ზუსტად ასე ვარ, თან ეს სურათები დიდი ხანია მაქვს და ველოდებოდი, როდის ვიქნებოდი შესაბამის ხასიათზე, თქვენთვის გამეზიარებინა.
ამ ფოტოზე მგონია, მერილინი მხოლოდ იმას კი არ განიცდის, ფეხი რომ აქვს ნატკენი და ვერ ცურავს, ისიც აწუხებს, რომ ასეთი ლამაზია და ადამიანები იმის მიღმა ვერაფერს ხედავენ.
კიმ ნოვაკი და კერი გრანტი – ჩემი და ჰიჩკოკის საყვარელი წყვილი. კერი გრანტის კეფას რომ ვუყურებ, მგონია – სულ სხვა რამეზე ფიქრობს და არა იმაზე, რაზეც კიმი. გრანტი ძალიან კარგი ადამიანი იყო, მსახიობობასთან ერთად; წიგნს არ დავწერ ჩემს ცხოვრებაზე, რადგან ბევრი ადამიანის გაფარჩაკება მომიწევსო, ასე ამბობდა.
მარჩელო მასტროიანი და ფედერიკო ფელინი, gosh მეტი რა უნდა ვთქვა, თან "დოლჩე ვიტას" აფიშასთან.
როკ ჰადსონი, კერი გრანტი, მარლონ ბრანდო და გრეგორი პეკი – ან ბრმა ვარ, ან ბებერი, რადგან დღეს ვერცერთ მსახიობს ვიხსენებ, ამ ოთხეულს რომ მივამსგავსო და გული ამიფანცქალდეს. CLASSIC ჰოლივუდი ალბათ 70–იანების დასაწყისში. ჰადსონი შიდსით დაიღუპა 80–იანებში, კერი გრანტი დღემდე ჰოლივუდის ნომერ პირველ ჯენტლმენად ითვლება; მარლონ ბრანდო ყოველთვის rebellious იყო, გრეგორი პეკთან ერთად კი რამდენჯერ ვყოფილვართ რომში, ღმერთმა იცის.რა უცნაურია, რომ მერილინ მონროს და კიმ ნოვაკის გარდა, სხვა ქალის ფოტოები არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ მერილინისნაირად არავინ მიყვარს და ნოვაკი კიდევ – ძალიან კარგი მსახიობი იყო თავის დროზე.
მაგრამ თვითონ ფოტოები ხომ რაღაცნაირი ატმოსფერულია? ანუ, გადაყავხარ ძველ პერიოდში და წარმოიდგენ, რომ შენც ასეთი "შავ–თეთრი", უკვე დაბერებული ან მკვდარი ჰოლივუდელი ხარ. ელოდები, კერი გრანტი ხელს როდის გამოგიწვდის საცეკვაოდ: 'May I have this dance?'



10 comments:
მასტროიანი <3
სოფი, იმის თქმა გინდა, რომ დრიუს ფოტოები არ გაქვს? :))
@ნინა, მერილინი როგორც მიყვარს, ისე დრიუ არ მიყვარს, სიმართლე გითხრა :)
სოფიი, აი, სრულიად შევიგრძენი ახლა განწყობა! ფოტოები ძალიან მომეწონა, კარგია, რომ გაგვიზიარე! ძალიან მიყვარს მერილინი და მომწონს ეს ჯენტლმენები :) მეც ასე ვარ, თანამედროვე მსახიობებს ისინი მირჩევნია. ნამდვილი მამაკაცური ხიბლი აქვთ, მსახიობურ ოსტატობაზე რომ არაფერი ვთქვა...
მერილინის ეს ფოტო ეხლახან ვნახე და იმდენ ხანს ვუყურებდი.. ეხლაც ვუყურებ და მიკვირს, რომ ამბობენ პუტკუნა იყოო. როგორი თხელი წვივები აქვს და ზოგადად, გამხდარია. უბრალოდ ეხლანდელი მოდელებივით ჩონჩხი არ იყო.
სასიამოვნო პოსტი იყო სოფი, მოუხდა ჩემს უკვე გაციებულ ყავას :)
ვისიამოვნე პოსტით, დიდი მადლობა :) დიდ ხანს ვუყურებდი თითოეულ ფოტოს. :)
მერლინის ფოტო ძალიან მომეწონა.
ზოგჯერ როგორი ძნელია ადამიანის შიგნიდან დანახვა...
:)
შავ-თეთრ ფოტოებს რომ ვუყურებ, მგონია, რომ იმ დროს ცხოვრება მართლა შავ-თეთრი ფერისა იყო.
სექსუალურად შავ-თეთრი მერლინ მონრო, ელეგანტური შავ-თეთრი თვალებით მომზირალი ელიზაბეტ ტეილორი... :)
ამ ბლოგს ვატვალიერებ ხოლმე -http://stirredstraightup.blogspot.com/
სულ რეტრო ფოტოებია და ხალხი
მოგეწონება მგონი და გიზიარებ
@ქეთი, მიხარია, რომ მოგეწონა. მართლა რა სასწაული ჯენტლმენები არიან ხო?
@ნატალია, კი, იყო პერიოდი, როცა საკმაოდ სრული იყო, მაგალითად ცნობილ ფილმში "Some like it hot" და კიდევ რამდენიმეგან. ბოლოს უკვე ძალიან გამხდარი იყო, როცა ალკოჰოლს და ანტიდეპრესანტებს ერთად მიჰყო ხელი :(
@ფინიკი, რა კარგია. კიდევ დავდებ მსგავს ფოტოებს, გპირდები. არაფრის.
@ანდან, ზოგჯერ? ყოველთვის ძნელია.
@ზურიუს, მაგაზე არ მიფიქრია ისე. შავ–თეთრი, უბრალოდ, ძალიან ელეგანტურად მიმაჩნია და ვიცხოვრებდი მაგ პერიოდში. აი, ელიზაბეტ ტეილორი ვერ შთამაგონებს და მომკალით.
@ბაბისა, ხო ვნახე. დიდი მადლობა. კარგი ბლოგია, რამდენი ძველი სურათია, მიხარია.
მიყვარს ეს განწყობა ^_^
შინაგანათ ბევრად უფრო შინაარსიანია ^_^
Post a Comment