ამ ბოლო დროს სიარულის მეტი არაფერი მახსოვს. ლექციებს შორის შესვენება როგორც კი იწყება, საწვიმარი შემოსასვლელში მიკიდია, ხელს ვტაცებ და გარეთ გავრბივარ. სახლში დაბრუნების წინ მუსიკალურ მაღაზიაში შევდივარ, სადაც უძველეს ფირფიტებს ყიდიან და გული მწყდება, რომ ფირსაკრავი არ მაქვს. ისეთი უცნაური აურაა იმ მაღაზიაში – ერთი გრძელთმიანი კაცი მუშაობს; არასოდეს შემოგხედავს, დაბოდიალობს და ფირფიტები ერთი თაროდან მეორეზე გადააქვს. შეგიძლია მთელი დღე იდგე, ათვალიერო და თან მუსიკას უსმინო. გუშინ ბოსანოვა ჰქონდა ჩართული... იმ მაღაზიიდან როცა გამოვდივარ, მუსიკა აჩრდილივით მომყვება და ჩუმად ვირწევი.
გუშინ საღამოს ერთმა ახალმა გოგომ იკითხა, ვის უნდა დილაობით ჩემთან ერთად "სწრაფი სიარულიო". ვის ენდომებოდა, ჩემ გარდა.
დღეს დილით ნახევარ საათს ვიარეთ; მომიყვა თავისი ცხოვრების შესახებ იერუსალიმში. მანამდე ნიუ იორკში ცხოვრობდა და გაიხსენა, როგორ თამაშობდა ხოლმე ერთ ირლანდიელ გოგოსთან პარკში. ერთ დღესაც იმ ირლანდიელმა ბავშვმა ცნობილი "ჰოლდენ კოლფილდისეული" კითხვა დაუსვა და როცა გაიგო, ეს ებრაელი იყო, იმის მერე აღარ მისულა იმ პარკში. ისე წარმოუდგენლად მეჩვენება ხოლმე ასეთი რაღაცები... მერე მე – თბილისზე მოვუყევი, ჩემს საყვარელ წიგნებზე და სანამ საუბარი პოლიტიკურ ორიენტაციამდე მივიდოდა, სახლს მივუახლოვდით.
ახლაც ვზივარ და ვფიქრობ, სად შეიძლება საღამოს გავისეირნო. ყველაზე კარგი ეს არის ბერლინში: რაც უნდა კარგად იცნობდე აღმოსავლეთ ნაწილს და იმ რაიონს, სადაც ცხოვრობ, მაინც შეიძლება ისეთი ქუჩის აღმოჩენა, სადაც ჩუმი კაცის მუსიკალური მაღაზია, ან ბრიტანულაქცენტიანი გოგოს კაფე იქნება.
Keep walking!
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago




13 comments:
ო, ბრაზეო, ბრაზეო... :)
ამ მუსიკის ფონზე მეგონა, მეც შენთან ერთად ჩქარა მივსეირნობდი ტღოტუაღიდან ტღოტუაღამდე :)
ნეტა მანდ ვიყო ეხლა და სასეირნოდ გავდიოდეთ
თან თუ მუსიკალური მაღაზიებისა და ბრიტ,აქცენტიანი კაფის აღმოჩენაც შეიძლება, მითუმეტეს.. :))
რა კარგი მუსიკაა, ეგრევე მოგინდება ფეხით სიარული. მე მარტო უფრო მიყვარს სეირნობა :)
ნეტა "bilka" თუ არსებობს კიდევ?მანდ ვუსმენდი დისკებს და ოოოოჰ ეს მოგონებანი ბერლინზე :))
მეც მინდა ერთი გემრიელი სეირნობა :შ
@ზურიუს, ბაბისა, კლოუნიკო, come away with me...
@ნან, მეც მიყვარს მარტო, მაგრამ თურმე სხვასთან ერთადაც კარგი ყოფილა.
@გრინ, არ ვიცი. ოჰ, ეს შენი ბერლინი, რა კარგი და საძაგელია ერთდროულად :)
როგორ მომინდა შენთან ერთად ამ მუსიკის ფონზე გასეირნება და ბევრი ბევრი ლაპარაკი..
როგორ მახარებ რომ იცოდე.. მავსებს შენი პოსტები..
როგორ მინდა აქაც იყოს ეგეთი კაფედინერები და პაბები...
როგორ მიყვარს ფეხით სიარული, ხეტიალი.. ხანდახან თბილისში ვუწყობ ხოლმე თავს ასეთ სეირნობებს და ჩემთვის უცნობი, მიყრუებული ქუჩებიც მინახავს. ძირითადად ძველ უბნებში :)
და უცხოეთში განსაკუთრებული უნდა იყოს ხეტიალი – იქ ყველა ქუჩა უცნობია და გაცილებით მეტ აღმოჩენას აკეთებ..
ლამაზ საღამოებს გისურვებ, სოფი :)
@ქეთ_ევა_ნ, ამ პოსტმა მეც კი გამახალისა, სხვათა შორის :)))
@undone, ხო, კარგი იქნებოდა. მანდ რაც მინახავს, სნობებით და გატყლარჭული გოგო–ბიჭებითაა გატენილი, ყველა ერთმანეთს უყურებს და ვის უფრო მაგარი მობილური აქვს, იმას ადარებენ.
@ქეთი, მეც მიყვარდა ძველ თბილისში სიარული... დიდი მადლობა! შენც ბედნიერ შემოდგომის საღამოებს გისურვებ. შემოდგომას არაფერი ჯობია საქართველოში.
eh, sophie. mokled, dilaobit garet mze ise anatebs, fexis gadgma dagezareba. velodebi acvimebul da gayvitlebul tbiliss.
dzalian minda matarebelshi vijde da berlinshi movdiode//
მადლობა, სოფი :)
რა კარგია სეირნობისას ახალ ახალი რაღაცეების აღმოჩენა! მეც ბევს დავდივარ ფეხით, ოღონდ ამ გზაზე უკვე ყველა ქვა ვიცი ზეპირად.
Post a Comment