Thursday, May 13, 2010

ბრიტანული აქცენტი და დედობრივი ინსტინქტები

ორშაბათს ლონდონიდან ცნობილი რაბინი ოშერ ბედიელი გვესტუმრა და კვირის განმავლობაში, ყოველდღე გვიკითხავდა ლექციებს. თავიდან შემიყვარდა თავისი ბრიტანული აქცენტით და ინგლისური იუმორით, რომელიც კვირის ბოლოს უკვე აღარ მესმოდა :)) საინტერესო ისაა, რომ რაბი ბედიელი სადღაც 75 წლამდე იქნება. ერთხელ თავისი ყოფილი სტუდენტის ბლოგზე დაწერა პოსტი, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს რომ გავიგე, კიდევ უფრო დავინტერესდი მისი პიროვნებით. ისეთი ტიპია, პირველად რომ ნახავ, იფიქრებ, წინა საუკუნიდან გადმოვიდაო, მაგრამ ბოლოს ნებისმიერ თემაზე ისაუბრებ მასთან. ჩვენი "თავისუფალი თემა" ევოლუციაზე იყო; დარვინზე ვისაუბრეთ და ლექციის ბოლოს მივხვდი, რომ სოციალიზმ-კომუნიზმში ერთადერთი ნეგატიური ისაა, როცა ხალხს დარვინის თეორიით უჭედავენ ტვინს მხოლოდ იმიტომ, "ოპიუმის" გავლენის ქვეშ რომ არ მოექცეს საზოგადოება, ამ დროს პირიქით ხდება. კაცმა არ იცის, რა უფრო ოპიუმია, რელიგია თუ მეცნიერება. ამაზე ოდესმე დიდ პოსტს დავწერ, როცა მოვიცლი.


ბრიტანული აქცენტი ისედაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რაბი ბედიელის მოსმენის შემდეგ, ისე გადმომედო, რომ სიამოვნებით ვწყვეტ სიტყვებს ინგლისურად. "მოწყვეტაში" სპეციფიკურ გამოთქმას ვგულისხმობ, ჩემსავით British accent ფრიკები მიხვდებიან.

გახსოვთ ჩემი შარშანდელი გმირობა როშ იეშივის სამზარეულოში? სულ რაღაც 11 დღის წინ მესამე ბავშვი ეყოლათ და დღეს მივედი მისახმარებლად (როგორც ყოველ ხუთშაბათს, გოგოები ვეხმარებით ხოლმე ოჯახებს შაბათისთვის). ბავშვების დაბანაში მივეხმარე და მერე baby boy-ს ვაჭამე. ცხოვრებაში, მგონი, პირველად მეჭირა ასეთი პატარა ბავშვი და თავიდან მეშინოდა, ზედ არ მიმეჭყლიტოს-მეთქი. მმმ, ისეთი კარგი სუნი ასდიოდა, ახლაც კი ვგრძნობ. სულ ვამბობ, რომ ბევრზე ბევრი შვილი მინდა და დღეს რომ დავინახე მთელი ოჯახი, ისეთი ბედნიერები, მხიარულები, თბილები, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამაზე კარგი და სასურველი არაფერია ცხოვრებაში.


სანამ ამ პოსტის დაწერას დავიწყებდი, ვფიქრობდი, რა დამეწერა. უბრალოდ ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ადამიანებით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან და ყოველ წუთსა თუ წამში უამრავ რამეს მასწავლიან. I Thank G-d for that!!!

10 comments:

Natalia said...

აი, პოსტიც :)

სოფი, როდის ბრუნდები საქართველოში? მე ყოველთვის ეს კითხვა მაწუხებს ხოლმე :) წინაზეც მოუთმენლად ველოდი შენს დაბრუნებას. აქ რომ ხარ, თითქოს უფრო სხვანაირი შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ინტერნეტით ვურთიერთობთ.

Anonymous said...

მმ ნატალიამ დამასწრო:DD

რა მაგარია, დღეს მეც ისეთი ბედნიერობები მქონდა! ადამიანმა აქტიური ცხოვრებით უნდა იცხოვროს და ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვას, რას სჯობს გამოცდილების შეძენას!

Dato trapaidze said...

მშვენიერია.
არასდროს მოგნატრებოდეს ეგ განცდა რასაც ახლა განიცდი :)

clown said...

რა კარგია ^_^
ხოდა გისურვებ ყოველი დღე ეგეთი ბედნიერი ყოფილიყოს შენთვის ^_^

CinnamonGirl said...

მიყვარს შენი ბლოოგპოსტების სათაურები <3

Anonymous said...

მეც ძალიან მიყვარს ბრიტანული აქცენტი. ერთი პერიოდი, ვცადე გადავწყობილიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ საშინლად გამომდიოდა და შევეშვი. ხოდა, ვლაპარაკობ ახლა ტიპური ბრიტანული ფრაზებით, ოღონდ ამერიკული აქცენტით! :) ბავშვებს რაც შეეხება, არასოდეს, აი არასოდეს ჩვილი ხელში არ მჭერია! სულ მეშინია, რომ რამეს ვატკენ ან დამივარდება! :(

natia said...

Zalian momewona posti...Sansi rom mqondes,siamovnebiT gavicnobdi am adamians...miyvars Zalian britanuli inglisuri Tavisi aqcentiT, mainc sul sxvagvarad jgers....miyvars aseve Seni postebis wakiTxva :)

Maka Asatiani said...

საინტერესო იყო :) გემრიელად წავიკითხე :)

Zurriuss said...

არადისკუსიური და მშვიდი პოსტია ;)

Lalena said...

აუ მეც ვგიჟდები ბრიტანულ აქცენტზე მაგრამ მეტისმეტად სასაცილოდ გამომდის :))) უფ გერმანიიდანაც გცოდნია ღიმილის გადადება ადამიანზე :))