საჭმელი ამქვეყნად ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ჩემი აზრით, ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე და შესაბამისად, განწყობაც მოქმედებს იმაზე, რამდენს შეჭამ ან არ შეჭამ. მე არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც ჭამა არ უყვარს, სულიერად ვერ გაიზრდები, თუ ხორციც დაკმაყოფილებული არ გექნება. რა თქმა უნდა, ისეთი სულიერი სიმაღლის ადამიანებზე არ ვსაუბრობ, სულ პურსა და წყალზეც რომ ბედნიერები არიან. მოკლედ, ჩემზე დიდ გავლენას ახდენს საჭმელი, აუცილებლად ზომიერად უნდა ვჭამო და კმაყოფილი დავრჩები, თუ ზედმეტი ან ძალიან ნაკლები მომივიდა, ხასიათი მიფუჭდება, ძილი მინდება და ადამიანებთან საუბარიც მეზარება.
ერთერთ პოსტში დავწერე კიდეც, რა კარგი მზარეული გვყავს მიდრაშაში. ერთადერთი პრობლემა ისევ განწყობაა ხოლმე, რომელიც მიღებულ კალორიებზე მოქმედებს. მადლობა ღმერთს, ჭარბ წონას არ ვუჩივი, მაგრამ ხანდახან არის მომენტი, როცა არც ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს ერთკვირიანი დღესასწაულის შემდეგ, რომელშიც შუაღამის სადილები შედის. ამიტომ მე და ერთერთმა მადრიხამ (Leah) გადავწყვიტეთ, მთელი დღის განმავლობაში, 6 საათამდე ზომიერად ყველაფერი ვჭამოთ და საღამოს მთელი ჩვენი რაიონი შემოვირბინოთ. დატვირთული გრაფიკის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ ვი-jogging-ეთ, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება უკვე მნიშვნელოვანი იყო :lol: მე ისედაც ყოველდღე თუ არ "გავედი ჰაერზე" (დედაჩემის საყვარელი ფრაზა იყო ბავშვობაში: სოფი, გადი ჰაერზე!) და ვიარე, მთელ დღეს შენობაში ვერ ვძლებ.
ლივ ტაილერის ამ სურათის ნახვის შემდეგ electric blue ჩემი საყვარელი trend გახდა. ახალი kinda electric blue სვიტერი მაქვს, ზარაში შევიძინე 12 თუ 14 ევროდ. პლუს ასეთივე ჩანთა, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა, სანამ თბილისიდან წამოვიდოდი. Blue is the colour of my dreams...
HAVE A SWELL THURSDAY!!!




10 comments:
dzalian gixdeba es eleqtrikis peri...mec dzalian momwons :))
ოოო, ჭამა ეს დიდი სიამოვნებაა! :) ხანგრძლივი დიეტების შედეგად ამას ნათლად მივხვდი! მეც თუ არ ვისეირნე საღამოს არ შემიძლია. თუ მთელი დღე გარეთ არ გავედი, აფორიაქებული ვარ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და ყველაფერი მაღიზიანებს!
გიხდება სოფო ლურჯი;))
ჭამა სასტიკად არ მიყვარს და შენ კი იცი ამან რა შედეგიც გამოიღო :D
იმის მერე უფრო სერიოზულობით მოვეკიდე და ვაკონტროლებ წესებს.
თუმცა სულ ვფიქრობ: რატომ მოგვცა ღმერთმა ეს ფუნქცია. ამის გარეშე ხომ უფრო მეტად სრულყოფილები ვიქნებოდით? ესეთ რაღაცეებს ვერ ვხვდები...
ხო, მსოფლიო სამზარეულოებიდან ყველაზე ჯანმრთელი იაპონელებს აქვს. და ეს პოსტიც მოწმობს ამას:
http://vinoge.com/samzareulo/iaponuri-samzareulos-filosofia
უმმმმ :) ჭამა სიამოვნებაა :) გეთანხმები ყველაფერში ჭამასთან დაკავშირებით.
და ლურჯი მართლაც რომ ყველაზე გამორჩეული ფერია. ჩემთვისაც. ცის და ზღვის ფერი.
მომწონს ეს "ელეკტრიკ" ლურჯის ამოჩემების იდეა ;)
გურმანი ვარ :( ამიტომ საჭმელი ჩემი სისუსტეა. ძალიან მიყვარს გემრიელობები და ვერ ვახერხებ დიეტას :(
მმმმ... გერმრიელი საჭმელები <3
ლამაზი ჩანთაა ^_^
@ როდრიგო, ღმერთს ადამიანი სრულყოფილი რომ შეექმნა, მერე ადამიანი რაღას გააკეთებდა? მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ სრულყოფილებისკენ სწარფვაა ;) ისე რომ, God always knows what's best :)
უიი, მე კიდე ახლახანს პოსტი წყალზე დავწერე :))) ხოოოდა, მეც მიყვარს ლურჯი, მაგრამ რაღაც ვერ ვიხდენ, ასე მგუნია, ლურჯი, მხოლოდ ლურჯთვალება ქოქონების ხვედრია :)) თუმცა მწავანეს აქტიურად ვხმარებ, და თვალებს ყურადღებას არ ვაქცევ :)))
აუ ხოოო ვარჯის და ისრბილს, სულ ხვალ ვიწყებ :))))
ჰოო სოფ ეგეც მართალია.
მაგრამ სრულყოფილებას არ ვითხოვ, მხოლოდ ეს კუჭი არ გამოეგონებინა:D რა მოხდებოდა:(
ჭამაზე რამდენი დრო გვეკარდება :(
გიხდება ღიმილი და ეს ფერი :)
Post a Comment