Friday, March 12, 2010

პატარა დავითის ზღაპარი

ბავშვობაში ხო ყველას ჰქონდა საყვარელი ზღაპარი?
მე კიდევ დედაჩემს დავსვამდი და ვთხოვდი, "პატარა დავითის ზღაპარი" მოეყოლა. წარმოდგენილიც კი მყავდა, როგორი იყო ეს პატარა დავითი, გოლიათს რომ შეებმება და შურდულით მოკლავს. თან იმ პერიოდში მეგობარი მყავდა, დათო და მეგონა, ზუსტად მისი მსგავსი იქნებოდა დავით მეფეც :)

დღეს ასეთ "ზღაპრებს" უკვე სხვა კონტექსტში ვკითხულობ და შინაარსსაც სხვანაირად ვიგებ, მაგრამ დავითის ისტორია დღემდე ყველაზე ახლობლად რჩება. ალბათ იმიტომ, რომ ყველას გვყავს გოლიათები (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობის), რომლებთან შებრძოლებაც გვიწევს და ეს ისტორია ძალას გვმატებს, რომ დავითი თუ მოერია, მეც შევძლებო.

თუმცა დავით მეფე იმაზე მეტი იყო, ვიდრე გოლიათების შურდულით მხოცავი. ჩემი მკითხველების უმრავლესობას, მჯერა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექნება მისი ფსალმუნები წაკითხული ისეთ დროს, როცა თავს მარტოდ ან ცუდად გრძნობდა. იმიტომ კითხულობენ, რომ დავითი ყველაზე მარტივი ენით წერს, ღმერთს ესაუბრება და საკუთარი თავის, ადგილის პოვნას ცდილობს. ყველაზე ადამიანური და რთული ბიბლიური გმირია. მის ფსალმუნზე გაკეთებული სიმღერა გამომიგზავნა ადრე დინამ და გადავწყვიტე, იუთუბზე ამეტვირთა სურათით. მგონია, რომ თქვენც მოგეწონებათ.

ბედნიერ შაბათ-კვირას და გოლიათების დამარცხებას გისურვებთ ყველას!

6 comments:

Anonymous said...

The video is awesome!!! daviTi ki marTlac ert-erti yvelaze saintereso da winaagmdegobrivi bibliuri personaJia!

Anonymous said...

მე არავინ მიკითხავდა ზღაპრებს და არც საყვარელი ზღაპარი მაქვს.

შენც კარგ ვიკეენდს გისურვეებ!!

clown said...

4-5 კლასის რელიგიის წიგნებში ბევრია დავითზე ნაამბობი

kikito said...

bavshobam gamielva tvalwin :))
mec mikitxavdnenn patara davitze zgapars da mec myavda megobari dato romelic chems gverdit cxovrobbda da am zgapris gamo sul vepranchebodi, imitom rom megona dedachemi imitom miyveboda rom undoda etkva rom dato dzalian mamaci bichia :)))

Chaotic said...

მე ძველქართულად ნათარგმნი ფსალმუნები მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით 90-ე ფსალმუნი, ალბათ იმიტომ, რომ დიდი დატვირთვა აქვს უშუალოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ყოველთვის მაინტერესებდა, ებრაულად როგორ ჟღერდა.

ჩემგან ყველაზე ხშირად და-quote-ბული ფრაზები:
"თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი"... (13-ე და 52-ე ფსალმუნები).

"უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინის, რაი მიყოს მე კაცმან?" (117-ე ფსალმუნი).

Sophie Golden said...

@ Chaotic, კი ქართულად ძალიანაც ლამაზადაა ნათარგმნი.
რუსთაველიც ხშირად იყენებს ამ იდეას: "უგანგებოდ ვერას მიზმენ შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი".
ძალიან ძლიერია.