Sunday, May 16, 2010

Tall trees in Georgia

მართალია, არცთუ ისე, დიდი ხანია, რაც ევა კესიდის ვუსმენ, მაგრამ მხოლოდ ახლაღა გავიგე, რომ 1996 წელს დაღუპულა 33 წლის ასაკში. დღეს ისეთი წვიმიანი ამინდი იყო, ზუსტად ამ ამბით მინდოდა დღევანდელი დღის დასრულება :| თან დღეს სტუმრად ვისთანაც ვიყავი, საკმაოდ შორს ცხოვრობს ჩვენგან და გზაში ისე გავილუმპე, ხმას ვეღარ ვიღებდი. წვიმა მიყვარს, მაგრამ ასეთი სიცივე უკვე აუტანელია. მერე ლეამ გვითხრა, როცა წვიმა მოდის, ყველას ძილი და სახლში ყოფნა იმიტომ გვინდა, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ, სამყაროს "საყვარელი სცენარისტი" მართავს და უბრალოდ, მას ვანდობთ მთელ ცხოვრებას და ვიძინებთო. მომეწონა ეს იდეა, სიამოვნებით დავიძინებდი იმ დრომდე, სანამ დიდი მზე არ გამოვიდოდა ბერლინში, მაგრამ ადამიანს არასოდეს სძინავს მაშინ, როცა უნდა.

ევა კესიდით დავიწყე; ბევრი არაფერი ვიცი მასზე, გარდა იმისა, რომ საოცრად ნიჭიერი მუსიკოსი იყო და მისი ხმა სხვისაში არ აგერევა. ეს სიმღერა იმიტომ ავარჩიე, რომ ყველას თავისი Georgia აქვს. მე იმ მაღალ (დაბალსაც) ხეებს ვუძღვნი სოფელში, რომლის ქვეშაც მიყვარდა ჯდომა და წერა. Here I am - thousand miles away still loving you...

8 comments:

Zurriuss said...

დღეს თბილისშიც წვიმდა. ყველაფერი გადავდე და ერთი საათით წავუძნე :)

kikito said...

ra kargad mgeris martlac momewona da aqamde ar mqonda magis simgerebi mosmenili :s

gabo said...

რა საოცრად თბილი ხმა აქვს.
წვიმის დროს მეც სულ სახლში ყოფნა მინდა .ბოლოს რომ მოვყევი წვიმაში ისეთი გავცივდი დღემდე სიცხიანი ვარ .

Kate said...

მე რომელიღაც სიმღერა მიყვარს ამისი და სახელი დამავიწყდა :(((


კარგია ბერლინი. სიარულიც.
თუმცა წვიმიან ამინდში ძილს მაინც არაფერი სჯობს.

clown said...

თბილისშიც საშინლად წვიმს :შ
უკვე შემიყვარდა წვიმა :შ


ხოდა ეს სიტყვები მომეწონა ^_^ "როცა წვიმა მოდის, ყველას ძილი და სახლში ყოფნა იმიტომ გვინდა, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ, სამყაროს "საყვარელი სცენარისტი" მართავს და უბრალოდ, მას ვანდობთ მთელ ცხოვრებას და ვიძინებთო."

Keti said...

ევას მუსიკა მგონი წვიმიან ამინდს უხდება.. სევდა აქვს ხმაში, მიყვრას მისი მოსმენა, ოღონდ შეყუჯულს, ჩემთვის..

თბილისში კი გვაქვს მზე, თან ისეთი მე რომ მიყვარს – გაზაფხულობით, მწვანე ფოთლებში გამოჩრილი :) იმედია, მანდაც მალე გამოანათებს :)

Anonymous said...

;))

Lalena said...

ევას წვიმიანი ხმა, აქვს ეს სიმღერა არ ვიცოდი, თან შენი პარალელი საოცრად კარგი იყო :*