Few are my years, and yet I feel
The world was ne’er designed for me...
იცით, დღეს რა ვისწავლე? როცა რაღაც არ გამოგდის, შენი გეგმები ერთმანეთის მიყოლებით იშლება და გგონია, რომ ამ სამყაროში ადგილს ვერ პოულობ, ზუსტად მაშინ ვარდები დეპრესიაში და ღმერთის წინააღმდეგაც მიდიხარ. ცოფდები, როცა ცხოვრება ისე არ მიდის, როგორც შენ გინდა, ან ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც შენ მიგაჩნია სწორად. დღეს ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა დაიჯერო, რომ სამყარო სწორედ შენთვის შეიქმნა და ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისკენ, თუნდაც შენ ამას ვერ ხვდებოდე. ნებისმიერი მატერიალური სურვილები უმნიშვნელოა და მთავარია - ბედნიერი და მხიარული იყო, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ცოცხალი ადამიანი ხარ.
თეორიები, როგორც ყოველთვის ძალიან ადვილია და სანამ გაკვეთილი მიდის, აღფრთოვანებაც ზენიტს აღწევს, მაგრამ როცა ასეთ ფაქტს, წარუმატებლობას, ეჯახები ცხოვრებაში, ისე იბნევი და ბრაზდები, რომ სულ გავიწყდება ყველაფერი. გასაგებია, ღმერთი შეიძლება არ დაადანაშაულო, მაგრამ მასზე ოდნავ მაინც იქნები ნაწყენი, რომ ასე უსამართლოდ გექცევა ან მოგექცა.
ძალიან რთულია, სხვას გაუგო. რაც უნდა დემოკრატიულად ვიძახოთ, რომ "გიღებ ისეთს, როგორიც ხარ", არავითარ შემთხვევაში - მხოლოდ ისეთ ადამიანებს ვიღებთ, რომლებიც გვგვანან (ქვეცნობიერად მაინც). იმ გაკვეთილის მერე მივხვდი, რომ სხვების გაგებაზე რთული, საკუთარი თავის და ემოციების კონტროლია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სხვებს გაუგო და პატივი სცე.
მივხვდი, რომ იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც ძნელად იღებს ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან; დიდი ძალისხმევის შედეგად ვისწავლე ადამიანებისთვის დათმობა.
საკუთარი თავის კონტროლი და დარწმუნება, რომ სამყარო ჩემთვის შეიქმნა, ჯერჯერობით ძალიან რთულად გამომდის. ამ ბოლო დღეებში, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ გამომდის - მგონია, უცხოპლანეტელი ვარ და ბაირონზე ბითურულად ვგრძნობ თავს. ვიცი, ესეც გაივლის, ბანალური რჩევები მძულს, მაგრამ მეფე სოლომონ ბრძენს როგორმე ავიტან.



10 comments:
მიყვარს ასეთი პოსტები საინტერესო თემებზე მაფიქრებს ხოლმე. ვცდილობ ადამიანები ისეთები მიყვარდეს როორებიც არიან თუმცა ველაზე მეტად მაინც ჩემნაირები მიყვარს და რა ვქნა
ადამიანების ისეთად მიღება, როგორებიც არიან, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის ცხოვრებაში. და ვინც ამბობს, რომ ეს გამოსდის, ან თავს ატყუებს, ან ჩვენ გვატყუებს.
პ.ს ახალი პოსტის დაწერა - კარგი თერაპიაა ცუდი განწყობის დროს :)
ჩემი პრობლემები :შ :შ
ამიტომ მიყვარს ეს ბლოგი - რაღაც ”ჩემეული” აუცილებლად დამხვდება ხოლმე! ჩვენდაუნებურად ყველა იმ ხალხს ვიკრებთ ირგვლივ, ვინც გვგავს ან დაგვემსგავსება! რაც შეეხება წარუმატებლობის შემთხვვებს, ჯერ არ ყოფილა შემთხვვევა, თავში არ მომსვლოდეს, ”რატომ მაინცდამაინც მე”, ან ”რატომ ყოველთვის მე” ან რაღაც ამდაგვარი! მერე ვხვდები, რომ ღმერთი არავის უვლენს იმაზე დიდ ტვირთს, ვიდრე მას ზიდვა შეუძლია!
ici geTanxmebi....vambob mimiRe da migiReb iseTs rogoric xar...magram mere mainc iCens Tavs raRac...Seni Tqmis ar iyos....Tu ar ggavs,qvecnobierad mainc....Znelia gaugo....me vcdilob gavugo yvelanairad adamianebs ....zogjer gamomdis,zogjer ara.,marTali xar imaSic rom,Tu viswavliT da SevZlebT sakuTari emociebis,Tavis kontrols, Semdeg gaxdeba SesaZlebeli ufro advilad gaugo sxvas da daafaso.
ho, sakutari tavsi martva yvelaze kargi unaria.
samyaro ki sulac araa aucilebeli chemtvis iyos sheqmnili, just zalian nu shemewinaagmdegeba, tore ragaceebs vitan da avitan, imedia :) me kide imdens vtmob xolme, zogjer chems tavs chavzaxi, sakmarisia, ar datmo! :)))
მგონი მე მაგას სულ არ უყურებ ვინ როგორ მიმიღებს მე, არა, თუკი მომწონს ის ადამიანი, მაშინ დამწყდება გული, ისე, საზოგადოებაში არა. მირჩევნია ჩემთვის ვიყო. რეებს ვფოციალობ. ღმერთის ნახვა, როგორ მინდა.
მე ვცდილობ ადამიანები ისეთები მივიღო, როგორებიც არიან. ვინმეს გადაკეთება არსდროს მიცდია, თუ ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით არ გამოგვდის ურთიერთობა, ან მისი შეხედულებები ჩემთვის მიუღებელია, ჩვენ–ჩვენს გზას ვაგრძელებთ. თავისთავადი პროცესია :)
ყველაფერი რომ ისე ხდებოდეს, როგორც გვინდა, ძალიან არასაინტერესო ცხოვრება გვექნებოდა. აი, ახლა ვჩივი ამას, რაღაც ისე არ გამოდის, მაგრამ მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ ვთქვი, ისეა.
,,სხვების გაგებაზე რთული, საკუთარი თავის და ემოციების კონტროლია, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სხვებს გაუგო და პატივი სცე” - გეთანხმები და ვცდილობ ვაკონტროლო საკუტარი თავი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ემოცია უფრო ძლიერია... :(
I am u
Post a Comment