
სულ უცნაურ და საინტერესო ადამიანებს ვხვდები, რაც ბერლინში ვარ. დღეს ბრიტანელი ჟურნალისტ პოლ მარტინის ლექცია გვქონდა. პოლ მარტინი ჰამასმა დააკავა გაზაში და რამდენიმე დღე ისე იმყოფებოდა ციხეში, ეჭვიც არ გასჩენია, რომ ცოცხალი გადარჩებოდა. განსაკუთრებით იმის მერე უფრო ელოდა სიკვდილს, როცა პალესტინელებმა მისი ებრაელობის შესახებ გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეა. ძალიან საინტერესოდ მოგვიყვა თავისი ისტორია, როგორ ადვილად გაარკვიეს ციხეში მისი ვინაობა (მთელი მისი ელექტრონული ფაილები გადაქექეს) სახლის მისამართისა და ცოლ-შვილის პროფესიების ჩათვლით. ამ ყველაფერს რომ ჰყვებოდა, ცოტა გაოცებული ვუყურებდი, იმდენად არარეალურად მეჩვენებოდა მისი ისტორია.
ლექცია რომ დამთავრდა, ერთმა ქალმა მითხრა, შენ არ ნანობ, რომ ჟურნალისტიკა მიატოვეო? Nein.
არა, ხანდახან ცოტა მწყდება გული, მაგრამ ის, რასაც ახლა ვსწავლობ და რაც მომავალში მინდა ვაკეთო, ბევრად უფრო ბედნიერს მხდის, ვიდრე ის ადრენალინი, რომ ოდესმე მეც გაზაში წავიდოდი და პალესტინელებს დემოკრატიაზე ვესაუბრებოდი. როგორ ვისაუბრებ იმაზე, რისიც მე თვითონ არ მჯერა ;) პოლ მარტინი კიდევ კარგი ტიპია, ნამდვილი ჟურნალისტი, სულ ცხელ წერტილებში დადის და მთელი თავისი 30 წლის ჟურნალისტობის მანძილზე, მსოფლიოს ყველა სავარაუდო ციხეში მჯდარა. რამდენიმე ხანში მის ფილმს გაზაზე და მის მთავრობაზე, ალბათ, ბი-ბი-სიზეც ნახავთ. მიყვარს ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, მოსმენა, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ და სამართლიანობისთვის იბრძვიან. მიყვარს ჟურნალისტები, მიუხედავად მათი დემაგოგობისა და ხშირ შემთხვევაში, სისტემის მონობისა, მაინც არიან ისეთები, რომლების ნდობაც შეიძლება (პოლ მარტინის გარდა, ასეთი ჟურნალისტების რიცხვში ჩემი რამდენიმე ლექტორიც შედის).



16 comments:
რა კარგია უკვე გადაწვეტილი, რომ გაქვს რა გინდა, თან აკეთებ კიდეც..
მეც მინდა სწავლასთან დაკავშირებული რაღაცეები განვახორციიელო მომავალში, მაგრამ არ ვიცი რა გამოვა :შ
მე ვერ გავიგე ბოლოსდაბოლოს რას გააკეთებ და რისი კეთება გინდა, ალბათ ყველა პოსტს რომ არ ვკითხულობ მისი ბრალია :)
კარგი იქნბოდა თუ დაწერდი კომენტში :)
@ კლოუნ, მთავარია მიზანი დაისახო და ყველაფერი გამოგივა, დარწმუნებული ვარ.
@ ტომუშკა, რახან ვერ იგებ, ესე იგი, არც არის საჭირო ;)
აი მე კი გერმანელი იუტა რაბე მიკითხავს საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელსაც მთელი რუსეთი მოსაკლავად დასდევდა გახსნილი საიდუმლო სისასტიკეების გამო :))
ჟურნალისტიკა ჩემთვის ადვილი გამოსავალია - შენ არაფერი გევალება, გარდა იმისა, რომ ილაპარაკო იმაზე, რაც "დასაძრახია" და გასმოხატო შენი აზრები...
კი, ვიცი, რომ რეალურად აზრს გამოთქმა სჭირდება, იმიტომ რომ ყველა ამ აზრამდე ვერ მივა თავისით...
მაგრამ ...
მოკლედ, მე იმის თქმა მინდოდა, რომ არც მე მწყდება გული რომ შენ ჟურნალისტიკა მიატოვე :)
რა ძლიერი ადამიანი ყოფილა, მე ალბათ ვერ შევძლებდი ასეთი ისტორიის შემდეგ ისევ აქტიურად ვყოფილიყავი იგივე საქმით დაკავებული, მითუმეტეს თუ ასე ადვილად იპოვეს მისი ოჯახი და საყვარელ ადამიანბზე მუქარაც არ ასცდებოდა დარწმუნებული ვარ :(
მეც ძალიან მომწონს ჟურნალისტიკა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს მივყვე არჩეულ პორფესიას.
ქარტული ჟურნალისტიკა საზიზღრობაა.
ისე წერა ვისაც გამოსდის და განათლება აქვს, სულ თავისუფლად შეუძლია ჟურნალისტიკაშიც იმუშაოს, მცირე კურსიც რომ ჰქონდეს გავლილი, ასე რომ ესეც გამოგვადგება სანისაც და მეც და სხვასაც
როგორ მიყვარს რა საინტერესო ლექტორების მოსმენა, რომლებიც საკუთარ თავზე საუბრობენ და ძალიან საინტერესოს საინტერესოდ ყვებიან... :)
ამ ადამიანის ლექციის მოსმენა მართლა საინტერესო იქნებოდა! მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მინდოდა ჟურნალისტობა, I like some of them! :)
gazas sektori ert-erti yvelaze cxeli wertilia.
zalian saintereso iqneba iq mushaoba : )
@ ლალენა, ოჯახზე დაემუქრნენ კიდეც, თუ კიდევ რამე ფილმს გააკეთებო, მაგრამ ზუსტად ჩვენი შეხვედრის მეორე დღეს ჰქონდა თავისი ფილმის პრეზენტაცია გაზას სექტორზე და პალესტინელ პატიმრებზე, რომლებსაც ისრაელის ჯაშუშობას აბრალებენ :|
ყველა ჟურნალისტი დემოკრატი და დემაგოგია?
საქმე კი – კარგია, როცა ისეთ საქმეს აკეთებ, რაც სიამოვნებას განიჭებს :)
ნეტავ საქართველოშიც არსებობდნენ ასეთი ჟურნალისტები.
აი მე კი გული მწყდება რომ ჟურნალისტიკა მიატოვე. გული მწყდება კი არა და, მიკვირს:)) როგორ შეიძლება ასეთ პროფესიაზე ვინმემ უარი თქვას... მაგრამ ეს ალბათ ინდივიდუალურია და პრინციპში ამაზე უკვე საკმარისად ვილაპარაკეთ:))
მიუხედავად იმისა, რომ იმიტირებული ქრონიკით სულმთლად დაასამარეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ყველა შესაძლო პერსპექტივა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე კარგი ჟურნალისტი გვყავს და პირადადაც ვიცნობ და დავამტკიცებ, რომ არარეალურ ადამიანებზე არ ვსაუბრობ! :)))
ჰუჰ
რაღაცეები გამომიტოვებია
როდის წახვედი ისევ ბერლინში?
რას სწავლობ მანდ?
@ ქეთი, რა თქმა უნდა, ყველა არ არის :))) შენც ხო იცი, რას ვგულისხმობ, მგონია, რომ იცი, დიდი ხანია ჩემს ბლოგს კითხულობ.
@ ენია, გეთანხმები, ბევრი კარგი ჟურნალისტი გვყავს ნამდვილად.
@ თაა, მართლა ბევრი გამოგიტოვებია - იუდაიზმის ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ისტორიას ვსწავლობ :)
Post a Comment