საშინელი ამინდებია ბერლინში. მთელი დღე ცივა, მოღრუბლულობა და სულ ძილი მინდა. უცებ საღამოს მზე გამოდის და მე და ჩემი ფორთოხლისფერი მეგობარი სასეირნოდ მივდივართ. გუშინ მთელი "ჩვენი" აღმოსავლეთი ბერლინის შემოგარენი მოვიარეთ.
ერთი ლამაზი ქუჩაა, როცა იქ გაივლი, შეგიძლია წარმოიდგინო, რომ სულ სხვა ქვეყანაში ხარ - მე წარმოვიდგენ ხოლმე, რომ იტალიაში ვარ, ან სულაც პარიზში. მხოლოდ ამიტომ შეიძლება ბერლინი მოგეწონოს, რომ ყოველდღე ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენა შეიძლება, იმხელა ქალაქია. ყოველდღე ახალ ქუჩაზე მოხვდები, განსხვავებულ ადამიანებს ნახავ და ღრუბლიანი ამინდიც ისე არ იმოქმედებს შენზე (ჩემზე, ამ შემთხვევაში).
გუშინ კიდევ ერთ საინტერესო ადგილს მივაგენით, ალტერნატიულს, როგორც მე ვეძახი. მერე ჰაგენ დაზში შევედით და უგემრიელესი ნაყინი ვჭამეთ. მე ხომ სულ ნაყინი მენატრება და იმდენი ვჭამე, ბოლოს საკუთარი თავის შემრცხვა. ამ ბოლო დროს, დრო არ მრჩება ფილოსოფიურ-ჩაღრმავებული პოსტებისთვის, როგორც თბილისში ვწერდი, მაგრამ ბლოგერის ყოველდღიური ცხოვრება, ფოტოები და შეგრძნებებიც საინტერესოა, ჩემი აზრით.



14 comments:
მეორე ფოტოზე ზევით ანე ფრანკს მოვკარი თვალი :) და ბოლო ფოტოზე 'Sophien..' ხვდება თვალს :))
მე მიყვარს ფოტოებიანი და ნაყინებიანი პოსტები, თავი არ შეიკავო და ხშირად წერე ხოლმე :)
@ ნატალია, კი, მანდ ანა ფრანკის სურათების გამოფენაა, თუ არ ვცდები.
მთელ ქუჩას სოფის ქუჩა ჰქვია: Sophienstrasse და კაფეს, სასტუმროსაც ასევე, ისეთი სასიამოვნო იყო :)
მეც მიყვარს ფოტოებიანი და ნაყინებიანი პოსტები! :)სად იპოვე ასეთი საყვარელი მეზობელი? გავხართ, რაღაცით (თმების გარდა)!
რა კარგია ბერლინი <3
Straße unter den linden (ქუჩა ცაცხვების ქვეშ) მოინახულე ? ^_^
<3
როგორც ყოველტვის კარგი და პოზიტიური პოსტი:)
სასიამოვნოა როდესაც იცი რომ ამ კონსიუმირებულ საზოგადოებაშჳ არსებობენ ადამიანები რომლებსას სილამაზის დანახვა შეუძლიათ:)
casuli rom xar sul mgonia rom maklixar da menatrebi, martla. da ro midixar cotati guli mcydeba xolme :)
და კიდე ერთი სისულელე უნდა ვთქვა ის, რომ ყველაზე მეტად ქუჩებს შტრასე-თი და სტრაატე-თი დაბოლოებული სახელები უხდებათ
წიიიიიიიითელთაავაააააააააააააა
აააიიაიაიაიაიიაააააააააა
♥♥♥♥ წამოიყვანე რა , ჩამოიყვანეე ♥♥♥
@ კლოუნ, ეგ ქუჩა, პირველად როცა ჩამოვედი, მაშინ ვნახე :) არც ისეთი რომანტიკულია, როგორი სახელწოდებაც აქვს :D
@ ანუშკა, ანუშკა... კი, ძალიან ძალიან უხდება ქუჩებს შტრასე & all that :)
@ ჩორვენ, ხო წითელთავა, თანაც ბუნებრივი, I am in love.
@Sophie Golden
სულ წარმომიდგენია, რომ მაგ ქუჩაზე საშინლად კარგი სუნი დგას..
აი მწვანე სუნი რა :D :D
კი, საინტერესოა
მე ყოველთვის მაინტერესებს ასეთი შთაბეჭდილებები :)
კარგი ფოტოებია :)
მშვენიერ პოსტებს წერ, ისეთს, რომ ხანდახან უსირცხვილოდ მჯერა, თითქოს მეც ვიყავი მაგ ქუჩებში :)) შენი ფორთოხლისფერი მეგობარი მომწონს ძლიან :))
როგორ მინდა ახლა მეც დავბოდიალობდე რომელიმე ქალაქში შენსავით და უცხო, აქამდე უნახავ ადგილებს ვპოულობდე...
<3
ბერლინელმა რომ იცოდეს, რომ ბერლინში დასეირნობ და პარიზზე ოცნებობ - გული დაწყდებოდა.
Post a Comment