მე არ დავუთმობ სხვას
შენსკენ მომავალ გზას!..- დათა აჯიაშვილი
გუშინ ვნახე ფილმი "Me without you", მანამდე კიდევ ჩემი დიდი მეგობრის შვილის ეს სტრიქონი ჩამებეჭდა თავში და დღემდე ვიმეორებ. ისე მოხდა, რომ ფილმი დაემთხვა ამ სიტყვებს და წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი, უნდა დათმო თუ არა, იქნება ეს შენი ადამიანი, მდგომარეობა თუ ყველაზე დამალული - სული?..
ყოველ კვირას სვინგინგ-ლონდონური დღე მაქვს, ძველი ტანსაცმელი მაცვია სახლში, მხოლოდ ამ დღეს ვსვამ რძიან ყავას და მიუხედავად ჩვეულებრივი ქცევისა, სულ ვფიქრობ და საკუთარ თავთან ვკამათობ.
არ ვიცი, იქნებ უნდა დათმო და როგორც "ოსტატ და მარგარიტაშია", არაფერი სთხოვო შენზე ძლიერს, თავად მომცემსო, ასე იფიქრო და თუ შენია, მაინც შენთან მოვა ბოლოს.
"ბოლოს" ქრონოლოგიურად თორემ, ის, რაც ყოველთვის გინდოდა, ისედაც შენი იქნებოდა, სიზმრებში მაინც.
ჰოდა, გუშინ ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში ბევრი არაფერი დამითმია. რაც დამითმია, ქვეცნობიერად არ მეძვირფასებოდა და მერე ბედნიერიც ვიყავი ამის გამო.
60-იანები კიდევ იქნება რამდენიმე წელში, არ ვიცი რამდენად swinging, მაგრამ მე ვიქნები მოხუცი, რომელსაც ყველაზე ბევრი სიზმარი ექნება ნანახი.



13 comments:
უნდა დათმო, უნდა. :)
მარტო შეძენა არ შეიძლება.მე ბუნებითი კანონზომიერებების მჯერა.
თუ არ დათმე ძველი, ახლები არ იქნება..
მე სულ ასე ვიქცევი – არასდროს არავის ვთხოვ რამეს. უბრალოდ ვერ ვთხოვ, საამისოდ ამაყი ვარ ხოლმე, თანაც მეც მგონია, რომ თავისთავადაც მივიღებ ამ ყველაფერს – საკუთარი მცდელობით, შრომით. ხანდახან ძალიან იგვიანებს წარმატება და სურვილების ასრულება, მაგრამ თხოვნას მაინც ვერ ვახერხებ...
რაღაც უნდა დათმო, იმისათვის რომ მიიღო. ყველაფერი დაბალანსებულია. ჩემზე ძლიერისათვის თხოვნა კი მეც არ შემიძლია,თუ დავიმსახურებ, თვითონ მომცემენ!
თუ არ იბრძოლე შენიც ვერ მოვა შენამდე :შ
ბრძოლაში ალბათ მიზანს ვგულისხმმობ :შ
ძალინ მომეცონა აქ განვითარებული აზრი .მართალია, ცხოვრებაში რაც, ან სულაც, ვინც დაგვითმია,როგორც ჩანს სულ არ გვეძვირფასებოდა.
სოფ, შენ, მგონი, ბუდისტი ხარ სულის წიაღისეულით :))
@ ზურიუს, დედაჩემიც ამას მეუბნება ;) :D იქნებ, ოდესმე გავხდე კიდეც, ვინ იცის.
ვუყურე ახლა ფილმს.
გემრიელი იყო.
დათმობებს რაც შეეხება: მე საკმაოდ ხშირად დავთმე, გავიხურე კარი და წავედი. სულ მგონია, რომ ასე უფრო სწორია. ის რაც აღარ არის, არ უნდა ათრიო წარა-მარა რეანიმაციაში.
მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ მე დამთმეს... და It sucked :D
თუმცა, არ გამიპროტესტებია. ესე იგი, ასე იყო საჭირო.
რაც შეეხება ფილმს: დაახლოებით ასეთი სიტუაცია მქონდა ჩემს ერთ ბავშვობის მეგობართან. მის გარეშე "მე" ვერ წარმომედგინა. ამის გამო საშინლად ბევრ მტკივნეულ სიტუაციაში ამოვყავი თავი... მაგრამ ხომ ვარ ახლა, მის გარეშეც?! ვარ... და გაცილებით მშვიდად ვარ.
@ Chaotic, როგორ გამახარე, ვერ წარმოიდგენ. აშკარად ერთადერთი ხარ, ვინც ეს ფილმი ნახა. მართლა გემრიელი ფილმია, that's the right word, დღეს ჩემს დეიდაშვილს ვუყვებოდი სექსიც, დალევაც, მოწევაც & all on time.
ჰოდა, მესმის ზუსტად, დამითმია და მეც დავუთმივარ, ორივე გულისრევის შეგრძნებას მიტოვებდა... "ვარ... და გაცილებით მშვიდად ვარ."
მადლობა ასეთი კომენტარისთვის.
saertod mgonia rom cxovreba kompromisebisgan shedgeba da urtiertobebi datmobebisgan, radgan araferia ise ,rogorc zustad shen ginda da isurvebdi :))
ადამიანები არასდროს უნდა დათმო სხვა ყველაფრის დათმობა შესაძლებელია თუმცა არასასურველი.
@ Sophie,
ჰეჰ, ჩემს ბლოგზე რომ ახსენე ადრე He's just not that into you-ხომ გახსოვს?!
დღეში რამდენჯერ ვუყურებდი 2 კვირის მანძილზე, არ ვიცი. ჩემს ახალ "relationship ბიბლიას" ვეძახდი და ოოოდნავ ქარაფშუტული იმედი თუ მიჩნდებოდა, ეგრევე ვრთავდი მაგ ფილმს. :D
ამასაც მეორედ ვუყურე დღეს. მე გამომიძახეთ სადაც ცრემლები და ტანჯვა-წამებაა და არცერთს დავიშურებ :D
+ იმდენ რამეში ვიცანი საკუთარი თავი... მაგრამ ,ჩემთან happy end-ებით არ მთავრდება რა :S
უკვე გადმოვქაჩე, ამ დღეებში აუცილებლად უნდა ვუყურო, დამაინტერესა :)
Post a Comment