Tuesday, May 4, 2010

სამსიტყვიანი სულიერი სიმშვიდე


ჩემს დეიდაშვილს ველაპარაკებოდი და მითხრა, ინტერნეტსივრცეში მაკლიხარ შენი სტატუსებით და პოსტებითო. ინტერნეტი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, ამაზე კამათიც ზედმეტია, მაგრამ ამ ეტაპზე, არ მცალია და არც სურვილი მაქვს ისეთივე აქტიური ვიყო, როგორიც საქართველოდან ვიყავი ხოლმე. დილიდან საღამომდე ვიჯექი და ფეისბუქს "ვარეფრეშებდი", ვინმეს ლინკი არ გამომრჩენოდა.
აქ კიდევ - ჩემი სულიერი სიმშვიდე სამი სიტყვისგან შედგება :ლოლ:

სწავლა ჭამა ძილი

მთლად ასე პროზაულად არა, ბუნებრივია, ყოველ შაბათს დღესასწაული მაქვს და შაბათის გასვლის შემდეგ ყოველთვის საინტერესო რაღაცებს ვაკეთებთ. მაგალითად, წინა შაბათ ღამეს იოგაზე წავედით. ჩვენი რაბინის ცოლი ასწავლის იუდაიზმთან დაკავშირებულ იოგას. ყველა რელიგია იუდაიზმიდან მოდის, მაგრამ აღმოსავლურ რელიგიებს მაინც განსაკუთრებული კავშირი აქვთ. სულ მაინტერესებდა იოგა, მაგრამ არასოდეს მიცდია. ერთ გაკვეთილში, ბუნებრივია, ბევრს ვერ ისწავლი, მაგრამ სასიამოვნოა, როცა სიმშვიდეზე ფიქრობ და საკუთარ სხეულს და სულს ერთმანეთს "აცნობ". არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვამბობ. არ არსებობს სული სხეულის გარეშე და პირიქით. ადამიანი ვერ იცოცხლებს მხოლოდ სულით, ისევე როგორც მხოლოდ სხეულით; ამიტომ იოგა გასწავლის, როგორ დააბალანსო ადამიანმა შენი არსებობის შემადგენელი ეს ორი სუბსტანცია (იმედია, ამ სიტყვას სწორად ვხმარობ :D ). რამდენჯერაც ბერლინში ჩამოვდივარ, ყოველთვის ახალ-ახალ რაღაცებს ვსწავლობ და გამოცდილებით ვივსები. Thank G-d!

ცხოვრება ძალიან საინტერესოა. მაშინაც კი, როცა ერთკვირიანი მზიანი ამინდები მოღრუბლულობით და წვიმებით იცვლება, სულ რომ გეძინება და გარეთ გასვლას ვერ ახერხებ. თითქმის 2 კვირაა, რაც აქ ვარ და ვგრძნობ, რამდენი რაღაც ვისწავლე და საერთოდაც, ყოველდღე ისე ვიზრდები და ვიცვლები, რომ ხან არ მჯერა. ადრე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ხასიათის რაღაც შტრიხების შეცვლას შევძლებდი. რა თქმა უნდა, სოციუმი კიდევაც გამაბრაზებს და ყველა ჩემი მეგობარი ვერ გახდება, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე მესმის საკუთარი თავის და "ერთად" ვეძებთ წინწასასვლელ გზას.

თქვენც ეძებეთ და არასოდეს შეჩერდეთ, loves! NEVER STOP LOVING!

12 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

datvirtuli grafiki rom siamovnebas ganichebs egaa yvelaze didi siamovneba da tanac tu iq xar sadac es siamovneba ormagdeba saertod sascaulia <3

clown said...

ეს ყველაფერი რომ დიდ სიამოვნებას განიჭებს ეგაა ყველაზეე მაგარი ^_^

იოგა რა მაგარია ^_^

CinnamonGirl said...

იოგა მართლაც ძალიან მაგარია...
უკვე წელიწადზე მეტია, რაც ამ "საქმიანობით" ვარ გატაცებული და იმის კვალობაზე, რომ მალე მბეზრდება ყველაფერი, ეგ და ბლოგი ყველაზე უფრო ხანგრძლივი გატაცება აღმოჩნდა ჩემი...

თვითონ სიტყვა იოგა სულისა და სხეულის ერთობლიობას ნიშნავს...

Anonymous said...

უმ, იოგა არაჩვეულებრივია! ცოტ-ცოტას ვვარჯიშობდი ხოლმე ამ სისტემით, თუმცა სერიოზულად ვერასოდეს მივყევი! ეგ ხომ აერობიკაა არაა, მოძღვრებაა პირველ რიგში!

remonti2013.ge said...

არაჩვეულებრივი პოსტია :) Love it. შენი მკითხველი გავხდები მე, ეჭვი მაქვს :)

Lalena said...

araa, ioga sachemo saqme araa :)) au qartulad ver vwer :( xoooda kidev ise, never stop loving ki ara iseti talga maqvs axla love-is rom me tviton meshinia :))))

Maka Asatiani said...

ოდეს მივაღწევ იოგის გაკვეთილებამდე :) ძალიან მინდა, მაგრამ ეტყობა არასაკმარისად იმისათვის, რომ უკვე დავდიოდე იოგაზე :)

kikito said...

iogazee unda viaroo aucileblaad am zafxuuls, ramdeni xania maintereseebs da uamrav rames vkitxulob,ramdeni ramis gankurvna sheudzlia, depresiidan gamoyvana, mokled dzalian magaria :)

Anonymous said...

ჩვენ ასაკში ასეც უნდა იყოს: სწავლა, ძილი და ჭამა;))
იოგაზე შესვლას ვაპირებ;))

Keti said...

ხანდახან ჰაერივით საჭიროა ინტერნეტის გარეშე დარჩენაც, თორემ საოცრად გვწყვეტს რეალურ შეგრძნებებს. მით უმეტეს, მანდ იმდენი რამ არის სანახავი...

აქ პირიქით, ღრუბელი მზემ ჩაანაცვლა და ისე იმოქმედა ხასიათზეც :)

Toma said...

ყველა რელიგია იუდაიზმიდან მოდის? amas seriozulad ambob?

Sophie שרה Golden said...

@ ტომუშკა, რომ არ მჯეროდეს, ხომ არ დავწერდი ;)