Sunday, May 9, 2010

Viva la libertad - День Победы


კვირა - ჩემი ყველაზე საყვარელი დღეა შაბათისა და ხუთშაბათის შემდეგ :))

შაბათი ძალიან საინტერესო მქონდა.
ალბათ გახსოვთ, წინა კვირას ჩემი მეგობრის ქორწილი იყო. ტრადიციის მიხედვით, ქორწილის მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნეფე-პატარძალს სხვადასხვა ოჯახებში ეპატიჟებიან და მათ საპატივსაცემო სუფრას შლიან, ჩვენებურად რომ ვთქვათ. პარასკევ საღამოს მეც იმ ოჯახში მოვხვდი, სადაც ჩემი მეგობარი და მისი ახალი ქმარი იყვნენ მიწვეულები. შაბათი ყოველთვის მხიარულია ხოლმე, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებული იყო. სტუმრებს შორის რამდენიმე ქართველი ბიჭიც იყო, რომლებიც იეშივაში სწავლობენ და ნეფე-პატარძალს "სულიკო" უმღერეს. ძლივს შევაკავე ცრემლები და ჩემთან ერთად ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებმაც. ევროპელ-ამერიკელებს რეაქცია არ ჰქონდათ. ვინც რა უნდა თქვას, ძალიან ძალიან ღრმაა წარსული, რაც გვაკავშირებს ამ ქვეყნებს და ასე უცებ ვერ გაიწყვიტება კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც კომუნიზმის შვილიშვილისთვის ბევრად ახლოსაა ეს სამყარო. ძალიან სასიამოვნო იყო ქართულის მოსმენა და იმის დანახვა, რომ ადამიანებში ჯერ კიდევ ტკბილ მოგონებებს აღძრავს.


ყველაფერთან ერთად დღეს 9 მაისია, ფაშიზმის დამარცხების დღე. ესეც კომუნიზმთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება, ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს, მაგრამ ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ჩემი პაპის ძმები იბრძოდნენ, ჩემი მეგობრების პაპები და უბრალოდ, ადამიანები, რომლებსაც სამშობლო უყვარდათ, თავისი ლიდერი უყვარდათ. ფაქტია, რომ ეს ომი საბჭოთა კავშირმა მოიგო, დანარჩენები უბრალოდ ელოდებოდნენ, მოვლენები როგორ განვითარდებოდა და მსოფლიოს როგორ გაინაწილებდნენ. დარწმუნებული ვარ, თქვენ შორისაც იქნებიან ადამიანები, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ამ ომში. სამართლიანი არცერთი ომია, მაგრამ ღმერთმა ყოველთვის იცის, ვის გაამარჯვებინოს. ისე მიყვარს ომის ვეტერანების დანახვა, ბევრი ჯილდოები, მედლები რომ უკეთიათ და ბედნიერები არიან, რადგან იციან, რისთვის და ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ბედნიერ და გამარჯვებულ კვირას გისურვებთ!

8 comments:

Anonymous said...

ძალიან მაღიზიანებს ჩემი ტოლების და განსაკუთრებით, ცოტა პატარების დამოკიდებულება, რომ 9 მაისი არაა ჩვენი დღესასწაული, რაღაც კომუნისტური გადმონაშთია, რომელიც არ გვაინტერესებს და არ გვეხება! გვინდა თუ არა, ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია! ამ ომმა საქართველოს მოსახლეობის მესამედი შეიწირა მაშინ და ელემენტარულად, მათი პატივისცემისთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე!

vasasi said...

რეალურად, სამამულო ომში საქართველოს მოსახლეობის 10% გაწყდა..

მართალია, არავინ იცის ამერიკისა და ინგლისის მხრიდან ლენდ ლიზი რომ არ ყოფილიყო მოიგებდა თუ არა სტალინი ამ ომს, მაგრამ მაინც..

გეთანხმები სოფ, მართლა საყვარლები არიან..
თან რამდენი რამე იციან იმ ამბებზე.. :)

gabo said...

ჩემთვის ფაშიზმი და კომუნიზმი აბსოლიტურად იდენტური მცნებებია. ფაშიზმი დღემდე არსებობს ისევე როგორც კომუნიზმი. ასე რომ ფაშიზმის დამარცხების დღე სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია. 9მაისი იმ ადამიანების ღვაწლის დაფასების დღეა რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ ომში.

Sophie שרה Golden said...

@ უნაამარგა, მე და შენ გვესმის ერთმანეთის და ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია.

@ ვასასი, დარწმუნებული იყავი, რომ მოიგებდა. ჯერ რუსეთი არცერთ ომში დამარცხებულა. ნაპოლეონის დროსაც ინგლისი და ამერიკა ხო არ იყო.

@ გაბო, იდენტური ვერ იქნება,"მცნება" არცერთია ამ ორი წყობიდან ;) :D ვინც კომუნიზმს და ფაშიზმს ერთმანეთს ადარებს, უბრალოდ ადამიანებს ურეცხავს გონებას, remember this.

gabo said...

ჩერჩილმა თქვა ფაშიზმი უნიჭო კომუნიზმი იყოო. არა არც დემოკრატიაა იდეალური წყობა და არც ჩერჩილი იყო სამართლიანობის განსახიერება . ადამიანებს შორის სიყვარული ყველაზე კარგი ფორმაა . ვაფასებ ყველა ადამიანის ღვაწლს ვინც გულწრფელად იბრძოდა საკუთარი სამშობლოსთვის.

Unknown said...

სოფ, მერე "მეზობლებში" ჩამამატე :)

Carrie said...

ფაშიზმიც და კომუნიზმიც ერთნაირი ბოროტებებია ჩემი აზრით. საერთოდ, ნებისმიერი წყობა, რომელიც ჩარჩოებს უწესებს ადამიანებს და არ აძლევს საშუალებას ამ ჩარჩოს და ცნობილი "რკინის ფარდის" იქით გაიხედოს, რა ხდება იმის შიშით რომ ვაითუ იქ არ მოუნდესო, გაუმართლებელია და დანაშაულია. კაცმა არ იცის 9 მაისს რა უნდა ვიდღესასწაულოთ. ვეტერანების მესმის ყველაზე მეტად _ მათ ასე სჯეროდათ. პრინციპში დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩემი აზრით, სულერთი იქნებოდა ფაშიზმი გაიმარჯვებდა თუ კომუნიზმი, ერთი და იგივე საშინელება დატრიალდებოდა და აკი დატრიალდა კიდეც. მე თუ მკითხავთ, აჯობებდა არც ფაშიზმი ჩასახულიყო იტალიის ერთ–ერთ ბარში (თუ სწორად მახსოვს) და არც კომუნიზმი. ეს დღე სწორედაც რომ უნდა გვახსოვდეს, თუმცა რამდენად სადღესასწაულოა... მმ, რა ვიცი:). საერთოდ სხვადასხვა წარსულის და ტრადიციის მქონე ადამიანები ასე ძალადობით შეყარო ერთად, გაათანაბრო და გააუსახურო.. არ ვიცი.
თუმცა ეგეთი გრძნობა მქონდა როდის იცი? ლიტვაში და ლატვიაში ვიყავი წელიწადნახევრის წინ და იქ, ორივეგან: ჩვენმა მასპინძლებმა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმები დაგვათვალიერებინეს. ორივეგან ჩვენ საერთო მტერზე ვლაპარაკობდით _ გვინდა არ გვინდა, ასე გამოვიდა. არ ვიცი, შეიძლება მე აღვიქვამ ნამეტანი მტკივნეულად საბჭოთა კავშირს. მაგრამ როდესაც ვიღაცას მათანაბრებენ, ვიღაცისთვის დაუმსახურებლად მაყოფინებენ ჩემს მოგებას, ჭკუას თუ რასაც გინდა, როცა ვიღაცისგან ჩაცმის სტილითაც კი არ გამოვირჩევი, მოკლედ როცა ვიღაცის იძულებითი ტყუპისცალი ვარ, არ მესმის, ჩემში ნოსტალგიის და მით უმეტეს გამარჯვებულობის შეგრძნება როგორ უნდა დატოვოს! ზედმეტად შთათლახი კაპიტალისტი ვარ :D

Zurriuss said...

მიყვარს შენი ბლოგი, რა :)