Tuesday, November 9, 2010

Tarantino for President!


სინამდვილეში ამ პოსტს ტარანტინოს კი არა, ზოი ბელის სიყვარული მაწერინებს. პირველად დრიუ ბერიმორის ფილმში ვნახე და მაშინ დავინტერესდი, როგორ გახდა ეს ახალზელანდიელი ქალი ტარანტინოს კასკადიორი მუზა, თანაც ისე, რომ თავის Kill Bill ფილმებში უმა თურმანის დუბლიორად აიყვანა და ბოლოს 'Death Proof'–ში როლი სპეციალურად მისთვის დაწერა. მერე ეს ვიდეო ვნახე და მივხვდი: ტარანტინოა თვითონ ისეთი ტიპი, სულ აღტაცებული და ემოციური, რომ ზუსტად ზოი ბელი სჭირდებოდა ფილმებში. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ ზუსტად ტარანტინოს და მერე დრიუ ბერიმორის წყალობით გამოჩნდა ზოი ბელის სახე ეკრანზე, როცა მანამდე მხოლოდ ცნობილი ჰოლივუდელი ქალების ტანი იყო. თავის ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ საინტერესოა მსახიობობა და იმ ადამიანების გვერდით დგომა, რომლებიც ადრე ცხვირაწევით უყურებდნენ და მისი სახელიც არ ახსოვდათ, "ჩემი ახალზელანდიელი დუბლიორიო" ამბობდნენ.

მისი პროფესია, საერთოდ, ცალკე გასარჩევი თემაა, ჩემი აზრით. თვითონ ზოი კი ამბობს, რომ არცერთ გიმნასტ სპორტსმენს აქვს მასზე უსაფრთხო ცხოვრება, მაგრამ ვიდეოებს რომ ვუყურებ, გული მიჩქარდება: მანქანაზე ისე ზის/წევს/დგას და სასწაული სიმაღლეებიდან ხტება. გასაგებია, მოზღვავებული ადრენალინითაა ადამიანი დაბადებული და მისი მოწოდება ესაა, მაგრამ ძალიან საწყენი იქნებოდა მთავარი როლი რომ არასოდეს შეესრულებინა და ყველას არ გაეგო, ვინ დგას უმა თურმანის დალურჯებული სხეულის, ისევე როგორც ცნობილი მეომარი პრინცესა Xena–ს და ქალი–კატის უკან.

The Tarantino "Legs Girls" (The Grindhouse cast)

Kurt Russell as Crazy Mike

"Jungle Julia" - girl with most beautiful legs

ტარანტინოს რაც შეეხება, ამ ფილმში განსაკუთრებით ჩანს მისი ფეტიში ფეხებისადმი. ყველგან ქალების ლამაზი და შოკოლადისფერი ტერფები ჩანს. არ მინდა ბევრი დავწერო შინაარსზე, რადგან მთავარი ისაა, რა გადაიღო ტარანტინომ, კადრები, ფერები, სასწაული მუსიკა, უწმაწური დიალოგები, ბევრი სისხლი და სიცილი. თანაც თქვენ თვითონ ნახავთ და მერე მეტყვით თქვენს აზრსაც.
გიჟია ეს კაცი, როგორც დედაჩემი იტყოდა, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი გიჟი.

11 comments:

Agasfer said...

ტრეილერი მომეწონა, ვნახავ :))
ქალი-კატაში შერონ სტოუნის დუბლიორი იყო ალბათ, მასზე უკეთ კი გამოიყურება :))
და "ჩემი ახალზელანდიელი დუბლიორი" მგონი არც ისე დიდი ტრაგედიაა, თავს გვაცოდებს ზოი :))

Sophie שרה Golden said...

@აგასფერ, ჰო, შერონ სტოუნის დუბლიორი იყო. თავს კი არ გვაცოდებს, რეალობაა, არ "იცნობ" ჰოლივუდელ პრანჭიებს? :დ

Keti said...

მე მიყვარს ტარანტინო. სოფი, რომ წერ: "სულ აღტაცებული და ემოციური" – ამას ვაფასებ ადამიანებში. არა უმიზეზო აღტაცებას, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც ჩემს თანატოლებს არ უყვართ ემოციების გამოხატვა, თუ ეს ემოციები დადებითია. უბრალოდ, არ მესმის რატომ. "ვინმემ არ შემატყოს, რომ ძალიან გამიხარდა" – სჭირთ :)) აი, ამის თქმა მომინდა.

ძალიან კარგია, როცა ნიჭიერ ადამიანს აფასებენ და შანსს აძლევენ.
ფილმის ნახვას დასვენების დღეებში შევეცდები, მაინტერესებს..

მარიამ ბლანკი¹³ said...

yvelaze yvelaze genialuri gijia tarantino :D

Nina Gorecki said...

ვაი ტარანტინო წარმოვიდგინე უცებ ამერიკის პრეზიდენტად. გენიალურია! სად აქვთ ამერიკელებს ტვინი? :D

Sophie שרה Golden said...

@ქეთი, რა კარგად თქვი, მე მაგდენი აღარ მიფიქრია.
ალბათ ზუსტად ამიტომაა ტარანტინო უნიკალური, რომ ბავშვივითაა აღტაცებული, როცა ფილმებს იღებს.
სხვათა შორის, დავაკვირდი, რომ ევროპელებს უფრო მეტად სჭირთ ეს "ვინმემ არ შემატყოს, რომ გამიხარდა", ვიდრე ამერიკელებს, რომლებსაც თავისი ემოციების გამოხატვის არ რცხვენიათ.
ალბათ, ცოტა სნობიზმი ურევია ამაში, რომ ემოცია არ "გაეპაროთ" და "ყველას" არ დაემსგავსონ.

@ჩორვენ, იეპ!

@ნინა, მეც წარმოვიდგინე და აშკარად უტოპია იქნებოდა =))

Anonymous said...

ტარანტინო – რეჟისორი რომელიც არ მომწონს, ვაღიარებ რომ მაგარია თავის ამბავში. თუმცა ეს ფილმი არაერთხელ მინახავს და მაგრად მომწონს, სამივე ქალი, რომ მიაჩმორებენ კურტს და სიფათს აუნგრევენ!

Kate said...

ვაიმე ვიდეოს ვუყურე. როგორ დააფშვნეს თავზე ყველაფერი.


მოიცა, ეს ისაა, კურტ რასელი რომ მისდევს მანქანით და ამ გოგოების მანქანაზე რომ არის გაწოლილი??? რომ ვნახე ადრე შენს ფბ-ზე, გავგიჟდი. :((((((((

Sophie שרה Golden said...

@ანდან, შენი კინემატოგრაფიული მისწრაფებები რომ ვიცი, ბუნებრივია არ მოგეწონება ტარანტინო :პ :ფრანგულიკდემამოსილება:

@ქეით, ჰო, ზუსტად ეგ არის, ოღონდ კურტი კი არ არის გაწოლილი გოგოების მანქანაზე, ეს გოგო აკეთებს რაღაც ტრიუკებს... მოკლედ, ნახე, უნდა მოგეწონოს წესით, very girl powerish!

Kate said...

ხო ხო ეს გოგოა გაწოლილი და კურტი ეჯახება.

Keti said...

სოფი, მეც უფრო სნობიზმის გამო მგონია ასე :)