
ბავშვობაში მქონდა ოცნება, ბევრზე ბევრი ფეხსაცმელი მქონოდა, დიდი სახლი და იმდენი მევლო, ყოველდღე ახალ-ახალი ფეხსაცმელი გამეცვითა :D

ახლა კიდევ ფეხსაცმელების სურათებს ვაგროვებ.
ინგლისურად არსებობს ასეთი გამონათქვამი, in someone else's shoes-ო და რამდენჯერაც ფეხსაცმელს დავინახავ, სულ ვფიქრობ, ნეტავ როგორია სხვა ადამიანი იყო, სხვა ფეხსაცმელი გეცვას და სხვანაირად დადიოდე-მეთქი. ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დროსაც ეს მახსენდება, როგორია სხვის ტყავში/ფეხსაცმელში ყოფნა. ყველას ისეთი ფეხსაცმელი მოსწონს, როგორიც უხდება, ან თავს მოხერხებულად გრძნობს და ხომ ვერ ეტყვი, გაიხადე და ის ჩაიცვი, რომელიც გიჭერს, მაგრამ, რაც მთავარია, მე მომწონსო.

მე ჯერ ისევ ფეხსაცმელების არჩევაში ვარ.

ეს პოსტი არ შეიცავს ნამდვილ ფაქტებს. რეალურ "პერსონაჟებთან" და "მოვლენებთან" ანალოგიურობა, მხოლოდ, დამთხვევაა.



14 comments:
Carrie Bradshaw :))
http://leberpr.blogs.com/lovepr/images/2008/05/20/red_shoes_2.jpg
მეორე ... <3
ფეხსაცმელების მანიაკი გავხდი ბოლო 3 თვეში. :|
@ ზურიუს, წითელი ფეხსაცმელები არ მომწონს.
@ Sweet, ეგ მეორე მართლა მაგარი ფეხსაცმელებია, H & M-ის, ბერლინში ვნახე, 42 ევრო ღირდა, დიდი ფიქრის და განსჯის მერე, გადავწყვიტე, რომ მაღალქუსლებზე ვერ ვივლიდი და არ ვიყიდე. ახლა ცოტა ვნანობ...
ფეხსაცმელი ისე მიყვარს i wish to be in the world's shoes :)მეტისმეტია ხომ? :)
@ მაკა, სულაც არა :D ძალიან საინტერესო იქნებოდა :)
მე მაგალითად მსახიობს ან ვინმე ეგეთს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნეტავ ხომ არ უჭერს???
ნეტავ კარგად თუ დადის???
ნეტავ კომფორტული თუა???
მე მოსახერხებელსა და ლამაზს შორის ყოველთვის პირველს ვირჩევ, ამიტომ დავდივარ სპორტული და უქუსლო ფეხსაცმელით :)) არადა მაღალი ქუსლები როგორი ლამაზია ქალზე,მმ.. <3 ტანიც სხვანაირად უჭირავს და ფეხებიც უფრო ლამაზი ჩანს :) ალბათ ასე 30 წლის რომ ვიქნები, მაშინ ვივლი ასე :)
ის ყვითლები ფრიად სიმპატიჩნია - პრქტიკული და თან ჩემს სტილში! აი, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ლამაზე იყოს, ვერაფრით ჩავიცმევ არაკომფორტულ ფეხსაცმელს. ოღონდ ფეხი ნუ მეტკინება და სულაც ოთახის ჩუსტებით გავალ ქუჩაში.
eh:) fexsacmeli aris is, rasac dzalian dznelad veguebi da mere ukideganod miyvardeba :D
fexsac,lis yudva chemtvis dzalian dzviriani da xangrdzlivi procesia, samcuxarod :(
ისევე, როგორც არასდროს ჩავიცვამ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, არასდროს მქონია და გამიჩნდება სურვილი, სხვის ტყავში მოვსინჯო თავი.
საკუთარი ყველაფერი კარგია :)
ფეხსაცმელების ყიდვა კიდევ ისე მღლის, ძალიან დიდხანს ვარჩევ ხოლმე კომფორტულობის გამო.
hmm
rogor a rmiyvars archevis procesi, rogor ar miyvars..
mara ai online miadvildeba xlme- mara es ziritadad yoveldgiuri an naxevradsportuli stilis :)
ise ki, rtuls..
მე ერთი შავი, მწვანე თასმებიანი ბათინკები მაქვს და ისეთი უცნაურია და საყვარელია. თუმცა ყველაფერს კეტები მირჩევნია.
მე და კეტები <3
@ Rodrigo, Clown, მეც მიყვარს კედები, მაგაზე კარგი ფეხსაცმელი კონვერსს ჯერ არ გამოუგონია :)
Post a Comment