Monday, May 3, 2010

რა ჩავიცვი ქორწილში

ერთი კვირის წინ არ ვიცოდი, რა ჩამეცვა ქორწილში, დღეს კიდევ მთელი სახსრები მტკივა ამავე ქორწილზე ცეკვისგან.

Orsay-ს კაბა 19.95 ევროდ

პირველ რიგში, ვისაც ჩემი ტანსაცმლის ამბები აინტერესებდა, ვიყიდე კაბაც, ფეხსაცმელიც, თუმცა ხუპის ცერემონიიდან ეგრევე სახლში გავვარდი, რომ ახალი, ქუსლიანი ფეხსაცმელები სახლში დამეტოვებინა და რესტორანში, საცეკვაოდ, ისევ ჩემი ძველი "ბალერინკები" ჩამეცვა. მიუხედავად იმისა, რომ მომეწონა მაღალი ქუსლები, ფეხებსაც ბევრად ლამაზს მიჩენდა და "ქალივითაც" დავნარნარებდი, მივხვდი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელები ტანჯვაა; ქალებს კიდევ - ტანჯვა და ტკივილები ისედაც არ გვაკლია.


Street-ის ფეხსაცმელი 25.95 E (სურათზე არ ჩანს ქუსლები...)

ქორწილზე არც ვიცი, რა ვთქვა. ნაომი ჩემი პირველი, ყველაზე ახლო მეგობარია, რომელიც გათხოვდა და ვინც იცით ჩემი გულისაჩუყების ამბები, ბლომად ვიტირე. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბერლინში ჩამოვედი, ვხედავდი, რამდენი საქმე ჰქონდა და მივხვდი, რომ "ქორწილისწინა" სტრესი მხოლოდ კინოებში არ ყოფილა. მაგრამ შაბათს ჩვენი მიდრაშას ბოსმა, ჯოშ სპინერმა თავის სახლში დაგვპატიჟა და სტუმრებს შორის ყველანი ნაომის მეგობრები, დები ვიყავით, გარემოც ბევრად მშვიდი იყო. სტრესი საერთოდ გაქრა და როცა ჩემს მეგობარს მშვიდს და გახარებულს ვხედავდი, მეც ბედნიერი ვიყავი. ამასთან ერთად, ქორწილისთვის, ჩვენი სხვა ძალიან ახლო მეგობარიც ჩამოვიდა იერუსალიმიდან და წარმოიდგინეთ ჩვენი სიხარული.

Naomi & I

ებრაული ქორწილის ცერემონია ძალიან ლამაზია. დეტალები ვიკიპედიაზეც შეგიძლიათ ნახოთ და ფილმებიც გექნებათ ნანახი. ყველაზე ლამაზი მაინც ის მომენტია, როცა პატარძალი შვიდჯერ უვლის ნეფეს გარშემო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალი ოჯახის კედელია. შემდეგ ნეფე დებს პირობას, რომელშიც მომავალი მეუღლის მატერიალური, სულიერი და ფიზიკური უზრუნველყოფა შედის.

Lea & I

ამ ცერემონიის შემდეგ, რომელსაც ხუპა ჰქვია, რესტორანში წავედით. საღამო ყველაზე მხიარულია ხოლმე, რადგან ყველამ უნდა იცეკვოს, იმხიარულოს და ნეფე-პატარძალი გაართოს. უმეტეს შემთხვევაში, არარელიგიურ ქორწილში, ადრეც ვწერდი, ან მოწყენილი უნდა იჯდე, ან მომაბეზრებელ ტიპებს იგერიებდე. აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა, კაცები და ქალები ცალ-ცალკე ცეკვავენ და არავინ ფიქრობს, ვინ უყურებს ან ვინ რას ფიქრობს მასზე.


პოსტი სხვანაირად არ ვიცი, როგორ დავასრულო, იმდენი რამის დაწერა შეიძლებოდა. უბრალოდ, როცა შენი მეგობარი ბედნიერია, შენც ბედნიერი ხარ. "მიმინოშია" მსგავსი იდეა, ცოტა სხვანაირად, მაგრამ შეგრძნებები ყოველთვის ერთია.

10 comments:

babisa said...

rakargia megobris qorwili, momenatra eg shegrzneba
unda shevanjgrio megobrebi, qnan rame :D

kargi archevani gagiketebia, momewona kabac, fexsacmelic,, zomeriad qusliania :)

Toma said...

აი, ხომ ვამბობ არ გინდა ათასობით ევრო რომ ლამაზად გამოიყურებოდე, მთავარია გემოვნება გქონდეს ადამიანს.

ლამაზი პატარძალია, ბედნიერებას ვუსურვებ :)

Natalia said...

ნაომის რა ლამაზი თვალები აქვს..

კაბაც და ფეხსაცმელიც ძალიან ლამაზია, თუმცა გეთანხმები, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილი ტანჯვაა. მეც მხოლოდ ასეთ შემთხვევებში ვიცვამ ხოლმე და ძალიან მიჭირს სიარული. თუმცა ამავდროულად, სხვაზე რომ ვხედავ, ძალიან მომწონს მაღალი ქუსლები :))

Zurriuss said...

კი მარა, დედოფალი შენ იყავი? :)))

Anonymous said...

ულამაზესი პატარძალია! არც ერთ ჩემს უახლოეს მეგობარს არ "ეღირსა" ჯერ გათხოვება, რომ ეგ გრძნობა გამომეცადა! :)

clown said...

ზოგადად ტრადიციული ქორწილები არ მიყვარს, მაგრამ როდესაც გარშემო საინტერესო ხალხი გყავს ეგ სულ სხვაა ^_^

Keti said...

ძალიან მომეწონა ფოტოები! შენს მეგობარს ბედნიერებას ვუსურვებ, სოფი :)

მიყვარს ისეთი ქუსლები, შენს ფეხსაცმელს რომ აქვს. მეც მსგავსი მაქვს :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

au me zalian momcons ebrauli qorcilis ceremoniali
ufro scorad ragac egzotikuria chemtvis

da dabadebis dgis agnishvnac ragacnairi aris tu ar vcdebi (dgeascauli ar mereva) skamze rom unda acion iubilari (me maatiet ar vici ra qvia) zalian ragacnairia tbili!!

DreaMar said...

რა ლამაზი პატარძალია :)
ტუფლიჩკები მომეწონა ძალიან. ახლა გამახსენდა, მეც მეგობრის ქორწილისთვის ვიყიდე ქუსლიანი ფეხსაცმელი და იმის მერე არც ჩამიცვამს. აწი ვიფიქრებ სად გამოვაჩინო ეგ ტუფლები, საყვარლებია და ცოდოა ასე მიგდებული რომაა :D
ქორწილის რამდენიმე ფოტო კი ვნახე, მაგრამ იმედია, უფრო მეტს დადებ facebook-ზე. მაინტერესებს ძალიან :)

Sophie שרה Golden said...

@ ჩორვენ, მართალი ხარ. როცა ბიჭი 13-ის, უხდიან ბარ მიცვას; გოგო კიდევ - 12-ის ხდება და ამას ბათ მიცვა ჰქვია.