ჩემს
შარშანდელ პოსტებში იმდენი ინფორმაციაა ჩემს ცხოვრებაზე, იუდაიზმსა და კიდევ ბევრ სხვა რამეზე, ახლა რომ გადავხედე, კმაყოფილი დავრჩი. აღარ მომიწევს ყველაფრის თავიდან ახსნა.
შავუოთის დღესასწაული გვქონდა წინა ორ დღეს; მე ზუსტად მაშინ გავცივდი, თუ ვირუსი ამეკიდა - ცხვირი გამიწითლდა და მთელი ბერლინის ცხვირსახოცები ვიხმარე, ძლივს ვსუნთქავდი და sunny სოფისგან თითქმის აღარაფერი დარჩა. ისე ვიცვლები, როცა ავად ვარ, ადამიანი ვერ მიცნობს:
აღარ ვიცინი, ლაპარაკი მეზარება, ადამიანები მაღიზიანებენ და სულ ძილი მინდა. ამ დროს, გულის სიღრმეში მინდა ადამიანები თვითონ მოვიდნენ ჩემთან, დამელაპარაკონ, დაინტერესდნენ, რა მჭირს. თუმცა, როგორ მიხვდებიან სხვები, მე რა მინდა სინამდვილეში, როცა სახეზე საშინლად ასოციალური გამომეტყველება მაქვს. საბოლოოდ, ერთმა ისეთმა გოგომ გაბედა ჩემთან მოსვლა, რომელთანაც არასოდეს მიმეგობრია და cool გამარჯობის მეტი არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. მერე წამალიც მომცა და ცხვირის წვეთებიც, რომელმაც გადამარჩინა და ადამიანურად დამაძინა ღამით. G-d bless you, Tzipporah!
დაძინებამდე სელინჯერის "ფრენი და ზუის" გადავხედე, ცოტა წავუტირე და მერე იმაზე დავიწყე ფიქრი,
რატომ გავხდი ავად და რა შეიძლება აქედან ვისწავლო.
- ამის მერე მეცოდინება, რომ ადამიანები არ დავახარისხო.
- კარგად ყოფნისასაც ცოტა უხეში უნდა გავხდე, თორემ ყველას ბედნიერი Sunny უყვარს და ავადმყოფ-მიზერული არ აინტერესებს.
- დრო მქონდა, გამეანალიზებინა, როგორ უნდა ვაფასებდე ჯანმრთელობას.
მოდი და ამ ყველაფრის შემდეგ, ტირილი ნუ მოგინდება. თან ავად როცა ხარ ადამიანი, ყველა სენტიმენტალური ფილმის თუ წიგნის გმირი გახსენდება და ცრემლები ისე გაწვება ყელში, სურდოზე უარესად გიშლის სუნთქვას.
სასწაული drama queen ვარ ბავშვობიდან. დედაჩემი სულ ჩემს ლოგინთან უნდა მჯდარიყო და მოთხრობები წაეკითხა.
My sweet, beautiful, talented, classy DREW BARRYMORE
დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, ფეისბუქზე
ანუშკასგან ლინკი დამხვდა, დრიუ ბერიმორი "Wizard of Oz"-ის რეჟისორი და პროდიუსერი იქნებაო. დრიუ ხომ ყოველთვის ჩემი გადამრჩენია და ახლა ანუშკას სახით მომევლინა :)
მისურვეთ, მალე გამოვჯანმრთელდე და თქვენ კიდევ - ბედნიერი შაბათ-კვირა გქონდეთ!
12 comments:
GISURVEB RA TQMA UNDA MALE GAMOJANMRTELEBAS DA ISEV SUNNY-OBAS :)
კარგად ყოფნისასაც ცოტა უხეში უნდა გავხდე, თორემ ყველას ბედნიერი Sunny უყვარს და ავადმყოფ-მიზერული არ აინტერესებს.
AR GAMOGIVA, TKUILAD SHEECDEBI
YOU'RE NOT THAT KIND :)
გისურვებ გისურვებ გისურვებ!!
ავადმყოფობისას მეც აუტანელი ვარ ხოლმე. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! :*
რამდენიმე დღის წინ 'ჩარლის ანგელოზები' მომენატრა და გადმოვწერე. იცი რომელი ეპიზოდი გახდა ჩემი ფავორიტი? ბოლოს კოშკში დრიუ რომ რამდენიმე კაცს სცემს, გადახედავს მერე და უცებ მაიკლ ჯექსონის სიმღერის ფონზე ცეკვით გავა ოთახიდან :))
მალე გამოჯანმრთელდი! მე არ მეგონა თუ აქამდე მოგყვებოდა გაციება..
@ თაა, ხო, მეც მეეჭვება, გამომივიდეს :D
მადლობა ყველას.
@ ნატალია, ეგ ჩემი ყველაზე საყვარელი სცენაა :ლოლ:
მალე გამოჯანმრთელდი! :*
თუმცა, ავადმყოფობასაც თავისი პლუსები აქვს, ჩემს თავზე გამოვცადე 10დღიანი იზოლაცია!:)))
ბედნიერი შაბათ-კვირა შენც!;)
სოფიი გამოჯანმრთელებას გისურვებ ^_^
მე ავადმყოფპობის დროს ენა მიტკბება :D :D
ისე ცოტა წავუმწარებ :შ
მოწყენილი Sunny არ მახსენდება, მაგრამ პოსტი მაინც თავისებურად კარგი იყო <3
სოფი, მალე გამოჯანმრთელდი! აბა გაციებას როგორ უნდა მოაწყენინო თავი, გაიღიმე :)
ბედნიერი შაბათ–კვირა! :*
მეც გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას.
მალე გამოჯანმრთელდი!
არ ვიცი დამთხვევაა, თუ რა არის, მაგრამ მეც სულ ახლახანს გადავაწყდი სიტუაციას, როდესაც გავაანალიზე, რომ ადამიანებს მარტო (ზოგს) ბედნიერი და მხიარული და წყნარი ვჭიდები და, რომ ჩემთვსი ნერვების მოშლა და გაბრაზება არ შეიძლება...
უფ რა გაბუსხული ვარ ახლაა :)))
მგონი მეც drama queen გავხდი ამ ბოლო დროს :))
იმედი მაქვს, რომ ამ კომენტარის დაწერისას შენ უკვე გამოჯანმრთელებული ხარ :*
@DreaMar, კი, უკვე კარგად ვარ, მარ. მადლობა!!!
THANK YOU ALL, LOVES :)
Post a Comment