Monday, November 15, 2010

თვალებთან ახლოს

For three years straight, I’ve been burning the candle at both ends, and as of last December, I just didn’t have anything left.

Drew Barrymore


ახალ ფილმში სასწაულად ჩანს, რომ დრიუ დაღლილია. დაღლილია მუდმივად თავისი გიჟური ბავშვობის შეხსენებით, ტკბილღიმილიანი გოგოს იმიჯით, დაღლილია თავისი მრავალრიცხოვანი ჰოლივუდელი პარტნიორებით. 35 წლის ასაკში იმდენი რამე აქვს უკვე გაკეთებული, რასაც ხალხი ერთი საუკუნის მანძილზეც ვერ ასწრებს.

წუხელ, სწორედ, ეს ფილმი ვნახე.
"Going the distance" იმდენად რეალურია, რომ მისი ნახვის შემდეგ ცოტა ხანს გავიარ–გამოვიარე და ბევრ რამეზე დავფიქრდი. მართალია პროდიუსერები კარგად ეცადნენ გაებანალურებინათ და დასასრული გამოუვიდათ კიდეც; მაგრამ ბევრი სცენა ძალიან ლამაზადაა გადაღებული, თითქოს მოყვარულის კამერიდან. დიალოგები ცოცხალი, როგორც დრიუს ყველა ფილმში და კარგი მუსიკა. ხშირია ახლო კადრები, განსაკუთრებით, ფოკუსი დრიუს თვალებზეა გაკეთებული. ჯერ არცერთ ფილმში მინახავს დრიუ ასეთი ნაღვლიანი თვალებით. ამიტომ მისი ინტერვიუ რომ ვნახე, აღარ გამკვირვებია ის ფრაზა, რაც ეპიგრაფად მოვიყვანე.

რადგანაც ფილმი ძალიან ახალია, ვეცდები შინაარსზე არაფერი წამომცდეს, რომ განწყობა არ გაგიფუჭოთ. უბრალოდ, ფილმი ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც ცდილობს იცხოვროს, იმუშაოს, ისწავლოს, ურთიერთობა ჰქონდეს და ამავე დროს, დარჩეს ლაღ ადამიანად. ვისთვისაც სილაღე იმავეს ნიშნავს, რასაც ჩემთვის, მაშინ ზუსტად გამიგებთ.
დრიუ ბერიმორშიც ესაა ყოველთვის უნიკალური, რომ მისი 34 წლიანი ჰოლივუდური კარიერის მიუხედავად, შერჩენილი აქვს სიბრჭყვიალე თვალებსა და ღიმილში. რაც, სამწუხაროდ, ამ ფილმში მხოლოდ რამდენიმე სცენაში თუ ჩნდება და ისე ამზიანებს ყველაფერს, ღიმილს ვერ შეიკავებთ.


მუსიკა ვახსენე და დრიუს ფილმებში ყოველთვის კარგი ახალი ბენდების მუსიკაა.
ჯასტინ ლონგი? მიყვარს, იმიტომ, რომ დრიუს უყვარს და მეგობრები არიან (ყველანაირი გაგებით). ურთიერთობაში კი არაფერია იმაზე მთავარი, ვიდრე მეგობრობა.
ფილმის შეფასება, რამდენად ობიექტურადაც შემიძლია 7/10.


მადლობა, დრიუ!!! დაისვენე და იბრჭყვიალე რა!

9 comments:

Natalia said...

მე რაც მინახავს დრიუს ფილმები, ყველა ნათელი და მზიანია. აი ისეთი, რომ დაამთავრებ ყურებას და გეგონება, ახლა გავალ გარეთ და ყველა ბედნიერი იქნებაო.
თვალები მართლა უბრჭყვიალებს და კიდევ კბილები მომწონს, ეხლა დავაკვირდი და რაღაცნაირი კბილები აქვს. აი მე რომ მომწონს, ისეთი.

Clown said...

შენც დრიუსავით ბრჭყვიალა ღიმილი გაქვს ^_^

Sophie שרה Golden said...

@ნატალია, კი, ყველა მზიანია, გარდა "ნაცრისფერი ბაღებისა" და მგონია, დრიუ ზუსტად ისეთ ასაკშია ახლა, რომ დრამატული როლები უფრო უხდება. მეც მომწონს მისი კბილები, ისეთი მრგვალი და სასაცილო :))

@კლოუნ, ხო, თითქმის :*

Zurriuss said...

ახალგაზრდა ვეტერანია, რა. ჯოან კოლინზმა რომ გადმოხედოს, ვინა ხარო, თამამად შეუძლია, კითხვა შეუბრუნოს, შენ თვითონ რომელი ვეშოლკა ხარო :))

Anonymous said...

სხვანაირი დრიუ! მოვძებნი ფილმს და ვუყურებ.
ასაკთან ერთად მატულობს სევდაც? მეიბი ნათ...

Sophie שרה Golden said...

@ანდან, კი, ასეა. დრიუზე ვწერდი ამ პოსტს და სინამდვილეში, ჩემს თავს უფრო ვგულისხმობდი ;)

Elene August said...

დრიუ! როგორც ყოველთვის - სხვანაირი და განსაკუთრებული. მიყვარს:*

Keti said...

პირველ ფოტოზე ისე მომეწონა. თვალები თან სევდიანი აქვს და თან მაინც ნათელი...
და თან იმას ვფიქრობდი, მართლა ჰგავხართ ერთმანეთს :)

Anonymous said...

დრიუ კი კარგია და ბრჭყვიალა, მაგრამ მე რომ მომენატრე რა ვქნა აა? :(

თინი–თახვი