Если бы я был маленький, как океан,- на цыпочки волн встал, приливом ласкался к луне бы. Где любимую найти мне, Такую, как и я? Такая не уместилась бы в крохотное небо!
Владимир Маяковский
საღამოს ლექციების შემდეგ, რებეცინ რობერგი სახლში გავაცილე. გარდა იმისა, რომ ერთი გზა გვქონდა, თან მასთან საუბარი მინდოდა. რებეცინთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნოა, ისეთი თბილი და მეგობრული ქალია, ხელს ჩაგკიდებს და გიყურებს თავისი ულამაზესი ლურჯი თვალებით, შენც გჯერა, რომ სამყარო სამართლიანია, ადამიანები კიდევ – კეთილები; რადგან თვითონაა ამის ცოცხალი მაგალითი: ფაშისტების მიერ ოკუპირებული ჰოლანდიის მომსწრე, კათოლიკე გლეხების ოჯახში გაზრდილი, სანამ მშობლები საკონცენტრაციო ბანაკიდან დაბრუნდებოდნენ... ასეთი ისტორიები, ალბათ, რამდენი გინახავთ ფილმებსა და წიგნებში.
მაგრამ ის, რაც მე მაწუხებს, სულ სხვა რამეა.
სულ სხვა რაღაცები მინდოდა რებეცინისთვის მომეყოლა, სხვანაირი პასუხები გამეცა და მე კიდევ – მხოლოდ ის ვთქვი, რაც პირდაპირ გულიდან წამოვიდა. ზოგჯერ პირიქით – რაც მინდა, იმასაც ვერ ვამბობ, რაღაც ისე მიჭერს ხოლმე ყელში. მხოლოდ მასთან კი არა, სხვებთანაც ასე მემართება ხშირად: ვერ ვამბობ იმას, რაც აუცილებელია და გულწრფელობები კი თავისით "გამორბიან". რატომ მემართება ასე, არ ვიცი. მაგრამ დღეს მაიაკოვსკის ეს ლექსი რომ გავიხსენე, თითქოს მივხვდი... აქაც არ დავწერ, რას მივხვდი, მაგრამ იმედია, ოდესმე გადავლახავ ჩემს ამ უცნაურ ჩვევას და ზუსტად იმას ვიტყვი, რაც აუცილებელია და მხოლოდ იმას არა, რაც გულწრფელად მეთქმევინება. ცხოვრება ხომ იმისთვისაა, რაღაცები ჩვენი სურვილის წინააღმდეგ გავაკეთოთ :/ სიმართლე რომ ვთქვა, გულით არ ვამბობ ამას, მაგრამ ხან აშკარაა, რომ საჭიროა.
რებეცინი რომ მივაცილე სახლში, იქიდან სხვაგან წავედი. უკვე 11 საათი იყო რომ გამოვედი, საზიზღრად რომ იცის წვიმა, წვრილად და თითქოს ნემსებს გასობს, ისე წვიმდა და გალაკტიონი დაწერდა, მეფე ლირივით ავტირდიო.
მერე დედაჩემმა მომწერა. მეც ვუპასუხე, მაგრამ ის არა, რაც მინდოდა. არასოდეს უნდა უთხრა მშობელს, როგორ ბითურულად გრძნობ თავს, განსაკუთრებით, როცა შორს ხარ.
ვიცი, ხვალ უკვე გაივლის, დილით რომ ავდგები და სარკეში ჩემს თავს გავუცინებ, მაგრამ დღეს ისევ ნემსებივით წვიმს და მეფე ლირიც ტირილის ხასიათზეა.



7 comments:
Smile, Golden!
:)
magram znelia survilebis winaagmdeg moqceva/tqma
mec sul imis keteba minda, rac msurs
arada zogjer sxvanairadaa sachiro
martla
@Nina, :)))))
@babisa, ძნელია და თანაც როგორი :|
სოფი, "შემოვალ" რა შენს პოსტსში?
მეც ასე ვარ :შ თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ დამლაპარაკებელი არავინ მყავს... :\
საჭირო – კი, მაგრამ
მე მიყვარს გულწრფელი ადამიანები.
ეს უფრო საჭიროა ამ დროში :) როცა ირგვლივ უმეტესად თამაშობენ
:*
@კლოუნ, შემოდი სადაც გინდა, ხო იცი, სადაც ვარ :*
@ქეთი, თამაშს არ ვგულისხმობ, უბრალოდ იმას, რომ ყოველთვის ვერ იტყვი, რაც გინდა :|
ნაწილობრივ შენც გეხება სოფ ჩემი ახალი "პოსტი" ;))
Post a Comment