Friday, April 9, 2010

Some pictures I have done before I'm 30 ;))

ამ ბოლო დროს ყოველდღე მინდა ვწერო ბლოგზე. მერე რა, რომ ფეისბუქზე და ტვიტერზე ჰიპერაქტიური ვარ. ეს მაინც ჩემი სახლია და მერე მე თვითონ მსიამოვნებს სხვადასხვა სურათებს რომ ვხედავ, ან რამდენიმე ხანი გადის და ვკითხულობ "ძველ" ამბებს, აზრებს.

ესეც მოპედისტი მე. ათენი, 2002

მე და ჩემი ბალღობის მეგობრები - თახვები. 2008 :P

თან დღეს ჩემს "ფლეშკას" ვწმენდდი და რაღაც ძველი სურათები ვიპოვე :) რაღაცნაირად გამიხარდა და სევდაც შემომაწვა, ოღონდ ძალიან ცოტა ხნით. შაბათის წინ ბევრი სევდა არ მინდა ;)

მარჯვნივ: ჩემი საყვარელი მეგობარი ისრაელის არმიაში (ვაშა! ამ თვეში ამთავრებს!)

ერთი-ორი კვირის წინ ვნახე ასეთი ფილმი "7 things to do before I'm 30", ჰოლმარკზე, ვინც არ იცით, ჩემი საყვარელი არხია :ლოლ: ტვ-ში ერთადერთი ამ არხს ვუყურებ. თან სულ საყვარელი მსახიობები გამოდიან, სერიალების, ჰოლი მარი კომბსი (ვინც იცის "Charmed"), ფარა ფოსეტი (R.I.P), ქარიზმა კარპენტერი (ვაფრენ ამ ქალის სახელსა და გვარზე) და სხვები. ზემოთ აღნიშნულ ფილმში თამაშობს ძალიან საყვარელი ამერიკელი მსახიობი, პლუს მწერალი, ამბერ ბენსონი, რომელიც ფეისბუქზეც მყავს და ისეთი უბრალოა, ხშირად პოსტავს ხოლმე თავის სურათებს, თავის ამბებს, ხან აეროპორტიდან, ხან იქიდან, ხან - აქედან :)) მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველანი ისეთი ერთნაირები ვართ ადამიანები - ერთმანეთი გვჭირდება და ყურადღება, რომ ბედნიერები ვიყოთ.
[ფილმს რაც შეეხება, გოგოშკური flick-ების მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ და შეიძლება საკუთარი ოცნებებიც იცნოთ, რისი გაკეთებაც, 30 წლამდე, ყველას გვინდა მოვასწროთ ;) ]

ესეც საყვარელი ამბერ ბენსონი - funny and extremely talented

ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ!

14 comments:

Unknown said...

მეც მჩვევია ძველი რაღაცების ამოქექვა. აი, დღეს მაგალითად, ძველი ვიდეო პლეიერი ავამუშავე და ადრინდელ კასეტებს ვუყურებ, ისეთი კარგი შეგრძნება იყო...

clown said...

მეც მიყვარს ძველი სურათების და ნივთების თვალიერება ^^

შენც ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებ ^^

Maka Asatiani said...

ბევრი ძველი ნივთი ახალს მირჩევნია. ქექვა მეც მიყვარს :*

Keti said...

როგორ მიყვარს უბრალო ადამიანები, განსაკუთრებით წარმატების მიღწევის მერეც რომ არ კარგავენ ნამდვილ სახეს და ნიღბებს არ იწებებენ..

აი, მე კი ვერ ვწერ ბლოგზე, ბოლო დროს სიჩუმე მჭირს :)


ბედნიერი შაბათი :)

Anonymous said...

სააღდგომოდ სოფელში რომ ვიყავი წასული, გადავაქოთე მთელი სახლი და იმდენი დავიწყებული რამ აღმოვაჩინე! კარგი აზრია ისე, ახლა დავფიქრდები რა უნდა მოვასწრო 30 წლამდე! :)

Keti said...

ჰმ, 30 წლის ასაკში რამე მთავრდება? :))

შორენ said...

მეც იმიტომ ვწერ,რომ მერე წავიკითხო და გავიხსენო რას ვაკეთებდი,რა მომწონდა,რას ვამბობდი და ა.შ.
ძალიან გიხდება მეორე ფოტოში ის სამხედრო ფორმის ფერი, თვალებს გიკვეთავს.
ამ ბოლო დროს ფილმებს საერთოდ ვერ ვუყურებ და რატომღაც ვერაფერს ვახერხებ,ბლოგზეც იშვიათად ვწერ,ალბათ კვირაში ერთხელ,არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ მჯერა ყველაფერი დალაგდება.ფეისბუქზე კი საკუთარი ოთახი მაქვს,სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ,როცა მინდა ვკითხულობ,როცა მინდა ვპოსტავ,ხან ჩაის ვსვამ ხან ყავას.ადამიანმა არასოდეს არუნდა მოიწყინოს წესით,ყველაფერი მაინც ძალიან კარგია.
ბედნიერ დღეებს გისურვებ. მოყევი მერე შენს შაბათზე

Unknown said...

30 mec mainteresebs, gulcrfelad gaghimebulo.

Kate said...

ჰაა, რა საყვარელი ხარ სურათებში.
კარგია კარგი მოგონებები.

გაბო said...

სოფ სანამ ფოტოს გავხსნიდი სამხედრო ფორმაში შენ მეგონე და ყბა ძლივს ავწიე ზემოთ გაოცებისგან. რთულია ალბათ ქალისთვის ჯარში მსახური ძალიან ვაფასებ მსგავს ქალებს ორმაგად უფრო გმირები არიან ისინი

Sophie שרה Golden said...

@ ქეთი, მგონი, რაღაც ეტაპი მთავრდება და იწყება ახალი, სულ სხვა :) რა ვიცი, მე ამას ველოდები.

@შორენ, ის სამხედროფორმიანი ჩემი მეგობარია, მე არ ვარ :)) მიყვარს შენი ოთახი ფეისბუქზე :)

@ ანუშკა, :)

@ გაბო, ყველას მე ვგონივარ, ძალიან ვგავართ მე და ჩემი მეგობარი. კი, ძალიან რთულია, ერთხელ აუცილებლად დავწერ ამაზე.

Nanako Ust said...

ძალიან ხშირად ვათვალიერებ ძველ სურათებს... და აღმოვაჩინე, თუ რა საყვარელი ვიყავი ბავშვობაში! :D

Zurriuss said...

ჰეჰ, შენც ადამიანი ყოფილხარ. ათენის სურათმა შთამაგონა ეს აზრი, ჩემი არ გეგონოს :)))

Sophie שרה Golden said...

@ ზურიუს, ნაჩქარევი დასკვნები ნუ გამოგაქვს :P