რომელი. ჰოდა, ვინ იცის იფიქრა - რას მერჩოდა ეს კრეტინიო...
არადა, არაფერს ვერჩოდი.
ესეც ხდება.
me dzalian miyvars shentan qseluri urtiertoba.. facebook-shi, skype-shic da blogzec :)
damainteresa ram shtagagona am postis dasawerad :D
მეც ვგიჟდები. მეც ეგრევე ვხსნი ხოლმე. უბრალოდ ვერ წარმომიდგენია დღე მის გარეშე. ყოველწამს ჩართული მაქვს. ვგიჟდები მასზე.
MYSPACE–ზე საუკუნეა არ შევსულვარ.
@ Ket_Eva_N, ყოველთვის შთაგონებით არ ვწერ :) ზოგჯერ მინდება დავწერო იმაზე, რაც ყველამ იცის და აინტერესებს. ფეისბუქი ზუსტად ჩაჯდა :)
P.S. I love our online talking too - VERY MUCH INDEED!
Post a Comment