Monday, August 23, 2010

მესამედ მოსვლა ანუ მილან კუნდერა

მესამედ მომიწია ბერლინში წასვლამ და ყველაზე ძნელი ამ ჯერზე გამოდგა. გარდა იმისა, რომ ვტოვებ დედას, ნათესავებს, მეგობრებს, ყველაზე რთული იმის ცოდნაა, რომ საქართველოში ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი. არც ის ვიცი, თუ გერმანიაშია ჩემი ადგილი, მაგრამ ფაქტია, როცა ქუჩაში დავდივარ, სულ იმედი მაქვს, რომ აქ ყველაფერი შესაძლებელია, ხალხიც არ არის დაღლილი და გაღიზიანებული. ყველა თავის საქმეზე დადის, არავის აინტერესებს ვინ ხარ, რა გაცვია... მაგრამ ისიც კარგად იგრძნობა, რომ აქ არაფერია ჩემი და მშობლიური. აეროპორტიდან რომ გამოვედი, ავტობუსში ერთი თურქი გოგო მეჩხუბა, რადგან ჩემოდნით მივეჯახე, რა მექნა, ორი სხვა ჩანთა მქონდა კიდევ აკიდებული. სამაგიეროდ, მეტროში ორმა გერმანელმა ბომჟმა ბედნიერი საღამო მისურვა. მერე მეტროდან ორი გაჩერების ფეხით გავლა მომიწია, ქუჩას რომ გადავხედე, პირველი, რაც გავიფიქრე, ეს იყო: Dear old f-ing Berlin, here I am once again (ამ აბზაცს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ "ორი" სიმბოლურად და არა ტავტოლოგიურად მეორდება)!!!



ბერლინში პრაღის გავლით ჩამოვფრინდი. უცნაური აურა აქვს ჩეხეთს. მართალია მხოლოდ აეროპორტით და თვითმფრინავიდან დანახული შთაბეჭდილებით შემოვიფარგლე, მაგრამ მაინც. ვინც იცის ჩემი განსაკუთრებული გატაცების, ლამის sexual & spiritual addictionის შესახებ მილან კუნდერას მიმართ, ის გამიგებს. ჩეხებს რომ ვუყურებდი, სულ კუნდერას წიგნის გმირები მიდგებოდნენ თვალწინ. მერე ერთი წყვილი ჩამოჯდა ჩემს გვერდით, ისე ჰგავდა ეს წყვილი ტომაშს და ტერეზას, "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის" პერსონაჟებს, ლამის სუნთქვა შემეკრა.


აეროპორტში ვეძებდი რამე საინტერესო წიგნების მაღაზიას, მაგრამ არ იყო. სუვენირების მაღაზია კი ვიპოვე, სადაც კაფკას და კუნდერას წიგნები, ბლოკნოტები მათი გამოსახულებით და სხვა რაღაცები იყიდებოდა, თუმცა კუნდერას ყველა წიგნი მაქვს და ყიდვა აღარ მიფიქრია. კაფკა კიდევ იმდენად არ მიყვარს. ვიცი, ბევრისთვის ჩეხეთი, პრაღა კაფკასთან უფრო ასოცირდება, მაგრამ მე ისეთი სულიერი კავშირი ვერ ვიპოვე ამ მწერალთან, როგორიც კუნდერასთან.


მგზავრობისას ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ცხოვრება მხოლოდ აწმყოა, მე ერთ ადგილას ვდგავარ და სამყარო გიჟივით ბრუნავს, სხვა ადამიანებიც გიჟებივით დარბიან... მე კივუყურებ, ვუყურებ და იმაზე ვფიქრობ, როგორ ცხოვრობს თითოეული მათგანი, რაზე ფიქრობს და რა უნდათ. მერე საშინელი სევდა შემიპყრობს ხოლმე და საქართველო მომენატრება, ჩემი სახლი და ენა, რომელზეც ვფიქრობ და ვოცნებობ, ბავშვობის ადგილები, მდინარეები, მთები, ტყეები. თავს ვირწმუნებ, რომ არაფერია სადარდებელი, ჩემი ადგილი იქაა, სადაც ვარ და უნდა განვაგრძო პოზიტიურად, ცხოვრება არასოდეს იქნება მარტივი. უმიზეზოდ არაფერი ხდება და ჩემს "მოსვლასაც" თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.


ასე მოვედი ბერლინში მესამედ.

23 comments:

babisa said...

yay axali posti da dabruneba
mixaria esec da isic, rom berlinshi xar isev, vici rom giyvars midrashashi yofna :))) warmatebebi, sofi

Clown said...

გამიხარდა ფეისბუქზე შენი პოსტის ლინკი რომ დავინახე ^_^

კარგია შენი ადგილის ძებნის პროცესი, რომ დაიწყო, ალბათ ყველაზე რთული ამ პროვესამდე მისვლაა :შ

ხო, კიდე რა სასიამოვნოა არა, საყვარელი წიგნის პერსონაჟებს, რომ ადარებ ორფეხა, ნამდვილ არსებებს ^_^


წარმატებები სოფი :*

ket_eva_n said...

მმმ.. ჩემი სანი დამიბრუნდა..
როგორ მენატრებოდა შენი განცდები..

Chaotic said...

სოფი,ამჯერად რამდენი ხნით ხარ?

სექტემბრის ბოლო კვირას, ან ოქტომბრის პირველ კვირას თუ აქ ხარ, Oktoberfest-ზე ჩამოდო მიუნხენში.

:)

პ.ს. მოკლედ, ვერ ჩამოგიტყუე რა :D

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, მადლობა. კი, მიყვარს ორივე – ბერლინიც და მიდრაშაც.

@კლოუნიკო, უჰ, ნუ იტყვი, ძალიან ძნელია და მე ისევ პროცესში ვარ. დაუსრულებელია, მგონი, ეს პროცესი, სანამ ადამიანი ცოცხალია.

@ქეთ_ევა_ნ, მადლობა, love, მეც მომნატრებია და გამიხარდა, რომ მომწერე.

@ქაოტიკ, არ ვიცი, მეეჭვება, ამ პერიოდში მოვახერხო. მე რა ჩამოგიტყუე? :( შენ ჩამოდი რა!!!

green said...

mmmmmmmmmmm nu berlinis mimart chemi gancdebi ici :) chemtvis kvelaze dzvirpasi bavshvobis gancdebia. roca dzalian tavisupali vikavi cuxilisgan. max sheidzleboda imaze menerviula rom cvimda da gruxuni iko. exla xo xvdebi tavebi rogor gvakvs gamotenili.xoda am bavshvobashi vikavi berlinshi da gansakutrebit mikvars da minda dabruneba ro (rata) agvidgino is gancdebi da tavidan vigrdzno shveba,romelic bavshvurobas moakvs. mokled, shen chems kalakshi xar :) mesamed caxvedi chems kalakshi. da gansakutrebit amitom gamixarda blogis agordzineba :)

Chaotic said...

:D

ახლა ნინოა მანდ, ალბომს წერს და სულს კბილით ვიჭერ, რომ არ წამოვიდე. თუკი ყველაფერი ოდნავ მაინც დამშვიდდა ჩემს ირგვლივ, შეიძლება მაგაზე ფიქრი, 1 Wochenende... :)

Sophie שרה Golden said...

@გრინ, აუ, შენი კომენტარი პოსტზე მეტად გულისშემძვრელი იყო. ჰოდა ჩამოდი რა. ჩამოხვალ კიდეც, როცა საჭირო იქნება, ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ხო იცი :)

@ქაოტიკ, ჰოდა, ნუ იჭერ სულს, ჩამოდი!

green said...

ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ხო იცი :)

mshvidad davucdi am mizezebs :) tavistavad minda mand moxvdra da ara dagegmilad :)
xoda, ratomgac mgonia rom sadme ertadac davlevt chais an yavas :) <3

Keti said...

სოფი, კარგია, რომ დაბრუნდი :)
და ისევ ბერლინში ხარ.. კარგია გზის ძებნა. როგორც კი ადამიანი ძებნას წყვეტს, ცხოვრებასაც აზრი ეკარგება.
რამდენეტაპიანია სწავლა?

vasasi said...

მიხარია, რომ მოხვედი ისევ... სულ ვგრძნობდი, რომ დაბრუნდებოდი.. :*

Anonymous said...

ra kargia rom dabrundi :)

kunderas mimart shens emociebs viziareb, mec uzomod miyvars ;)

carmatebebi :)

Sophie שרה Golden said...

@გრინ, ჰოდა სპონტანურად იქნება, არ გეტყვიან, რომ დაგეგმილი იყოო :დ

@ქეთი, ძალიან კარგია. მთელი ცხოვრება პროცესია, ხომ იცი – მოძრაობა, მოძრაობა... შენც იცი. რამდენიმე ეტაპი დამრჩა კიდევ, ნახევარ წლამდე.

Agasfer said...

რა კარგი პოსტია :)

Unknown said...

VOLVER :)

Keti said...

რა თქმა უნდა – სულ მოძრაობა და მოძრაობა. მადლობა ღმერთს, რომ ამის სურვილსა და ძალას გვაძლევს.
ძალიან კარგი :) დიდი გამოცდილება...

სოფი SUNNY გოლდენი said...

მადლობა ყველას, ვისაც ჩემი "დაბრუნება" გაგიხარდათ :)

გაბო said...

როგორ გამიხარდა შენი ახალი პოსტი არ იცი <3 შენი ბლოგი ძალიან თბილია .

კოპალა said...

mec gamixarda sheni dabruneba :))))

Kate said...

კარგია, რომ ისევ დაიწყე პოსტების წერა. გამიხარდი :**

ბერლინს და საერთოდ ცხო ქვეყანას რაც შეეხება, კარგია რომ საქართველოში არ ხარ. მე ვარ და რა ხეირი. ამჯერად რამდენი ხანი იქნები მანდ??? მანდ სწავლობ ხო???

სოფი SUNNY გოლდენი said...

@გაბო, კოპალა, დიდი მადლობა :)

@ქეით, უკვე იმდენი ადამიანისგან მესმის, რომ აღარ უნდათ საქართველოში ყოფნა და ძალიან კარგად ვიგებ :/ :| მანდ როცა ვარ, ვგიჟდები და ვითრგუნები, გერმანია კიდევ იმდენად განსხვავებულია, არც ვიცი, როგორ აღვწერო. კი, ვსწავლობ. ზუსტად არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები, ისიც არ მეგონა, რომ ამდენ ხანს აქ ვიქნებოდი...

Kate said...

მესმის შენი და თეთრი შურით მშურს. მართლა კარგია, მანდ რომ ხარ. აქ სამსახურს ვეძებ მე პირადად და ტვინი და ნერვები ერთად დამიავადდა.

unaamarga said...

რა შუაშია, მაგრამ ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ აწმყო არ არსებობს, არის მხოლოდ წარსული და მომავალი. აი, ახლაც, ამ კომენტს რომ დავამთავრებ და ესეც წარსულის ნაწილი გახდება! აწმყო იმდენად ხანმოკლეა, დაჭერას ვერ ვასწრებ!
პრაღა კი ჩემთვის კაფკაა! საერთოდაც, კაფკა "ჩემიანია"!:)