კვირას დაწერილი პოსტები მიყვარს.
ჩემს არქივს გადავხედე და აღმოჩნდა, რომ არც ისე ხშირად მიწერია კვირაობით და უფრო სხვა ბლოგების კითხვა მიყვარდა. სულ ორი პოსტი აღმოვაჩინე, რომელიც მომეწონა. განსაკუთრებით swinging 60–იანებზე და ფილმზე, სადაც მიშელ უილიამსმა კიდევ ერთხელ (მანამდე "Dawson's Creek" იყო, ჩემი საყვარელი თინეიჯერობის სერიალი) შეძლო ჩემი გულის მოგება.
გუშინ იუთუბმა შემთხვევით ამომიგდო ერთი ჰოლანდიელი გოგოს, მარტინ ბონდის, ვიდეო და მთელი ღამე ვუსმენდი. დღესაც გავაგრძელე. მომინდა ჰოლანდიის ნახვა. ეს შემოდგომა რაღაც ისე გადის, არსად წავსულვარ. დასავლეთ ევროპაში უკვე ისე ცივა, რომ მოგზაურობა არ ღირს, გარდა ალპებისა, ალბათ.
შაბათს მივხვდი, რომ კეთილი საქმეები და დადებითი შედეგები ერთმანეთის პროპორციული არ არის; ისევე როგორც ეს ფრაზა ამ პოსტში ;)
ამ ბოლო დროს ყველა ჩემს ოთახში შემოიხედავს ხოლმე, სოფი, რას აკეთებ, რაღაც უნდა მოგიყვეო. მეც ენერგიით ვივსები, ვუსმენ, მერე რჩევასაც ვაძლევ, თუ საჭიროა და ისეთი აღტაცებული ვარ ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ, როცა ჩემთვის ვზივარ, ვგრძნობ, ენერგია აღარ მაქვს და მავიწყდება, როგორ ვიგრძნო რაღაცები. ლილი ალენს აქვს ერთი სიმღერა ასეთი ტექსტით და შეიძლება სულელურად ავიჩემე მეც.
ცა სასწაულად მოიწმინდა.
ყვავილების ლათინური სახელების შესწავლა
4 weeks ago



3 comments:
როგორი საკვირაო პოსტია
ახალი კვირის წინ რომ დაფიქრდება ადამიანი რაღაცებზე.
ცოტა სამხრეთისკენ რომ შეძლო სამოგზაუროდ წასვლა, მგონი კარგი იქნება :)
კეთილი საქმეები და დადებითი შედეგები ერთმანეთის პროპორციული არ არის -rogori simartlea :) sicivis miuxedavad wadi holandiashi, sashemodgomo ganwyobebic lamazi iqneba :))
@ქეთი, მადლობა :) ჰო, სამხრეთზეც ვფიქრობ, მაგრამ წელს ფინანსებიც არ მიწყობს ხელს.
@ბაბისა, ეჰ, ნეტავ არ იყოს სიმართლე :(( როგორ მინდა ჰოლანდიაში, რომ იცოდე. უჰ. იქნებ, წავიდე როგორმე.
Post a Comment