ორი კვირის წინ იოგაზე ვიყავით, გუშინ ჰიპ-ჰოპის "შესწავლა" გადავწყვიტეთ და მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ჯგუფური" ცეკვა ჩემი საქმე არ არის: 1) თვლა სულ მერევა 2) როცა მუსიკა მესმის, მინდა ისე ვიმოძრაო, როგორც მინდა და არა ისე, როგორც მასწავლებელი მეუბნება.
ამიტომ მე ჩემთვის ვცეკვავდი და დანარჩენები საკაიფო ცეკვას დგამდნენ.

აქამდე უნდა დამეწერა, მაგრამ სულ მავიწყდებოდა, ერთი სუპერჭკვიანი გოგო გვყავდა სტუმრად, იელში სწავლობს და მე, როგორც ასეთი უნივერსიტეტების "ხამს", სულ ამ გოგოსთან მინდოდა საუბარი. რამდენიც უნდა იქილიკოს სელინჯერმა, მაინც სულ სხვაა იელის განათლება; ყოველ შემთხვევაში, ჩემი თვალით ვნახე, როგორია ეს გოგო და მართლა, რა დონის სწავლა აქვთ იქ.

შაბათს, შუადღისას მუზეუმების კუნძულზე გავისეირნეთ და იქ ჩამოვარდა საუბარი პოლიტიკურ შეხედულებებზე. იელის სტუდენტი გოგო მეკითხება, როგორი შეგრძნებაა, სტალინი რომ ქართველი იყოო? სხვა გოგომ გაიხუმრა, ალბათ როგორ ამაყობო და მე რომ ვუთხარი, ისეთი ცუდი კაციც არ იყო, როგორიც თქვენ გგონიათ-მეთქი, მხოლოდ ჩემი გოგოები კი არა, ყველა გამვლელი შემობრუნდა და მე მომაშტერდა. Seriously.
ისევ ჩემი საყვარელი სელინჯერი რომ გავიხსენო, "თამაში ჭვავის ყანაშია" ერთი ასეთი მომენტი, ჰოლდენი ნიუ იორკში მიდის და მონაზვნებს გაიცნობს, ამ დროს მთელი გზა იმაზე ფიქრობს, რომ მისი რელიგიით არ დაინტერესდნენ; ყველაფერს აფუჭებს ასეთი რაღაცების ცოდნაო. რაღაცნაირად ასეთ მდგომარეობაში ვარ ხოლმე, ოღონდ, პოლიტიკურად. არ მინდა ჩემი პოლიტიკური შეხედულებით დაინტერესდნენ, რაც უნდა ლოიალური ტიპები იყვნენ, როცა იგებენ, რომ კომუნიზმი და სტალინი არ მძულს, მაშინვე ორი ნაბიჯით უკან იხევენ ჩემგან. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი და სიცილი სახლამდე გავაგრძელეთ, არცერთ გოგოს პოლიტიკა აღარ უხსენებია და ერთმა ისიც მითხრა, სულ ორიგინალური შეხედულებები გაქვსო. მგონი, მართლა მაქვს და როგორც დედაჩემი მეუბნება, არც ისე კარგია სამომავლო კარიერისთვის. შეიძლება სტალინის პერიოდში უკვე ციმბირის მკვიდრი ვყოფილიყავი, მაგრამ ამ "ეპოქაში" ასე ვგრძნობ თავს, you know, სოციალისტურად.
პოზიტიურად რომ დავასრულო პოსტი (რომელსაც კიდევ გავაგრძელებდი და ვიცი, ისეთი მკითხველები მყავს, არ ეზარებათ ბოლომდე ჩასვლა): დილას სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ბუნებრივმა, golden, თმამ გამოანათა და წითლად აღარ შევიღებავ, let it be :)



16 comments:
ჯგუფური ცეკვა არც მე გამომდის არაფრით! მკაცრად განსაზღვრულ მოძრაობებს ვერაფრით ვაკეთებ და მე თვითონ ბევრად უკეთ ვცეკვავ ასე მგონია. მოკლედ, როგორც შენ აღწერე, ზუსტად ასე ვარ :)
საქართველოში ხალხი ცეკვით დადისო.. გამეღიმა ეს რომ წავიკითხე.
სოფ იცი რა მაინტერესებს: რა მოგწონს სტალინში და კომუნიზმში? ეჭვი არ მეპარება რომ ისტრორიას კარგად იცნობ, რელობაც იცი და მაინც...იქნებ სადმე პოსტში გიწერია და დამილინკე...
witels sheeshvebi? mmm gixdeba arada
hoda socializmi sheizleba mogwons , rogorc wyoba, an iseti rogoric iyo, magram dgevandel dges araa realuri misi damyareba da aba ravici :)
berlinshi iqnebi? ase 26dan ;)
@ როდრიგო, პირველი ეს პოსტი გამახსენდა http://www.norteri.com/2009/06/what-did-adam-eva-want.html, რომლითაც შემიძლია აგიხსნა, რატომ მომწონს სოციალიზმი. ოღონდ, როგორც ბევრი სხვა რამის, ისე ჩემი ყველა პოსტის პირდაპირ კონტექსტში გაგება არ შეიძლება. შენ, როგორც ჩემმა ერთგულმა მკითხველმა, მჯერა, რომ იცი :) ნანა ზარდიაშვილმა დაწერა ძალიან საკაიფოდ, იმასაც დაგილინკავ: http://osibatumi.blogspot.com/2010/05/blog-post_14.html "გარანტირებული სოციალური გარემო: უფასო სწავლა, მედიცინა, ძალიან დაბალი კომუნალური გადასახადები. ხვალინდელი დღის არ გეშინოდა - ეს შიში კი ძალიან დამთრგუნველია - მე დამღალა." - კიდევ ერთი მიზეზი ჩემი სოციალისტობისა.
@ ბაბისა, აბსოლუტურად მართალი ხარ. სოციალიზმი ის წყობაა, რომელზეც მხოლოდ ოცნებობენ და არასოდეს ამართლებს :|
@ უბრალოდ, კი, ბერლინში ვარ ივლისამდე და ტელეფონის ნომერი ფეისბუქში მიწერია (or e-mail/facebook/twitter me), აუცილებლად შემეხმიანე, შენც თუ აქ იქნები და ნაყინი ვჭამოთ ერთად :sunny:
ცეკვა საერთო არ გამომდის :შ
ხოდა the catcher in the rye როგორ მიყვარს :შ <3 <3
ვაიმე ნეტა ჰიპ-ჰოპს მე როგორ ვიცეკვებდი, დარწმუნებული ვარ არაფერი გამომივიდოდა :)))) რა ცივი ალბათ პირევლი არ ვარ ვინც ამას გეტყვი, მაგრამ მე მომწონს შენი შეხედულებები (თუნდაც პოლიტიკაზე) და დამოკიდებულებები საგნების და ადამიანების მიმართ, მით უმეტეს რელიგის მიმართ, ნუ სკეპტიკოსებისათვსი დავძენ, რომ არა სრულად, შეუძლებელია ადამიანები გაიზიარო სრულად, ალბათ აზრიც არ ექნება მერე, მაგრამ უმეტესად შეიძლება :))
ზუსტად დამეხმარა ეგ პოსტები ამ საკითხის გააზრებაში და ჩემი ჭიაც დაკმაყოფილდა, ახლა უკვე გასაგებია შენი პოზიცია ;))
sul aseTi kargi wasakiTxebi gaqvs es postebi....mixaria xolme...ar gicnob magram bevri saerTo aRmovaCine zogadad...rac maxarebs :))))
Sens qera TmaSi mainteresebs rogori iqnebi...darwmunebuli var isev iseTi sayvareli da ufro sunny :)))
აი ხანდახან რომ რაღაცებს დაწერ, ისე მინდა, რომ გითხრა STOP! მაგრამ ერთ-ორ წინადადებაში შენვე აკრიტიკებ შენს თავს და ვმშვიდდები :))
სოფი, რაკი თვითონ ახსენე პოსტში შენი პოლიტიკური შეხედულებების მიმართ რეაქციები, გეტყვი, რომ მეც ვცდილობ ხოლმე შენთან პოლიტიკა არ ვახსენო :)
ეს, ისევე როგორც რელიგია, მიმაჩნია, რომ პირადულია.
მაგრამ ხანდახან მეფიქრება, რელიგიასა და ამ პოლიტიკურ შეხედულებას როგორ თანააცხოვრებ :)
სოციალიზმი ვარდისფერ სათვალედ მიმაჩნია. ადამიანებს ეს – იმ სახით, როგორც იდეაშია – არასდროს გამოუვათ. სტალინზე აღარაფერს ვიტყვი..
ჰმ, სტალინი :) სტალინზე მეც ხშირად მომსვლია ჩხუბი :) ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ეს ადამიანი არც ისეთი ტირანი ყოფილა, როგორც გონიათ და მინდა მისი პირადი ცხოვრება უფრო კარგად შევისწავლო :) ამიტომ ხშირად კა-გე-ბე-შჩიკსა და კომუნისტს მეძახიან :D მე კი სულაც არ მწყინს და მათ ჯიბრზე და ჩემი გულის გასახარად, KGB-ს მაისურით დავდივარ ხოლმე :D:):D
@ ქეთი, მეც მაფიქრებს ხოლმე რელიგია-პოლიტიკის შეთავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში რელიგიაა ჩემთვის მთავარი, პოლიტიკა - უბრალოდ სასაუბრო და გასართობი თემა :)
@ მაიტო, მიხარია, რომ თანამოაზრე და კიდევ ერთი ღიად მოაზროვნე ადამიანი შეემატა ჩემი ბლოგის მკითხველებს
მე მეგონა ბუნებრივად წითელი იყავი...
შენ კიდევ ჩემსავით ოქროსფერი ყოფილხარ...
არადა მეც მინდა წითელი!
სტალინს რაც შეეხება - ძნელია ვთქვა, კარგი კაცი იყო თუ ცუდი. ცნობილია, რომ სასტიკი კაცი იყო და არანაკლები ბოროტება ჩაუდენია, ვიდრე ჰიტლერს, უბრალოდ ჰიტლერი ალბათ უფრო "გერმანულად" და შესაბამისად, აწყობილად ამუშავებდა თავის სიკვდილის მანქანას.
მე კი უბრალოდ არ შემიძლია მომნწონდეს ადამიანი, რომელმაც დედაჩემის ოჯახის ნახევარი ვაგონებში დაახვრეტინა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავადის გვარი ჰქონდათ...
და რომლის გასვენებაშიც ბაბუაჩემის და ფეხებით გადათელეს.
ვიცი, პიროვნული და სუბიექტური ვარ, მაგრამ მაინც :)
სამაგიეროდ სტალინის პირველ ცოლს და მე ერთნაირი გვარსახელი გვაქვს :)))
@ Cinnamon girl, როცა საქმე ასეთ პირადულ თემას ეხება, აბსოლუტურად გასაგებია შენი პოზიცია.
ბუნებრივია სტალინი არ ყოფილა ის ადამიანი ვისაც დღეს ხატავენ, მაგრამ მისი და მისი სისტემის წვლილი კომუნისტური იდეეის დისკრედიტაციაში უდიდესია....
სამწუხაროდ მისი გაუმართლებელი სიხსლით მიღწეული მოდერნიზაცია დღეს მთლიანად ნადგურდება:(
Post a Comment