Friday, November 19, 2010

სიყვარულით, შაბათი

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ, დილას მზემ ცოტა გამოანათა. ეს ორი დღე ისე წვიმდა, დილიდან ღამეს ჰგავდა და გარეთ გასვლა წამების ტოლფასი იყო (რა სიტყვაა ეს ტოლფასი!).

გერმანიაში შაბათი ძალიან მალე დგება ზამთარში, 4–ის ნახევარზე. მერე სინაგოგაში მივდივართ, ვმღერით. შაბათს ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე და სიხარულისგან ვერ ვჯდები. სადღაც 6–ის ნახევარზე სტუმრად მივდივართ სავახშმოდ და 8 საათისთვის უკვე ვამთავრებთ, როცა ზაფხულში ხან 12–მდე გრძელდება.
შესაბამისად, შაბათი საღამოც მალე მოდის. არ მომწონს, თითქმის მთელ შაბათს ძილში ვატარებ, ისე გამოდის. ზამთარში მთელი დღე ღამეა და სანამ საუზმეს მოვრჩებით, უკვე სადილის დრო მოდის და ვინც იცის, როგორი სადილები გვაქვს შაბათს, წარმოუდგენელია ყველაფრის გასინჯვა მოასწრო.
Anyway, შაბათს (პარასკევ საღამოს) ისეთი სასწაული ატმოსფეროა ხოლმე მიდრაშაში, ყველანი წინ და უკან დავრბივართ, გოგოების საერთო საცხოვრებლის წარმოდგენა ძნელი არ უნდა იყოს: ჰაერში თმის სპრეის, ფრჩხილების ლაქის და ათასი სუნამოს არომატი ტრიალებს [ერთი მკაცრი კანონი მაქვს მხოლოდ, არავითარ შემთხვევაში არ ვისვამ ლაქს საძინებელ ოთახში და არც ჩემს ფორთოხლისფერ გოგოს ვასმევინებ. სასწაულად მძაფრი ყნოსვა მაქვს, ცუდი მხედველობის ბონუსად].


სანთლებს რომ ვანთებ და მერე ფანჯრიდან ვიყურები, ვფიქრობ, რა უნიკალურია, ყველანი აქეთ–იქით მიიჩქარიან, ჩვენ – კიდევ ყველაფერს გამოვრთავთ (პირდაპირი გაგებით), საყვარელ სცენარისტს ჩავაბარებთ და მასთან სასაუბროდ მივდივართ. დედაჩემი როცა მეკითხება, მაინც რატომ გადავწყვიტე რელიგიურობა, ზუსტად ამავეს ვეუბნები და ვამატებ, ეს ზუსტად ის ცხოვრებაა, რაც მე მაბედნიერებს და საშუალებას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც ყოველთვის მინდოდა, ისე ვიცხოვრო, როგორც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს და პარასკევ საღამოს დავივიწყო რა ხდება და სრულიად მივენდო იმას, ვისიც ეშინიათ, უყვართ, ზოგჯერ არც სჯერათ და საბოლოოდ, მაინც ყველა მისკენ მიისწრაფის.
ცხოვრებაც ხომ ესაა.
ღმერთია ყველგან და ყველაფერში. როცა ადამიანები მიხვდებიან, რომ ღმერთი ღრუბლებზე წამოწოლილი, თეთრწვერა კეთილი მოხუცი კი არა, მთელი არსებობაა თვითონ ადამიანებში, მაშინ დაიწყებენ ცხოვრებას. იმას არ ვამბობ, თითქოს პრობლემები თავისით მოგვარდება და "თხა და მგელი ერთად სძოვენ"; პირიქით, მივხვდებით, რამდენი რამეა ჩვენზე დამოკიდებული, რახან დავიბადეთ, ვალდებულებაც გვაქვს, ვიმუშაოთ და რაც შეიძლება მეტი სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთისადმი.

როგორც ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება, სოფი, მარტო შენ შეგიძლია რელიგია, სოციალიზმი და ჰიპური გაგება ერთმანეთს შეუთავსოო. მარტო მე არა, ყველას შეუძლია, ვისაც არც სიცილის რცხვენია და არც ტირილის, როცა თავს ცუდად გრძნობს.
მიყვარხართ ყველა, ვისაც ჩემი სიყვარული გჭირდებათ!

ბედნიერ შაბათს და კვირას გისურვებთ!!!

שבת שלום

9 comments:

babisa said...

მეც ისე მიყვარს შაბათი, დედა სულ მეუბნება ებრაელივით ხარო
წმინდა დღეათქო გავიძახი

კითხვისას სულ წარმოვიდგენ ხოლმე მიდრაშას შაბათებს და მინდება :)))

სიყვარული კი ვის არ სჭირდება ჰოდა კარგია რომ გიყვარვართ
და კარგია, რომ პოზიტივი გადმომედო მე ეხლა
ჰოდა მადლობა :)))
ბედნიერი შაბათი

Anonymous said...

სოფი თავის ამპლუაშია! ჩვენც გვიყვარხარ!
როდის ვიპოვი შენსავით ნეტა, მეც ჩემს ღმერთს...

Sophie שרה Golden said...

@ბაბისა, ხო, ვიცი შენც რომ გიყვარს შაბათი, შენს სტატუსებში და პოსტებში ჩანს. მადლობა :)

@ანდან, "ჩვენც" რას ნიშნავს :პ "მეც" – უნდა დაგეწერა :დ იპოვი, იპოვი, "შენს" ღმერთს არა ოღონდ (ეგეთი არ არსებობს), "შენს" გზას იპოვი.

Anonymous said...

სხვების მაგივრადაც ვთქვი ;დ
არადა შანსი არაა შენ ვინმეს არ უყვარდე თუარადა არ ესიმპატიურებოდე ;)
იმედი მაქვს... ;))

Nina Gorecki said...

მე მიგულისხმა, მე, და გამოვიდა „ჩვენ" :D:D

მარიამ ბლანკი¹³ said...

ai kidev ertxel vxvdebi rom zusti asociaciebi mqonda roca shenze vwerdi posts :D magaria ^_^

Dato trapaidze said...

არავეულებრივი ენერგია მოდის... სავსეა...
ძალიან მომწონს :)

Keti said...

პოზიტივი იყო სულ :)
ბედნიერი მომავალი კვირა, სოფი :)

Sophie שרה Golden said...

@ანდან, ok, I like you too :D

@ნინა, <3

@ჩორვენ, ზუსტად!

@და–ვი–დ, იეს! მოდის, არის და მეც მომწონს ეს ენერგია :))) მადლობა.

@ქეთი, მადლობა. შენც ბედნიერი კვირა გქონდეს!