Tuesday, October 12, 2010

ჯუდი ებოტი და მე ცაცხვების ქუჩაზე

დღეს მომწერეს, კარგი იქნებოდა, ყოველდღე რომ წერდეო. ერთი პერიოდი, გახსოვთ, რა ხშირად ვწერდი? მაშინ უზრუნველი–იდეალისტი ჟურნალისტიკის სტუდენტი ვიყავი და ვერავინ დამარწმუნებდა, ჟურნალისტიკა ყველაზე უსინდისო და უპრინციპო პროფესიააო. ერთი ახალი ამერიკელი რაბი გვყავს, უნივერსიტეტში მეორად სპეციალობად ჟურნალისტიკას სწავლობდა და გაზეთშიც მუშაობდა. მოვუყევი ჩემი ამბები, თვითონაც მომიყვა ამერიკული ჟურნ. stuff და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედით, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი იდეალიზმზეა აგებული და მხოლოდ ნამდვილ სამყაროში "გასვლის" შემდეგ ეჯახები იმ პრობლემას, რასაც მიკერძოებულობა, ფრთხილად, ან პირიქით, ყველანაირი ეთიკის გარეშე წერა ჰქვია. მერე ვიცინოდით, ამიტომ არცერთისგან დადგა ჟურნალისტი და ორივე რელიგიაში წავედით.

ჩემი დღევანდელი "მონაპოვარი"

ერთადერთი, "ცაცხვების ქვეშ" (ქუჩაა ასეთი ბერლინში) ტელევიზიის შენობას რომ ჩავუვლი, გული რაღაცნაირად მიცემს. ყოველთვის მინდოდა იქ მუშაობა და დედაჩემი სასწაულად ამოწმებდა, სწორად მემეტყველა. მერე ბლოგზე ხომ მქონდა ვიდეოპოსტები და თითქოს ამით ვინაზღაურებდი ვიდეოკამერის სიყვარულს.
"მზის ჩასვლამდეში" ჟული დელპის გმირი გემახსოვრებათ: "როცა ვამბობდი მწერლობა მინდა, მამაჩემი მეუბნებოდა: ჟურნალისტი. მხატვრობა – არქიტექტორი; მსახიობი – ტელეწამყვანიო."
სულ ეს მახსენდება, როცა ჩემს პროფესიაზე ვფიქრობ, არავის დაუძალებია ის მესწავლა, რაც არ მინდოდა, უბრალოდ დამთავრების მერე მივხვდი, რომ ყოველთვის მწერლობა მინდოდა და მე კიდევ – ახალ ამბებზე დაფეთებულ ჟურნალისტებში ამოვყავი თავი. Isn't life just swell?

"გრძელფეხება მამილოში" ამბობს ჯუდი ებოტი: "წუხელ დამესიზმრა, წიგნების მაღაზიაში შევედი და ჩემი ავტობიოგრაფია ვიყიდე. 'სხაპასხუპით' ვშლიდი და ბოლომდე მაინც ვერ მივედი, რომ ჩემი საფლავის ქვა მენახა და გამეგო, რა გვარის კაცს გავყვები ცოლადო". საყვარელი ჯუდი – ჩემი ბავშვობის გმირი და მსოფლიოში ყველაზე სასაცილო გოგო. თუ რომელიმე ჩემსავით იცნობთ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდება.
მე კიდევ ძალიან მაინტერესებს, კიდევ რამდენ ხანს გავაგრძელებ ბლოგზე წერას და ბოლოს რა იქნება :)))

20 comments:

კოპალა said...

ჟურნალისტობა გარედან ჩანს ასე ლამაზი, რეალურად საკმაოდ ძნელი სამუშაოა,მითუმეტეს ახალი ამბები, მე იმ ადამიანთა კატეგორიაში შევდივარ, რომელსაც თავიდანვე უნდოდა ჟურნალისტი გამოსულიყო. გული მეც შენსავით კიკანკალებდა , როცა ტელევიზიის შენობას ჩაუვლიდი, ახლა კი აქედან გიწერ კომენტარს :))))
და ისე გამიხარდა "გრძელფეხება მამილო"-ზე რაც გიწერია, ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნია, რომელიც ძალიან მიყვარს, ძველია მაგრამ რაღაცნაირად კარგი, ვარდისფერი კაბა და სოფლის არდადაგები გამახსენდა :)
წარმატეტები სოფი :))))))))))

Nina Gorecki said...

დიდი ხანი არაა, რაც ამ სფეროში ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჟურნალისტიკა სხვა რომელიმე პროფესიაზე უპრინციპო და უსინდისოა :))) ის კი არა, ეთიკური მომენტი უფრო გამიმძაფრდა :)

პერწკლი said...

მე ვიცნობ ჯუდის

წელს ინგლისურად ვიყიდე და წავიკითხე და გადავიკითხე და ისა......
ძალიან ბევრი კარგი რაღაც წერია შიგ

მარიამ ბლანკი¹³ said...

bolos iqneba trilogia saxelad
"sofis fiqrebi jurnalisti ar viqnebi" :D

nu kai es xumrobit mara wigni iqneba bolo : ) ara ufro sworad axali dasacyisi axali amosuntqvis (sheizleba axali blogisac) mokled dasasrulis dasawyisi an dasawyisis dasawyisi iqneba :D
vaime me titon davibeni mokled :D

Clown said...

გემრიელი წიგნი კი გამოგივიდოდა <3

Keti said...

ბლოგის ქონა სხვა რომელიმე საქმიანობას ხელს არ შეუშლის (მგონი), ასე რომ, წინ :)
უბრალოდ, მიხვდი, რომ შენი საქმე არ იყო ჟურნალისსტიკა. მე ვფიქრობ, საინტერესო და საჭირო პროფესიაა. ადამიანს გააჩნია – ვინ მიდის და რა შემართებით – ჟურნალისტიკაში.

ცაცხვების ქუჩა :) ისე მიყვარს ცაცხვის ყვავილის სუნი. თუ ბევრი ცაცხვის ხე დგას მანდ, წარმომიდგენია სურნელი – გაზაფხულზე :)

Zurriuss said...

თსუ-ში ჟურნალისტიკა იდიოტეალისზმამდე დადის. ჯიპაშიც კი, სადაც ტყავს გვაძრობენ (არ ვტრაბახობ, ხანდახან მართლა გვიხურებენ უცხოელი ლექტორები), იქაც გვეუბნებიან, რომ რეალობა ამაზე უარესიაო.
ჩემს მაგალითს გეტყვი: ბლოგით ცოტათი ვინაზღაურებ იმ სფეროებს, რომლებიც ასე მიყვარს და მაცოცხლებს. პროფესიული საქმიანობისას არც ერთი არ მახსენდება. ანუ რამდენიმე ადამიანი ვარ და ხან ერთს ვრთავ, ხან მეორეს. შესაბამისად, დასკვნა: კაიფს თუ დაუჭერ, ლურსმნებზე გასვლასაც მოახერხებ :))

ket_eva_n said...

sainteresoa cvlilebebi... darwmunebuli var bevrjer sheicvli azrs da es mravalferovneba miyvars shenshi:*

babisa said...

jurnalistikaze getanxmebi
axla agarc vixseneb , rom es chemi profesia iyo :))

hoda, "ramden xans" shezleb ratom, isev weris shewyvetaze fiqrob? :\

Sophie שרה Golden said...

@კოპალა, ტელევიზიაში მუშაობ? ხო, ვარდისფერი კაბა და აბრეშუმის წინდები :) უცნაურია, რომ "გრძელფეხება მამილო" მეც სოფელში წავიკითხე პირველად.

@ნინა გორეცკი, შეიძლება სხვა პროფესიაზე უარესი არა, მაგრამ "თავის სფეროში" ძალიან უსინდისოა.

@პერწკლი, მე ქართული თარგმანი წავიკითხე ბავშვობაში და მერე ინგლისურიც ვიყიდე; სასწაულია, მაგრამ თარგმანი არაფრით ჩამოუვარდება ორიგინალს, იმდენად საყვარელი წიგნია.

@ჩორვენ, :პ ტრილოგია კარგი იყო, იქნებ დეკალოგიც გავაკეთო :დ

@კლოუნ, ასე ფიქრობ? მთავარია, მეც დავიჯერო, რომ იქნება :)

@ქეთი, გეთანხმები. უბრალოდ, ყველას თავისი ადგილი აქვს და თავიდან რომ ჰგონია, ჟურნალისტიკა უნდა, ბოლოს ხვდება – სულაც არ უნდოდა.
სიმართლე გითხრა, ცაცხვების სუნი არ მიგრძვნია იქ :/ ბერლინში როდისაა გაზაფხული, ვერ გაიგებ...

@ზურიუს, თსუ საერთოდ იდეალიზმის კერაა, როგორც ყველა უნივერსიტეტი. სხვათა შორის, რაც სხვადასხვა ხალხი გავიცანი, რომლებიც მსოფლიო უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, დავრწმუნდი, რომ თსუ არაფრით ჩამოუვარდება, თუნდაც, იმავე "სანატრელ" ევროპას. მონდომებული სტუდენტები აქაც ისევე სწავლობენ, როგორც უცხოეთში – უბრალოდ ჩვენთან ნაკლებად აფასებენ მერე :(

@ქეთ_ევა_ნ, რა კარგი ხარ!!! მე და შენ ცვლილებების ხალხი ვართ.

@ბაბისა, არ ვიცოდი, თუ შენც ჟურნალისტი იყავი (წარსულში). წერის შეწყვეტაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მაინტერესებს, სადამდე მივა ჩემი ბლოგი, if you know what I mean.

Anonymous said...

ისე ბოლო დროს მეც ამაზე ვფიქრობდი. ისევ ვიბლოგინგებ 5 წლის მერე? და ან სულაც ამ ყველაფრის მერე რა იქნება?
გვინდა ხოლმე გავიგოთ წინასწარ რაღაცები, მარა..
ამიტომ ამ წამით ცხოვრება ჯობს...
მე ერთადერთ რაღაცას ველოდები იქითკენ: 2012 წელს...

[ომგ ;დ]

Keti said...

სოფი, ნორმალურია ეგ. აუცილებელია ცვლილება, თუ ადგილს ვერ პოულობთ სადმე, მათ შორის პროფესიაშიც

Keti said...

ვპოულობთ

Clown said...

@Sophie, კი <3 პოსტებს გადახედე და მიხვდები ^_^

Kate said...

sheidzleba posttan araper shuashia...
kiarada...
posttan martla araper shuashia,ubralod mindoda metkva,rom bolo ramdenime kviraa sheni postebi erti-orad shemikvarda. da anu shesabamisad shenc. fb-zec,twitter-zec shens statusebs tu komentarebs sul vakcev kuradgebas. suratebs vnaxulob.
statusebi tu komentarebi isetebi gakvs,100-dan 94 shemtxvevashi ''like''-is gaketeba mindeba xolme.

arada is periodic maxsovs,roca ar momcondi da shens blogs ar vekarebodi.

Sophie Golden said...

@ქეით, როგორ მესმის შენი, იცი? მეც სიამოვნებით ვკითხულობ შენს ბლოგს ამ ბოლო დროს, შენი დადებული სურათები, ლინკები და სტატუსებიც სულ იქცევს ყურადღებას.
არ მომწონდი ადრეო, ვერ ვიტყვი, მაგრამ თვეში ერთხელ შემოვდიოდი და ვკითხულობდი შენს პოსტებს. ძალიან უცნაურია ისე, როგორ იცვლება ადამიანის შეხედულება.

Kate said...

კი, ადამიანი ნამდვილად იცვლება. და სულ რომ ვაკვირდები, რაღაცას რომ წერ (პოსტი, კომენტარი, სტატუსი) სულ გეთანხმები ხოლმე. მიხარია ეს ყველაფერი.

იმას, რომ ჯერ მოგწონდეს ადამიანი და მერე არ მოგწონდეს, სჯობს ჯერ არ მოგწონდეს და მერე მოგწონდეს. ხოდა მე მიხარია, რომ ახლა ძალიან ახლოს (ნუ ვირტუალურად, მაგრამ მაინც) ვარ შენთან.

Sophie Golden said...

@Kate, მეც ძალიან მიხარია.

Anonymous said...

Beneficial info and excellent design you got here! I want to thank you for sharing your ideas and putting the time into the stuff you publish! Great work!

Kate said...

ეს კარგი პოსტია.