ამიტომაც ვაგრძელებ და
ისევ:
- წითელი თმა მაქვს.
- სელინჯერი მიყვარს.
- სამყარო სასაცილო, მწვანე ვაშლად მიმაჩნია.
- ბერლინში ვცხოვრობ და ყოველდღე ახალ–ახალ ქუჩებს ვპოულობ.
- ბევრ სიზმარს ვხედავ.
ამ ბოლო დროს კი –
სულ რუსულ მუსიკას ვუსმენ: ზემფირა, ბი2, ნაუტილუს პომპილუსი, კინო... სერგეი ბოდროვ უმცროსზე ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს ყოფიერების სამართლიანობის.

აქ უკვე ძალიან ცივა. თბილად მაცვია და აივანზე მოფრენილი ბეღურაც ისევ საქართველოს მახსენებს.
დღეს კიდევ ერთი შაბათია, როგორიც ყოველ პარასკევ საღამოს მოდის ხოლმე და ახალ კვირას ველოდები, რომელიც მზეს დამანახებს და იმას მომცემს, რაც ახლა მჭირდება.
ბედნიერ შაბათ–კვირას გისურვებთ!



9 comments:
დაბრუნებით გამახარე ^_^
ზემფირა ადრე მომწონდა ^_^
ხოდა შენც ბედნიერი შაბათ–კვირა :*
<3
ოფთიმისთიქ
მისთიქ
იცი, ხანდახან ისევ მჯერა, რომ ცოცხალია. მე ხომ მკვდარი არც მინახავს. ჰოდა რა საბაბი მაქვს, დავიჯერო, რომ მოკვდა? :)
...ასეთივე განწყობითა ვარ ლუჩანოს მიმართაც :)
ბოდროვზე ყოველთვის ეს ფილმი და ეს მომენტი მაგონდება
http://www.youtube.com/watch?v=UEwmmhA4IoE
@კლოუნ, :*
@გრინ, ზეთ'ს რაით!
@ზურიუს, რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. ასეთი სიბრძნე ჯერ არასოდეს გითქვამს.
@ნატოშა, როგორ მიყვარს. მადლობა.
ჩვენ გვიყვარს შენი სამყარო და რატომღაც მეგონა რომ გაბუტული იყავი ამ სამყაროსთან და იმიტომ აღარ წერდი ან ახალ ემოციებს ეძებდი რომ შემდეგ ახალი შემართებით გაგეგრძელებინა .
სერგეო ბოდროვი მეც ძალიან მენატრება. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სადღაც არის და რაიმე ფილმს იღებს. ბი2 და ზემა ძალიან პატარა ვიყავი, რომ შემიყვარდა და დღემდე ვგიჯდები მათზე.
@გაბო, კი გაბუტული ვიყავი აშკარად =)) მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
@ქეით, მეც მაქვს ხოლმე შენნაირი შეგრძნება, რომ სადღაცაა წასული და აუცილებლად დაბრუნდება ახალი ფილმით... :|
:(((
Post a Comment